საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში თანამედროვე სტანდარტების დაწყებითი სკოლა გაიხსნა. ამჟამად სკოლაში 4 მოსწავლე სწავლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. აღნიშნული სკოლის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. სკოლის მშენებლობისთვის განათლების სამინისტროდან 600 000 ლარი გამოიყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები მიზანმიმართული პროვოკაციაა. ამის შესახებ ლაშა გოგიამ „ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ. ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა - ჩემი მიზანი იმ სიმართლის დამტკიცებაა, რაც მაქვს და მჯერა, ჩვენს ქვეყანაში...
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში შექმნილ წყალმომხმარებელთა განვითარების ჯგუფის წევრებს შეხვდს. მერიის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა ზედა რუს საირიგაციო სისტემის ძირითადი / მაგისტრალური სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე კი დაგეგმილია სისტემის შიდა სამეურნეო ქსელის საპროექტო სამუშაოების განხორციელება. "ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრები შემდგომში დაგეგმილია ფერმერებთან,...
სტატიის გაგრძელება სტატია მომზადებულია "კახეთის ხმის" მიერ. ავტორი: მაკა ხაზიური ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს მსოფლიოში. ნარჩენებმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ როგორც გარემოზე, ისე ადამიანის ჯანმრთელობაზე ატმოსფერულ ჰაერში, ნიადაგში, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ემისიების გზით. ყოველდღიურად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენის მართვის ტრადიციული ფორმა, ნაგავსაყრელებზე განთავსება, აღარ არის გამართლებული, როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალური...
სიღნაღის ცენტრალურ უბნებში - ბარათაშვილის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის, ლოლაშვილის, გორგასლის, ცხრა აპრილის, აღმაშენებლის და ბეჟანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩებზე ქვაფენილის საფარის, ფასადების, დაზიანებული ხის აივნების და კარებების მოპირკეთება, შეცვლა და განახლება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 100 000 ლარი დაიხარჯება.
ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, სადაც აქამდე წყლის ცენტრალური სისტემა არ არსებობდა, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ 8 000-მდე აბონენტის უწყვეტი წყალმომარაგება, 24 საათის განმავლობაში, საწნევო ტუმბოების გარეშე მოხდება. "პირველ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელის შექმნა განხორციელდება ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1 მილიონ 700 ათას ლარს. მეორე ეტაპზე, პროექტს განახორციელებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი პირობა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღისთვის საგზაო მოძრაობა გაიხსნებოდა, შესრულებულია. "როგორც მოსახლეობის დავპირდით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად...
საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აჭარაში სულ 4 849 პირველკლასელია რეგისტრირებული. მათ შორის, ყველაზე ნაკლები -  132 მოსწავლე შუახევის მუნიციპალიტეტშია, 172  პირველკლასელია ქედის საჯარო სკოლებში, შედარებით მეტი -  261 კი ხულოში. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. რაც შეეხება ხელვაჩაურს, აქ 35 საჯარო სკოლაში, 660 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, ქობულეთში კი -  1037 . აჭარის მასშტაბით, ყველაზე მეტი  - 2 643 პირველკლასელი ბათუმის საჯარო სკოლებშია რეგისტრირებული, კერძო სკოლებში კი მათი რიცხვი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე დაიწყო. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახა ფარცვანიას თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ერთადერთი, ხუთმა სკოლამ ფუნქციონირება დროებით სხვა შენობებში განაგრძო, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. კერძოდ, აღნიშნა, რომ მეოთხე, მეათე და მერვე საჯარო სკოლები სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, 14:00 საათზე განაახლებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მერვე სკოლის მოსწავლეები მეშვიდე სკოლაში განაგრძობენ სწავლას, მეათე საჯარო...
დარჩება თუ არა ლაშა გოგია „ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ამაზე ყოფილი მერი თავად ისაუბრებს. უთხრა "ლაივპრესს“ მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის შეხვედრების კოორდინატორმა პაატა ლაგვილავამ. მისი თქმით, დრო ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა მერიაში დღეს გოგიას პრესკონფერენცია მედიისთვის აუცილებლად გაიმართება, სადაც ის საკუთარ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრებს და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს უპასუხებს. ასევე, პაატა ლაგვილავამ დაადასტურა გუშინ, 16 სექტემბერს გამართული შეხვედრა, რომელსაც საპარლამენტო...
წინა სტატია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში სკოლის მშენებლობის დასრულება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2018–2019 სასწავლო წლის დაწყება ისე ავარიულ და ნათხოვარ შენობაში მოუხდათ. კომპანიამ, რომელიც მშენებლობის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავდა, ვერ შეძლო. "რამდენიმე დღე დენი იყო გათიშული, დღეს კი ცუდმა ამინდმა შეუშალა ხელი. ისევ ძველ სკოლაში ვხვდებით ახალ წელს. ტქენიკური შეფერხებებია, ასე...
წინა სტატია გორის საკრებულოს თავჯდომარემ, დავით რაზმაძემზაზა სარალიძესთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ განმარტება სათემო რადიო "მოზაიკასთან" გააკეთა. მისი თქმით, ზაზა სარალიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია, გინება სწორედ მან დაიწყო და რაზმაძემაც გინებითვე უპასუხა. "ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ შეუძლიათ ასე მოვიდნენ, სახალხოდ გაგინონ და შენ ხმა არ ამოიღო. შემაგინა და შევაგინე. რომ ლაპარაკობენ დაუსჯელობის სინდრომზე, ეს არ იქნებოდა დაუსჯელობა, მე რომ პასუხი...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ. ავტორი: ლუბა გიორგაძე სამცხე–ჯავახეთის ოთხმა მუნიციპალიტეტმა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ბიუჯეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი 2,5 მილიონი ასახეს. დაფინანსებული პროექტები რეგიონში წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში განხორციელდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში იმ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება, რომლის მოწყობის მოთხოვნითაც სოფელ წინუბანში, ივლისში, საპროტესტო აქციები იმართებოდა. მაშინ, ადგილობრივებს, ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ წყლის სისტემის პროექტი მზად იყო, თუმცა წელს ვერ...
ბათუმის მერია, ქალაქში ავტომობილების მოძრაობის განტვირთვისთვის, პარკირების ახალ სისტემაზე გადადის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ემზარ ქავჟარაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გადაცემა "რადიოვიზიაში" ამბობს, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ავტომობილის გაჩერებისთვის საათობრივი გადასახადი დილის 7 საათიდან 18:00 საათამდე იმოქმედებს, საღამოს საათებში კი თავისუფალი პარკირება იქნება, რაც ქალაქის ამ ნაწილში მცხოვრებლებს მანქანების სახლთან დაყენების საშუალებას მისცემს. უწყებაში განმარტავენ, რომ კონკრეტული...
წინა სტატია თბილისის მერის დავალებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუხიანის დასახლებაში ნოემბრის ბოლოს დასრულდება. "მუხიანის აგარაკებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით, 7000-მდე მოსახლეა, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობს. ასევე, პრობლემურია 24-საათიან რეჟიმში წყლის მიწოდების საკითხი. კომპანია "GWP-თან“ კომუნიკაცია გვქონდა, რომ დაიწყება სამუშაოები და ნოემბრის...
დიდუბის რაიონში, გოგოლაურის ქუჩაზე, 155-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და კერესელიძის ქუჩის N1-ში ასფალტის საფარს აგებენ. გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 3000 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის ფენა და ბორდიური მოიხსნა, სამანქანო გზისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების მოასფალტება კი, რამდენიმე დღეში დასრულდება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „დრო“ და „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებენ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ