სამგორის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ქვემო სამგორში, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) N20-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო, სადაც ატრაქციონები და სკამები განთავსდა. ასევე, ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს ჭიჭინაძის N29ბ კორპუსის მიმდებარედ, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საპარკე სკამები დაიდგმება. კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტ ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და ზაზა სარალიძემ ერთმანეთს აგინეს. დაპირისპირება გორის ადმინისტრაციული შენობის წინ მოხდა, სადაც სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები აქციას მართავენ. აქციას ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისიდან შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებთან ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გავიდა. სარალიძესა და დავით რაზმაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, რომ...
მთაწმინდის რაიოში, ოქროყანის გ ზონაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, მირზა გელოვანის ჩიხებში ასფალტის ახალი საფარი 8 000 კვ.მ ფართობზე იგება. ამასთან, მათივე ინფორმაციით, გამგეობა გზების რეაბილიტაციას, თბილისს შემოერთებული ტერიტორიების, კიდევ 4 ქუჩაზე ახორციელებს. გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის შესანარჩუნებლად ქობულეთის მერია არაფერს აკეთებს. მეფე აიეტის ქანდაკება, რომელიც მუნიციპალიტეტის შესასვლელში დგას და სავიზიტო ბარათია, ნგრევის პირასაა მისული. ერთ დროს  უძლეველი მმართველი, ახლა უკვე 2 ის ნაცვლად 1 ცხენის ამარაა დარჩენილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=zv3qQmbZUS4
ბათუმში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. კერძოდ, ქალაქის მასშტაბით, 9 უბანში კომუნალური სისტემების შეცვლაა დაგეგმილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აბუსერიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე  გაეცნო. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 21 სექტემბერს უნდა დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 296 053 ლარს შეადგენს. https://www.youtube.com/watch?v=2Okb-6GhrZs
უფუნქციო და მიტოვებული შენობები ხელვაჩაურში. შენობების ნაწილი უნებართვოდ შესახლებულ ოჯახებს აქვთ დაკავებული, ნაწილი კი მოუვლელობის გამო თითქმის დანგრეულია. https://youtu.be/Mlv3ElkHTFA
ბათუმის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს დაიწყება. მე-16, მე-17 და 31-ე ბაღები, ბავშვების მიღებას 14 დღიანი დაგვიანებით შეძლებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, შენობაში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მამუკა შამილიშვილის თქმით, არდადეგების პერიოდი გასატარებელი ღონისძიებებისთვის საკმარისი არ იყო. თექვსმეტ ბაღში კი კოსმეტიკური რემონტი ჩატარდა და სამუშაოების უკვე დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ ბათუმში სულ 33 ბაღია.
აკრძალვის მიუხედავად, ქობულეთის სოფელ ოჩხამურში მრავლდა ნახავთ ხუთქიმიან ვარსკვლავს, პიონერის მემორიალს, წითელარმიელის ძეგლს და სხვა სიმბოლოებს - მათ შორის არის  მუნიციპალიტეტის მიერ მოვლილი, ასევე მიტოვებული ძეგლები. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.  კანონი, რომლითაც საქართველოში ტოტალიტარული იდეოლოგიის - ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალა, 2011 წელს ამოქმედდა. აკრძალვების მიუხედავად, საბჭოთა პერიოდში გაჩენილ დასახლებაში, დღემდე ინარჩუნებენ იმპერიალისტური დიდების მემორიალს - საბჭოთა მეომრით, პიონერითა და კომუნისტური სიმბოლიკით. დაბა ოჩხამურის კულტურის სახლმა ფუნქცია...
ქალაქ ბათუმში ახალი რეგულაციით სამარშრუტო ტაქსები 8-ის ნახევრიდან 23 საათამდე ხოლო, მუნიციპალური ავტობუსები 24 საათამდე იმუშავებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. განსხვავებული იქნება ზაფხულის გრაფიკი. ახალი რეგულაციებით, მიკროავტობუსების მძღოლებს სამუშაო დრო გაეზრდებათ და ვალდებულება ექნებათ, შვიდი საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშაონ. ბათუმის საქალაქოს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემზარ ქავჟარაძე მბობს, რომ კონკრეტულ მონაკვეთებში გადაადგილების ინტერვალიც შემცირდება, მაგალითად დილის საათებში და პიკის საათში. სხვა დროს კი სტანდარტული გრაფიკი იქნება. არ არის გამორიცხული მიკროავტობუსების გადაადგილების მარშრუტიც ნაწილობრივ შეიცვალოს. სატრანსპორტო...
14 ინფრასტრუქტურული პროექტიდან შვიდს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს, ამდენივეს კი ადგილობრივი თვითმმართველობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული 7 პროექტიდან 5 დასრულებულია. ერთი, რომელიც ასპინძის ომის მემორიალის გარშემო ინფრასტრუქტურის, ასევე, ვარძიის ქუჩაზე არსებული დეკორატიული კედლების რეაბილიტაციას გულისხმობს, პირველ ეტაპზეა. მეორე პროექტზე კი, რომლითაც ასპინძაში 9 აპრილისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს, ტენდერია გამოცხადებული. ხოლო, იმ პროექტებიდან, რომელიც...
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში, სადაც სკოლის საუკუნოვანი შენობა დაანგრიეს, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები სოფლის ადმინისტრაციის შენობაში შეხვდებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შენობის დანგრევამდე სოციალურ ქსელში სკოლის ფოტო გავრცელდა, მოქალაქეები შენობის შენარჩუნებას და ძველ შენობაში მუზეუმის გახსნას ითხოვდნენ, თუმცა, ადგილობრივების ნაწილლი ამბობდა, რომ ძველის ბედზე მეტად ახალი სკოლის აშენება აინტერესებდათ. სკოლის დირექტორის, სვეტლანა ბოკუჩავას განცხადებით, ახლის აშენებამდე მოსწავლეები დროებით, ადმინისტრაციის შენობაში იქნებიან. "56 მოსწავლე ახალ სასწავლო...
წინა სტატია ზურაბ ლოგუა ზუგდიდის მერიას ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედნის მოწყობას სთხოვს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "სამწუხაროდ ამ ქალაქში არ არის მოედანი, რომ ვივარჯიშო, განვვითარდე და სხვებსაც რაღაც ვასწავლო. არის ასეთი პროექტი - იდეა მერს. სადაც მერს შევთავაზე, რომ კომბინატის დასახლებაში, სტუდენტურ უბანში, სადაც ახალგაზრდების რაოდენობა გაცილებით დიდია ვიდრე სხვა უბნებში, ქუჩის ტანვარჯიშის მოედანი და კონსტრუქციები დადგან“, - აცხადებს იდეაის ავტორი ზურაბ ლოგუამ. ზუგდიდის...
წინა სტატია ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქრთამის აღების ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას იცნობს, მაგრამ მისგან თანხა არ მიუღია. "მას უნდოდა პირდაპირი იჯარის წესით მიგვეცა მიწა. ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. უარი ვუთხარი და რაში უნდა მოეცა ფული“, - განაცხადა გია გულორდავამ. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ...
მესტიის მუნიციპალიტეტში ხუთი შიდა ქუჩის რეკონქტრუქციისთვის 2 031 131 ლარი გამოიყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება ჯაფარიძის, ვიტორიო სელას, ჩართოლანის, სენაკის და ფალიანის ქუჩები. მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა გვანცა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აღდგენა მხოლოდ მოასფალტებას არ მოიცავს. მისი თქმით, ამ თანხიდან 200 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ძირითად თანხას კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი გაიღებს. "ეს არ...
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ახალი ხედვის წარდგენისას განაცხადა, რომ 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლის ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს. 2018-2019 წელს კი გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს. "რეფორმით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასმა 1500 ლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარი და მეტი უნდა გახდეს. საქართველოში ყველა სკოლა უმაღლესი სტანდარტის უნდა...
2018 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 53 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 10 359 606 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამოთხოვილი წერილის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 032 522 ლარი დაიხარჯება, ხოლო რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან 2 327 089 ლარი. მერიის ცნობით, 53–დან 44 პროექტი უკვე დასრულებულია, წლის ბოლომდე კი დარჩენილი ცხრა პროექტი განხორციელება იგეგმება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 15 პროექტი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ