ახალციხის ციხეზე ღონისძიებებისთვის ასაწყობი სცენის მოსაწყობად 22 275 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიის მიერ სცენის შესაძენად გამცოხადებული ტენდერი კომპანია „პატიო–არტმა“ მოიგო.
"ახალციხის ციხეზე ასაწყობი სცენა დაიდგმება. ის განკუთვნილი იქნება ნებისმიერი ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართება“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.
ახალციხის ციხისთვის სცენის შეძენას მერიას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ახალციხის ციხის მაშინდელი დირექტორი ზაზა თამარაშვილი სთხოვდა. როგორც მაშინ თამარაშვილი აცხადებდა, იმის გამო...
ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, დურმიშიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გამგეობის ცნობით, გზის რეაბილიტაცია 4 700 მ2 ფართობზე ჩატარდა. ასევე, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო.
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 300 500 ლარით დაფინანსდა.
"წელს ისნის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დურმიშიძის ქუჩაზე განვახორციელეთ. დაახლოებით, 45 წელია აქ სამუშაოები არ ჩატარებულა და გზა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. დაახლოებით, 5...
ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურითა და ხელჩართული ჩხუბით დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდა. დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.
ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი. ასევე, დეპუტატის ცემაში მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა.
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.
https://www.youtube.com/watch?v=b3TjV5NGPGY
ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა.
სკვერში საბავშვო ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და გარეგანათების ქსელი მოეწყო. ასევე, განთავსდა საბაღე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერის მოსაწყობად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 143 548 ლარი გამოიყო.
"არსებული სკვერების რეაბილიტაციის პარალელურად, ვცდილობთ, ახალი დასასვენებელი სივრცეები შევქმნათ. ერთ-ერთი ახალი სკვერი სანზონაში მოვაწყეთ. გასულ...
ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, გზას აწესრიგებენ. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია წყნეთში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ტერიტორიაზე შპს „GWP-ის“ მიერ უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციაები. ამჟამად კი, ასფალტის ახალი საფარი იგება.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული პროექტის მიხედვით, დაახლოებით, 3000 კვ.მ ფართობის გზის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 185 000 ლარით დაფინანსდა.
"მიმდინარე წელს, წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურა 10 მისამართზე მოწესრიგდა, ხუთ მისამართზე კი, სამუშაოები ამჟამად...
ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალში, ახალაშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა სრულდება. გამგეობის ცნობით, კედლის სიგრძე 63 მეტრი, სიმაღლე კი- 2,3 მეტრია.
საყრდენი კედლის მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 147 000 ლარი გამოიყო.
"თბილისის მერიის მიერ აშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ვასრულებთ. ხვალამდე დასრულდება კედლის მშენებლობა და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარიც...
საბურთალოს რაიონში, ხახულისა და გახოკიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.
გამგეობის ცნობით, ხახულის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო გახოკიძის ქუჩაზე 1100 კვ.მ-ზე დაიგო. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, გახოკიძის ქუჩაზე კომპანია "GWP-მა“ წყლისა და წყალარინების ქსელიც შეცვალა.
"საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ.
ამასთან, ასფალტის პირველი...
გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან სკვერისა და ეზოს მოწყობა მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 3 300 კვ.მ ფართობზე იგება. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში შესაბამისი ინვენტარი განთავსდება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, საბავშვო-გასართობი მოედანი, დამონტაჟდება განათება და სარწყავი სისტემა.
"მესამე ა მიკრორაიონში გზის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ვახორციელებთ. გლდანის მესამე ა მიკრორაიონის N23-24 კორპუსებთან, გასულ წელს, სპორტული მოედანი მოეწყო, შემდეგ...
თბილისის რამდენიმე უბანში ახალი ბაღი გაიხსნა. კერძოდ, დიდუბის რაიონში, ზუგდიდის ქუჩაზე, გაიხსნა 1 ახალი საბავშვო ბაღი. N38 საბავშვო ბაგა-ბაღი ხუთჯგუფიანია და 165 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ასევე, 2 ახალი საბავშვო ბაღია ვაკის რაიონში ნუცუბიძის IV მ/რ-ში და წყნეთში. ამასთან, 2 ბაგა-ბაღი მოეწყო გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, მრევლიშვილის ქუჩაზე და მესამე მიკრორაიონში N24 კორპუსის მიმდებარედ.
ახალი საბავშვო ბაღები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და...
ერედვის მუნიციპალიტეტმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ერედვის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული პროექტისთვის 25 222 ლარია გამოყოფილი.
დაზიანებული გზის პრობლემა აქ დასახლებულ ადგილნაცვალ პირებს 2008 წლის შემდეგ აწუხებთ. ამ დომდე მხოლოდ ჩასახლებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა მოხერხდა. დევნილების განმარტებით, წლების განმავლობაში არსებული ვითარება ტრანსპორტს გადაადგილებას...
ბათუმის საკრებულოში რეორგანიზაცია იწყება. უქმდება საბიუჯეტო განყოფილება, რომლის ფუნქციებიც მერიის საბიუჯეტო სამსახურთან გადავა, ანუ ერთი სამსახური შეისყიდის მომსახურებას ორივე უწყებისთვის, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ამბობენ, რომ ეს არ იქნება მართებული, რადგან საკრებულო არის მაკონტროლებელი, მისი კონტროლის ქვეშ არსებული მერია კი არ უნდა ახორციელებდეს ამ საქმიანობას დეპუტატებისთვის. რეორგანიზაცია დასრულებულია, კონკურსები კი ბათუმის მერიაში გრძელდება. ქალაქის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ...
მას შემდეგ, რაც თბილისში მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა, დედაქალაქის მერიამ ინვესტორებს ახალი პირობა შესთავაზა - პროექტის განხორციელებით დაინტერესებულ კომპანიას მიწა იჯარის ნაცვლად საკუთრებაში გადაეცემა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
„საქმის კურსი“ დაინტერესდა კიდევ რა განახლებული პირობა ჩადო პროექტში მერიამ, იმისთვის, რომ ბიზნესის ინტერესი ამ პროექტისადმი გაეზარდა.
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მიწის იჯარის ნაცვლად საკუთრებაში გადაცემა არც ისე დიდი...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიამ და მასში შემავალმა სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებმა მოქაალქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საკრებულოს ,,სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის“ თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს კომისიის მიერ ინიცირებულ საკითხებზე, არსებულ პრობლემებზე, მისი გადაჭრის გზებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მიაწოდა ინფორმაცია. ლევან კოჭლოშვილმა ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა...
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სოფლის ექიმი არის უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი პროფესიული მზადების ციკლი და ახორციელებს სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, სახელმწიფო პროგრამის "სოფლის ექიმის" ფარგლებში. პროგრამის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის მოსარგებლენი არიან: სოფლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე სპეცდაფინანსებაზე...
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლოკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ დედაქალაქში ერთ–ერთი ქუჩისთვის ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით კომისია უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მისივე თქმით, ფრაქცია "ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე კომისია 26 სექტემბრამდე, სხდომაზე იმსჯელებს. კომისიის წევრების უმრავლესობის დადებითი განწყობის შემთხვევაში კი, ქუჩა შეირჩევა.
"სექტემბრის თვეში ჩვენ ერთი საკომისიო მოსმენა უკვე გავმართეთ. აღნიშნული ინიციატივა ამ საკომისიო მოსმენის...
2018 წლის მასწავლებელთა გამოცდებისთვის ზედმეტად, შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების პროცედურებისთვის. edu.aris.ge-ი ინფორმაციას ავრცელებს.
"განცხადების მიღება 2018 წლის 18 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე, რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
იმ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































