როგორც “თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების ჩანაცვლებას განაგრძობენ.
დღეს კი პლასტმასის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები გლდანის, დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში დაიდგა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, სულ 18 970 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებულია.
ონის მუნიციპალიტეტში ახალი ა(ა)იპ "ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული ცენტრი" ჩამოყალიბდა, რომლის ძირითად მიზანს რეგიონის კვლევა და ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს. მერიის ცნობით, ტურისტული ცენტრის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა საბაზისო ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ასევე ფოტო-ვიდეო გადაღებები.
როგორც მერიაში აცხადებენ, ონის მუნიციპალიტეტის მიმზიდველი ბუნება, კლიმატური პირობები, მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების სიხშირე, კულტურული ძეგლების სიმრავლე, მინერალური წყლებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების სიუხვე...
მარტვილის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ქალაქი მარტვილი, ნახარებაო, საელიაო, ნალეფსაო და ქვაითი, ჯამში 1 258 აბონენტი გაზიფიცირდება.
პროექტის ღირებულება 4 467 846 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ექსპრესს სერვისი 208“ აწარმოებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქ მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალურ შესაძლებლობების განვითარებას პროექტის ციკლის მართვას შეეხება.
აღნიშნული პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, მუნიციპალურ ფონდს დაეხმარება, რათა პროექტის ციკლის მართვაში საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები განვითარდეს მათ ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამოყალიბებაში, შესყიდვაში, მართვასა და მონიტორინგში.
ტრენინგის...
წინა სტატია
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 12 აგვისტოს დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ წარდგენილი, “შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი განიხილა, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.
ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო.
მერიის ცნობით, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და ის 125 ბავშვზე იქნება გათვლილი.
"მოსწავლეები სწავლას 17 სექტემბერს, სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ და მათ უფასო ტრანპორტი მოემსახურება", - აცხადებენ მერიაში.
სამუშაოები, რომელზეც 2 300 000 ლარამდე დაიხარჯება, ერთი კვირის წინ დაიწყო და 2019 წლისთვის დასრულდება.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელში არსებული ბაღის შენობა არ შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს, მოშლილი იყო ინფრასტრუქტურა და ვერ ხერხდებოდა ბავშვებისთვის სათანადო პირობების დაცვა, რის გამოც ახალი ბაღის აშენება გადაწყვიტეს.
ბაღის მშენებლობა გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, ამ დროისთვის კი სოფელ შუამთაში საბავშვო ბაღის ორსართულიან შენობაზე ჩასმულია კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის სამუშაოები, მონტაჟდება...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის შესასვლელში განსათავსებელი აბრის პროექტზე კონკურსს აცხადებს.
მერიის ცნობით, განაცხადები 1 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულს კი, ფულადი ჯილდო გადაეცემა.
პროექტის ავტორებს განაცხადების გაგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე tskaltubo1@gmail.com ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ.წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N25) შეუძლიათ.
განაცხადში აღნიშნული უნდა იყოს ესკიზის ელეტრონული დიზაინი/ვიზუალურ მხარე, არქიტექტურულ-ესკიზური პროექტი ავტორისეული ხედვით, საპრეზენტაციო მასალები; დასრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ვადა; ფოტომონტაჟი - მინიმუმ 2 ხედი და სამუშაოს...
წინა სტატია
მესტიის მერიის ა(ა)იპ-ის კულტურისა და ხელოვნების ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი სამსახურებიდან ჰესების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაითხოვეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ერთი თვის წინ შემიწყდა ხელფასი, თუმცა არაფერი მითქვამს, გუშინ კი გავიგე, რომ შტატში არ ვყოფილვარ ჩასმული, თითქოს ხელშეკრულების საფუძველზე ვიყავი აყვანილი და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გამაფორმეს სამსახურში. ჩემი იქ ყოფნა არ აწყობდათ, რადგან ჰესების წინააღმდეგ...
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მმართველებს შეხვდა.
მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მმართველებმა, ერთობლივად იმჯელეს საბავშვო ბაღებში არსებულ პირობების გაუმჯობესებასა იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც სამტრედიის ბაღებში ჯერ კიდევ არსებობს.
როგორც შეხვედრაზე ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველა საბავშო ბაღში...
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში გარეგანათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, სოფელ ჟებოტის ცენტრალური ქუჩის გარეგანათების მოწყობის სამუშაოებს ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური ახორციელებს.
როგორც თიანეთის მერიაში აცხადებენ, ქუჩაზე სულ 36 ერთეული ენერგოეფექტური ნათურა განთავსდება. ხოლო, გარეგანათების მოწყობა, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს დასრულდება.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ იმერეთის რეგიონში 17 საგანმანათლებლო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია უტარდება. რეგიონის მასშტაბით სამუშაოებისთვის 10 მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი და საერთო ჯამში 50, 500 კვადრატული მეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონში, თერჯოლასა და ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.
"პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ფასადი, თავიდან შეიღებება კედლები, შეიცვლება სანტექნიკა, დაიგება ახალი იატაკი, შეიცვლება...
მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იმ პირებისთვის, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილი არ ექნებათ, საჯარო სამსახურში დასაქმებაზე შეზღუდვები დაწესდება.
„კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.
ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება აღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათ შესახებ ინფორმაცია.
პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში წყალმომარაგების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება.
"სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, წყალი დღის განმავლობაში 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება და 18 საათიანი გრაფიკით მიიღებს", - აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მათივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსით ახორციელებს.
სასამართლომ ახალციხის მერიის 3 თანამშრომელს სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიის თანამშრომლებმა მიხეილ ვარდიძემ, ემზარ მღებრიშვილმა და ბესიკ მიქელაძემ ბრალი აღიარეს და ყველა მტკიცებულება უდაოდ სცნეს. სასამართლომ სამივე მათგანი დამნაშავედ ცნო და ჯარიმა 3 000–3 000 ლარი დააკისრა.
პროექტი, რის გამოც მერიის თანამშრომლები გაასამართლეს, 2015 წელს ახალციხის სამ სოფელში ჭვინთაში, ტატანისსა და კლდეში, სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო პროექტს ეხებოდა.
საქმის...
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, ხეების დიდი ნაწილი ჩაბეტონებულია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ბეტონის საფარი ძველი დაგებულია და არ იციან ის ვინ დააგო. ხოლო თუ ხე განზრახ დაზიანებული არ არის, მანამდე არანაირი სანქცია არ წესდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































