არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ ინფორმაციით, თბილისში მწვანე ნარგავებს 8 106 ჰექტარი უკავია. 2016 წლის 20 აგვისტოს ბრძანებულებით, 1 070 ჰექტარი მერიის განკარგულებაში გადავიდა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
“ეკოხედვის“ წარმომადგენლის ნინო სულხანიშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ ქალაქში ჰაერის სისუფთავე და ეკოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდეს, ერთ სულ მოსახლეოზე ნარგავების რაოდენობამ 15 მ2 უნდა შეადგინოს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო მონაცემებით, თბილისში ერტ სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების მოცულობა 80 % -ით შემცირდა.
„ეკოხედვის“ ინფორმაციით, 1983 წელს 1 სულ მოსახლეზე მწვანე ნარგავების წილი 13 მ2 -იყო, 2001 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 5,6 მ2 -მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს კი 3-4 მ2 -მდე.
ბოლო კვლევა, როცა თბილისში მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია მოხდა, 1988 წელს ჩატარდა. სტატისტიკა აჩენებს, რომ დედაქალაქში იყო 18 859 069 ხე, 15 149 231 ბუჩქი, 6 730 569 წიწვოვანი და 12 128 500 ფოთლოვანი ნარგავი.
„ეკოხედვის“ წარმომადგენლის ნინო სულხანიშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ თბილისში ნარგავების რაოდენობა გაიზარდოს დედაქალაქის მერიამ ბიუჯეტში ამ მიმართულებით მეტი ფული უნდა დახარჯოს.