ქარელის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჭვრინისში და გულიკაანთკარში სანიაღვრე არხები მოეწყობა, ხოლო სოფელ ბრეძაში სარწყავი სისტემის სარიაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სანიაღვრე არხებისა და სარწყავი სისტემის საპროექტო დოკუმენტაცია, USAID- Zrda- პროექტის ფარგლებში მოუმზადდა, ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულებაზე ვალდებულება კი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა.
ბრეძის სარწყავი სისტემის რიაბილიტაციისათვის 43594 ლარია გამოყოფილი, ჭვრინისის სანიაღვრე არხის რიაბილიტაციისათვის 43433,...
საჩხერე-ონის დამაკავშირებელ ახალ გზაზე პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან droa.ge-ს აცნობეს, ამ ეტაპზე სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთზე ფართოვდება გზა, ეწყობა მილებისა და გაბიონები, საგზაო სამუშაოების დასრულება კი მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
გზის ამ მონაკვეთის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს “მამისონი” ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH სწევს.
უწყების ინფორმაციითვე, უკვე დასრულებულია მეორე (კმ...
გერმანიის ქალაქმა ბიბერახმა თელავს ჰუმანიტარული ტვირთი გამოუგზავნა.
მერიის ცნობით, 2018 წლის 20 ივლისს თელავში გერმანიის ქალაქი ბიბერახიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა, რომელიც განკუთვნილია საბავშვო ბაღების, პროფესიული კოლეჯისა და სოციალური სახლისთვის. კერძოდ, საბავშვო ბაღებსა და პროფესიულ კოლეჯს მეორადი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი ავეჯი და სპეციალური ინვენტარი გადაეცემათ, ხოლო სოციალური სახლისთვის განკუთვნილია ახალი მულტიფუნქციური მაცივარი.
"ტვირთის საერთო ჯამური ღირებულება 18 020 ევროა, რაც...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამინისტროებში მივიდა და უწყების თანამშრომლებს მინისტრები წარუდგინა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დღეიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯაბა ფუტკარაძე უხელმძღვანელებს. ჯაბა ფუტკარაძე არის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით და ლესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. ბოლო დროს მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იგი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსია.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეიდან ტიტე...
ფრანგულ სოფელ Le Perthus-ში, სადაც 586 ადამიანი ცხოვრობს, მოსახლობა გადასახადებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
სოფელი საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე მდებარეობს, რის გამოც სოფლის ბიუჯეტში, ერთ წელიწადში, საზღვარზე გადამსვლელთა მიერ გადახდილი პარკინგის საფასურით, 783 130 ევროზე მეტი შევიდა. ამან ხელისუფლებას გადასახადების გაუქმების შესაძლებლობა მისცა.
სოფელ Le Perthus-ში ყოველწლიურად ბევრი ფრანგი ჩადის და პარკინგზე მანქანას ტოვებს, რათა ესპანეთში სავაჭროდ გადავიდეს.
ქუთაისში ცახელის ქუჩის მოსახლეობა ოთხი წელია მათ ეზოში არსებული სპორტული მოედნის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ბოლო მიმართვა ადგილობრივებმა ქუთაისის მერიას ორი თვის წინ გაუგზავნეს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ცახელის ქუჩის მცხოვრებლებმა სპორტული მოედნისა და დასასვენებელი სკვერის გადასარჩენად ბრძოლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2014 წელს ტერიტორია აუქციონზე გაიყიდა და ახალმა მესაკუთრემ მიწაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო.
მოსახლეობის მიერ რამდენჯერმე მოწყობილი საპროტესტო აქციისა...
ესტონეთის აღმოსავლეთით, კანეპის მუნიციპალიტეტში კანაფის გამოსახულებიანი დროშა ადგილობრივი მთავრობის შენობასთან ახლოს, ცენტრალურ მოედანზე აღმართეს. ინფორმაციას იმედინიუსი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამთავრობო უწყების ვებგვერდზე წერია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ისტორიული ცნობებია, რომლის მიხედვითაც კანეპის მუნიციპალიტეტში მარიხუანას აწარმოებდნენ. სწორედ ამის გამო ეწოდა მუნიციპალიტეტსაც კანეპი.
მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში, ისევე როგორც ევროკავშირის უამრავ ქვეყანაში მარიხუანა ლეგალიზებული არ არის დროშა რეგიონის არაოფიციალური სიმბოლო მაინც გახდა.
"თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს გამარტივებული შესყიდვის უფლებით ითხოვს. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით ჩანდა.
განაცხადში, რომელითაც ფონდმა...
წინა სტატია
დღეიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობა ოფიციალურად აიკრძალა.
გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით ქალაქში არსებული ბაზრები გარკვეული შეღავათებით სთავაზობენ.
მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გარევაჭრობა არ აღიკვეთება თითოეული მათგანის მიმართ შედგენილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამსართალდარღვევათა კოდექსის 155 მე-3 მუხლის საფუძველზე, 239 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით.
„ჩვენ მათ ბაზრობებზე შესვლას და სამეწარმეო საქმიანობის იქ გაგრძელებას ვთავაზობთ, შეღავათიან პირობებში და...
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი ისევ შეჩერებულია. ინვესტორს ეჭვი აქვს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო პროექტის განხორციელებას ხელს მიზანმიმართულად უშლის. თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელება კომპანია “კა დე ვე ჯორჯიას” ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში უნდა დაეწყო, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნის ხელშეკრულებაში გათვალისწინებამდე პროექტის დაწყება ვერ ხერხდება.
„კა დე ვე ჯორჯიას“ ხელმძღვანელი, ვაჟა სამადბეგიშვილი BM.GE-თან განმარტავს,...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსხვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისში, ურეკში, ზუგდიდში, აბაშაში, ჭიათურაში, ჯვარსა და ფოთში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შედეგად სტაბილურ წყალმომარაგებაზე დამატებით 430 000-ზე მეტი ადამიანი გადავა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წყალმომარაგების მიწოდება 50 000-მდე ადამიანს გაუუმჯობესდება, პროექტებისთვის კი 228 147 171 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.
ასევე წლის ბოლოსთვის დაიწყება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბური...
საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის (ყოფილი ხილიანი) N19-ში არსებული მოსასვენებელი სივრცე გაფართოვდება და ახალი საპარკინგე ადგილი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები მოსახლეობის გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ, დაახლოებით, 30 ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 30 ერთეული ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიხარია, რომ ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი სივრცე გათავისუფლდა, სადაც ძალიან კარგი სკვერი გაკეთდება. ასევე, მოეწყობა...
სტატიის გაგრძელება
თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი შეწყდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იღებდა ვალდებულებას 26 მილიონ ლარად აეშენებინა 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური საავადმყოფო თბილისში. შენოთავაზებული ფასი ეყრდნობოდა კომპანიის გათვლებს და არა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რადგანაც სატენდერო პირობებით კომპანიას თავად უნდა შეექმნა საავადმყოფოს საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა საავადმყოფო.
MGF-ის ცნობით, ვინაიდან საპროექტო დავალება...
ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა/რეაბილიტაციას, სულ ცოტა 3-4 თვე დასჭირდება. ამის შესახებ ჭუბერში მერის წარმომადგენელმა ნინო ვიბლიანმა თქვა. ინფორმაციცას bm.ge ავრცელებს.
ვიბლიანის თქმით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური ხიდი აღდგენილია, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება დაზარალებული ოჯახების ბედს, როგორც გამგებელი აცხადებს, ამ დრომდე სახელმწიფოს მათთვის შეთავაზება არ გაუკეთებია.
„ამ დროისთვის ვითარება სტაბილურია. დაცულია ყველა სახლი, ყველა წყალმოვარდნის...
IESE Cities in Motion Index მიხედვით, თბილისი 80 ქვეყნის 165 ქალაქს შორის 112-ე ადგილზეა. უკვე მეორე წელია "ყველაზე ჭკვიან ქალაქად" ნიუ-იორკი სახელდება, მეორე და მესამე ადგილებზე კი ლონდონი და პარიზი არიან. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.
თბილისს საუკეთესო შედეგი “გარემოს“ კრიტეიუმში აქვს - 39-ე ადგილი, ხოლო ყველაზე ცუდი კი ურბანულ დაგეგმარებაში - 130-ე ადგილი. თბილისი 104-ე ადგილზეა ეკონომიკის კრიტერიუმში, ადამიანური კაპიტალის...
"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამომავლოდ ტაქსებით მომსახურება გაძვირდება. მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე დერეგულირებული ტაქსები არიან და სწორედ ამიტო არის მათი სერვისი იაფი. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ტაქსების რეგულაციით "გაძვირდება ტაქსის სერვისი, ვიღაც იშოვის ბევრ ფულს, ისე როგორც ყვითელ მარშუტკაზე შოულობენ".
"სავალდებულო რეგისტრაცია შემოიღეს, ამით აღრიცხავენ ყველას, ვინც ტაქსაობს, შეისწავლიან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































