თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეღავათიანი სამგზავრო ბარათების დაბლოკვა მოსარგებლე პირთა ბაზების გეგმური განახლებით არის გამოწვეული. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. ერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შეღავათიანი მგზავრობის ბარათით მოსარგებლე პირთა ბაზას პერიოდულად, 3 თვეში ერთხელ აახლებს, უწყებების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე, იქნება ეს საჯარო თუ სახელოვნებო სკოლები, საბავშვო ბაღები თუ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი. „პრობლემა აღმოიფხვრება დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მიმწოდებელი...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპანში, ფარნავაზისა და ვაჩნაძის ქუჩის აღდგენა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. „გრუნტის საფარიან გზას, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული, 530 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარიანი გზა ჩაანაცვლებს. ამავე ქუჩებზე ხდება წყლის მილების შეცვლა. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება“. - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პარალელურად იწყება 16 ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქის ქუჩების ასფალტის საფარით, ხოლო სოფლის გზების ბეტონის საფარით...
დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას მიმართავენ. მათი თქმით, ღამით კაფეებიდან გამომავალი ხმაურის გადაჭარბების გამო წუხდებიან. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. მაღალი მუსიკის შედეგად კი, როგორც თავად ამბობენ, ტერიტორიაზე ტურისტები ბინას აღარ ქირაობენ, რაც მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახა. ობიექტების მეპატრონეებს პრეტენზიებით მიმართეს, თუმცა მათგან ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. https://www.youtube.com/watch?v=bpi_O_RPeig ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ აღნიშნული ქუჩიდან დარღვევის შესახებ შეტყობინება არ შესულა. უწყების წამომადგენლები დუმბაძის ქუჩაზე არსებული...
ბათუმის საკრებულოში ელექტრონული პეტიციის აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს. შესაბამისი ველი წარმომადგენლობითი ორგანოს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია. აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი მოთხოვნები დაარეგისტრირონ. ელექტრონული პეტიცია აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დაინერგა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა თვითმმართველობებისთვის აპლიკაცია უსასყიდლოდ შექმნა. https://www.youtube.com/watch?v=nxEbgXTdnqw&feature=youtu.be
სტატიის გაგრძელება როგორც ცნობილია, ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გზა 8 ლოტად არის დაყოფილი. https://www.youtube.com/watch?v=T5yHf172u48&feature=youtu.be უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულებულია აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით 3.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში გაგანიერდა არსებული გზა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და მოეწყო საგზაო ნიშნები. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 3 099 300 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება...
წინა სტატია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც საკრებულომ შეიძლება იმსჯელოს, გენგეგმის განხორციელების ეტაპებია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. „მსჯელობა შეიძლება იმაზე, რაღაც ეტაპი ცოტა ადრე ან ცოტა გვიან ხომ არ უნდა შესრულდეს, რადგან ეს თანხებთან არის დაკავშირებული. ზოგი პროექტი სასურველია განხორციელდეს, მაგრამ ძალიან ძვირია. ქალაქმშენებლობითი პროექტების პირველივე ეტაპზე მოსახლეობამ შედეგი უნდა დაინახოს. ამ თვალსაზრისითაც არის შესაფასებელი პროექტების ფასი...
26 ივლისს, 13:00 საათზე, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, საინფორმაციო სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არსამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმას განიხილავენ. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს...
წინა სტატია ახალციხეში, მარდის დასახლებაში ორი თვის წინ დაზიანებული ცხაურების ნაცვლად ახლები დააწყეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ცხაურები ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე შეიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ცხაურებს შიდა გზების მოვლაზე პასუხისმგებელი კომანია შპს „ოცხეა“. აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ქალაქის ქუჩებში დაზიანებული ცხაურების შეცვლა დაიწყო.
წინა სტატია ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აღიარეს დანაშაული და თანამდებობიდან გადადგნენ, რაც დასტურია იმის, რომ მოძალადე ხელისუფლებაა, - განაცხადა ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბესო ქათამაძემ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. როგორც ქათამაძე განმარტავს, მასზე თავდასხმამ ცხადყო, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტებზე ძალადობს. ბესო ქათამაძის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და დღესაც საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე არის დაბარებული. „თავიდანვე ვითხოვდით, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღოთ. „ქართული...
წინა სტატია არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“ მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვას იწყებს. მიუსაფარი ცხოველების მონაცემების შეკრებას ორგანიზაცია მოხალისეების დახმარებით გეგმავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. იურისტმა ჯილდა ჟვანიამ მოხალისეებს აღრიცხვის ჩასატარებლად აპრობირებული მეთოდოლოგია გააცნო. "მიუსაფარი ძალღების პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის ძალიან აქტუალურია, არ არსებობს არანაირი ოფიციალური მონაცემი, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველი გვყავს ქუჩაში. ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში, გვჭირდება ადამიანური რესურსი, გვეხმარებიან ჩვენი მოხალისეები, ერთად ვგეგმავთ დათვლის...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განმარტებით, გენგეგმის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიც“ არის მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. როგორც ბითაძემ აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ისევ ბრუნდება ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ამოიღეს, გარდა ამისა, კულტურის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ეს ზონა...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მე-17 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა და აქტიური დისკუსია შედგა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე. ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ...
ახალციხეში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულა. იძულებით გადაადგილებულ ათეულობით ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დევნილთა უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა. პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, რაც ითვალისწინებდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობასა და 1, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ძველი...
წინა სტატია 2018 წლის ბოლომდე ვიტოვებთ დროს, რომ ჩასწორდეს ის ხარვეზები, რაც გენგეგმის დოკუმენტში იდენტიფიცირდება, -ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, ოპოზიციის შენიშვნები აბსტრაქტულია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ის შენიშვნები, რაც ოპოზიციას ჰქონდა, იყო ძალიან აბსტრაქტული და სასაცილოც კი. გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც ერთნაირად უნდა აწუხებდეს როგორც ოპოზიციას, ასევე...
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარე დავით ჭაკნელიძემ, ფრაქცია "მწვანეების" თავმჯდომარე გენო ჩავლეშვილმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტარიელ აროშიძემ თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ დავით დარჩიამ ბრიფინგზე ისაუბრა. "2018 წლის 15 ივნისს, საჯარო სივრცეში ატვირთული მასალის გამო წარმოიშვა ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბესიკ ქათამაძის სხეულის დაზიანება. ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ტარიელ...
ახალციხის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოყოფილ 262 502 ლარს, სვირის გზის მოასფალტების დასრულებისთვის გამოიყენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე განმარტავს, 2018 წელს ახალციხემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 5 371 013 ლარი მიიღო. „მთავრობის 2018 წლის 11 ივლისის განკარგულების საფუძველზე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და ახალციხის მუნიციპალიტეტს გადმოგვეცა 262 502 ლარი, ამას დაემატება ტენდერებიდან...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ