პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტის სამ ატენის, კარალეთისა და გორის N6 საბავშვო ბაგა - ბაღებში, რესურსოთახები გაიხსნა, რაზეც პოლონური მხარის დაფინანსებამ 12 000 ლარზე მეტი შეადგინა.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რესურსოთახები თანამედროვე სასწავლო-მეთოდური და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან შექმნილი ინვენტარით დაკომპლექტდა. ამასთან, საბავშვო ბაღების პედაგოგებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი სასწავლო მასალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
"რესუსრსოთახების გახსნა თავისი მრავალფეროვანი სასწავლო...
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სახელი შეეცვალა და თბილისის მუნიციპალური ინსპექცია დაერქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, სახელის ცვლილების მიზეზი აღნიშნული სამსახურისთვის მთელი რიგი ფუნქციების დამატება გახდა.
"ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მთელი რიგი ფუნქციები დაემატა, როგორიცაა ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოება მშენებლობებზე და ა.შ. ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა უნდა უზრუნველყოს...
წინა სტატია
ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან კახაბერ მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რადგან კაბინეტში მერი მერვე დღეა შესვლას ვერ ახერხებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.
ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის კაბინეტზე წებოვანი ლენტია გაკრული და მერს სამუშაო კაბინეტში შესვლის...
ქალაქ გორში, წყაროსუბნის მოსახლეობა, თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირებას ითხოვს. ამ მიზნით, მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა და დღეს განცხადება გორის მერიაში შეიტანეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საგზაო მოძრაობის ნაკადი მე-6 საჯარო სკოლასთან საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, რეგულაციებს საჭიროებს.
იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, სატრანსპორტო ნაკადის დარეგულირებისთვის, ამის თაობაზე, ხელმომწერები კომპეტენტური ორგანოების...
ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის ადმინისტრაციული შენობა აშენდება. დაცული ტერიტორიების სააგენტომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი 21 სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 000 ლარია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ვიზიტორთა შენობა ერთ ან ორსართულიანი იქნება, სადაც უნდა განთავსდეს საინფორმაციო სივრცე (მუზეუმი), დირექტორის ოთახი, დაცვის განყოფილების ოთახი, ჰოლი, საკონფერენციო ოთახი, ტექნიკური ოთახი, სამზარეულო, საწყობი და...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ.
ავტორი: თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე
წინუბანში გოგირდის წყლებთან, ისტორიული წყაროების მიხედვით ჯაყელების ერთ–ერთი სამყოფელი იყო. მოგვიანებით აქ აბანო გაკეთდა და როგორც დასასვენებლად, ასევე სამკურნალოდ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ. ახლა კი ოთხი ავზიდან მხოლოდ ერთია შემორჩენილი და არც მის რეაბილიტაციას გეგმავენ.
ახალციხეში, სოფელ წინუბანში 11 სხვადასხვა სახეობის მინერალური წყალია. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი კი სოფლიდან სამი კილომეტრის მოშორებით თერმული წყლის...
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან ახლადმოწყობილ სკვერში, ბიუეტის ონკანიდან გადმოსული წყალი მიმდებარე ტერიტორიას ტბორავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მშენებლმა კომპანიამ 12 სექტემბერს დაასრულა. მას შემდეგ ახალი დაგებული ფილები პერიოდულად იტბორება. მიზეზი ისაა, რომ სკვერის შესასვლელში მდებარე ბიუეტზე დამაგრებულ ონკანს ჩამკეტი არ აქვს და როცა წყალი დიდი წნევით მოდის მიმდებარე ტერიტორიაზე გუბდება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ დაზიანებულ ბიუეტს...
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ესართიამ თანამდებობა დატოვა. ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ გადაწყვეტილება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად მიიღო. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე მერიაში არ აკონკრეტებენ. მათ შორის უცნობია ისიც, უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ნუკრი ესართიას სუს-ში დაბარებას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ნუკრი ესართია რამდენიმე დღის წინ სუს-ში დაიბარეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელ ტენდერებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
სამინისტროს ცნობით, ახალი ინიციატივის ფარგლებში ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები სამშენებლო კომპანიებთან ხშირად ტარდება. მათი თქმით, კონტრაქტორი ორგანიზაციები და დაინტერესებული ჯგუფები, წინასწარ იღებენ ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ტენდერის, ინოვაციისა თუ დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
სამინისტროს ამ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსები ქალებისთვის 8 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.
შეგახსენებთ, რომ სამუშაო ვაკანსიაზე საბუთების გაგზავნა 21 სექტემბრამდე იყო შესაძლებელი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.
სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ...
დაბა ბაკურიანში დიდველთან მისასვლელი ალტერნატიული გზა გაჰყავთ. 1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც გრუნტის მოსწორებას უზრუნველყოფს. პარალელურად კი კაპიტალური საპარკინგე ადგილის მოწყობა მიმდინარეობს
მერიის ცნობით, გზა დაბა ბაკურიანის ახალ დასახლებაში გადის და ის მნიშვნელოვნად განტვირთავს ცენტრალურ გზას მანქანების ჭარბი რაოდენობისგან.
"ზამთრის სეზონზე ცენტრალურ ქუჩებს მეტი დატვირთვა აქვს, რაც იწვევს საცობებს და შემაწუხებელია როგორც დამსვენებლისთვის ასევე ადგილობრივი მოქალაქეებისთვის", - ნათქვამია...
წინა სტატია
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნოთ მერვე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახაბერ მახათაძის კაბინეტთან მოაქლაქეები არიან შეკრებილები, ოთხი ადამიანი კი მეორე დღეა შიმშილობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ამ მოთხოვნით აქციის მონაწილეები მახათაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რადგან მათი თქმით ,მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერის გადადგომამდე არ დაიშლებიან.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში გარეგანათების ქსელი მოეწყო.
მერიის ცნობით, გოლასკურში გარეგანათების ქსელი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა მოაწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.
ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურის მოსახლოებას შეხვდნენ.
შეხვედრაზე გოლასკურში საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების...
წინა სტატია
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუმონტაჟა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დიმიტრი ტატიშვილს ცოლი და ოთხი შვილი ჰყავდა
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ტატიშვილმა რამდენიმე თვის წინ საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შეძლებოდათ.
"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა...
ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ბავშვებს სასკოლო განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებათ. შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს. ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.
დუშეთის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4 თვის განმავლობაში, ვიდრე სკოლაში არდადეგები იყო, პანსიონებში პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებიათ. სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ოჯახები მთიდან ასაყრელად ემზადებიან.
როგორც გამოცემა წერს, ბარისახოს...
წინა სტატია
ხონის მუნიციპალიტეტის თაღლითობაში მსჯავრდებული მაღალჩინოსნები თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა.
თანამდებობას დატოვებს 6 პირი, მათ შორის, მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და მერიის კიდევ 3 თანამშრომელი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი.
საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პირები 2 თვის განმავლობაში თანამდებობებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































