ქალაქ გორში, წყაროსუბნის მოსახლეობა, თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირებას ითხოვს. ამ მიზნით, მოსახლეობამ ხელმოწერები შეაგროვა და დღეს განცხადება გორის მერიაში შეიტანეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საგზაო მოძრაობის ნაკადი მე-6 საჯარო სკოლასთან საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, რეგულაციებს საჭიროებს.
იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, სატრანსპორტო ნაკადის დარეგულირებისთვის, ამის თაობაზე, ხელმომწერები კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილებას ელოდებიან.