ფრანგულ სოფელ Le Perthus-ში, სადაც 586 ადამიანი ცხოვრობს, მოსახლობა გადასახადებისგან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
სოფელი საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე მდებარეობს, რის გამოც სოფლის ბიუჯეტში, ერთ წელიწადში, საზღვარზე გადამსვლელთა მიერ გადახდილი პარკინგის საფასურით, 783 130 ევროზე მეტი შევიდა. ამან ხელისუფლებას გადასახადების გაუქმების შესაძლებლობა მისცა.
სოფელ Le Perthus-ში ყოველწლიურად ბევრი ფრანგი ჩადის და პარკინგზე მანქანას ტოვებს, რათა ესპანეთში სავაჭროდ გადავიდეს.