"ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს", რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. პირობების თანახმად, სამივე სოფელში კომპანიას ჯამში სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. რეაბილიტაცია 23 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 90 000 ლარის სამუშაოებია შესრულებული. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. "ტენდერი გამოცხადებული იყო ორ ლოტად, ჩუმლაყი- ახაშენის გზა- ერთი და მეორე...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ავთო ინასარიძე "ყველა ადგილობრივ ინსტანციაში ვიყავი, სხვადასხვა მერთან, გუბერნატორთან, დეპუტატთან, მაგრამ უშედეგოდ,“ – 1871 წელს აშენებულ სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის, ხის ჩუქურთმები და კედლის მხატვრობა კი ყოველდღიურად ნადგურდება. მანანა იგითხანიშვილი ახალციხის ისტორიულ უბანში, ათონელის N14-ში დასთან ერთად ცხოვროვს. ხელისუფლებისგან კი წლებია, ძეგლის სტატუსის მქონე ორსაუკუნოვანი სახლის ჭერის შეკეთებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. სახლს ძეგლის სტატუსი ძეგლთადაცვის სამინისტროს მიერ...
წინა სტატია ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ცემის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობაზე გია უკლებამ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და გუშინ ის ბოლოჯერ გამოკითხეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "გუშინ გამოვიკითხეთ კიდევ და მივეცით ჩვენება, დაიკითხა ყველა მონაწილე. იმედი მაქვს, გამოძიება დასრულდება ისეთი შედეგით, როგორიც უნდა იყოს. ამ დაპირისპირების წინაპირობა იყო 29 აგვისტო, როდესაც გამაფრთხილეს, რომ მერის კრიტიკას არ მიიღებდნენ. ამას...
ქუთაისში მრავალსართულიანი ბინების სარდაფებში არსებულ მდგომარეობას "ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი აპროტესტებს. მისი განცხადებით, კორპუსების სარდაფებში წლებია, წყალი დგას და საფრთხეს უქმნის შენობებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "წლებია ბინების სადარბაზოებში წყალი დგას, 80-იანი წლებიდან იწყება ეს პრობლემა და მდგრადობის პრობლემას ქმნის. ასევე სარდაფები სავსეა ნარჩენებით, არიან მღრღნელები და მწერები. ჩვენ მოვითხოვთ, მომავალი წლის ბიუჯეტში შევიდეს ეს პროექტი და მომართვიანობის შემთხვევაში, მოხდეს...
დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეას რეაბილიტაცია იგეგმება. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, რეაბილიტაციის შედეგად შენობა სამსართულიანი გახდება და გალერეა დამატებით საგამოფენო დარბაზებს მიიღებს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. "არსებობდა პროექტი, რომელიც არსებული განაშენიანების პირობებში არ არის მისაღები, უნდა მომხდარიყო შენობის გაფართოება ბაღის მიმართულებით, რაც არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული. შემდეგ მოვიფიქრეთ, რომ შიდა ეზოს მხარეს მოხდეს ჩაშენება დამატებითი საგამოფენო დარბაზებისათვის,...
წინა სტატია ქუთაისში, თეთრ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ძველი ხიდის ნარჩენები მდინარეში ჩაყარა. ამ დროისთვის მდინარის დონე დაწეულია, რის გამოც ნარჩენები ქვებზე ყრია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ხიდის ქვეშ არსებული ტერიტორია ამ დრომდე დანაგვიანებულია. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას ეს ჩვეულებრივი პროცესია. აცხადებენ, რომ მდინარე ნაწილობრივ დასუფთავებულია და მას ბოლომდე სამუშაოების დასრულების შემდეგ თავად კომპანია გაწმენდს. შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “ალმა რუსს” 22 აგვისტომდე ჰქონდა, თუმცა, მერიამ სამუშაოები ჯერ 5...
ქუთაისის ცენტრში,  მუზეუმის ყოფილი შენობის ნაცვლად სასტუმროს მშენებლობას, შესაძლოა, მრავალწლოვანი  ხეები შეეწიროს. შენობის მარცხენა მხარეს ათამდე ძირი პალმაა დარგული, ხოლო უკანა მხარეს,  ოთხი ძირი მრავალწლოვანი ხე და ამდენივე ბუჩქოვანი მცენარე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ხეები მუზეუმთან იმდენად ახლოსაა, რომ იქ სასტუმროს აშენების შემთხვევაში, სავარაუდოდ, მწვანე ზოლის ადგილი არ დარჩება. ტერიტორიის შეძენაზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც, ადგილზე, "ქორთიარდ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა 2016-2017 წლებში, წალკის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რა დროსაც დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა სამუშაოების პროცესში გამოყენებული მასალის პარამეტრები, ხარისხის მაჩვენებლები და შესრულებული სამუშაოების...
ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის N2- ში მდებარე რვასართულიან კორპუსში სამი ლიფტი დამონტაჟდება. ინფორმაციას TV9 ავრცელებს. მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი 125 895 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 15 ოქტომბერს შეწყდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ ძველი ლიფტების დემონტაჟი და ახლების მონტაჟი, ექვს კვირაში უნდა უზრუნველყოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა სამი წელი იქნება. თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამი ლიფტი მწყობრიდან წლების წინ...
გორში აღსაზრდელების სრულად დასაკმაყოფილებლად 7 ბაღის აშენებაა საჭირო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოდან მიაწოდეს. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 62 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გორში 7 ბაღის აშენებაა საჭირო, რადგან 4 ბაღი დაქირავებულ ფართში ფუნქციონირებს, 1 საბავშვო ბაღი დაგეგმილია სადგურის დასახლებაში და 2 ბაღი ქალაქის ცენტრშია საჭირო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წერეთელსა და საიმერლოში მოსაცდელებს ამონტაჟებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ გაჩერებების მოწყობა კარგია, სამარშრუტო ტაქსებს კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღარ მოუწევთ გაჩერება. მათივე თქმით ტრანსპორტი მოუწესრიგებელი გრაფიკით დადის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მერიამ 29 008 ლარი 7 ავტობუსის გაჩერების მოწყობისთვის განისაზღვრა და ტენდერი გამოაცხდა. ტენდერში მონაწილეობა გაჩერებაზე გადახურული მოსაცდელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "საბა 2002-მა"...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ავთო ინასარიძე, ოთარ აწყურელი გაქრობის პირას მყოფი მესხური ვაზის ჯიშები ასპინძაში, ხიზაბავრის ტერასებზე საუკუნეების შემდეგ კვლავ დაბრუნდა. სამ ოქტომბერს, აქ 400 წლის შემდეგ პირველად, ვაზის 27 უძველესი ჯიშის ყურძნის რთველი მოეწყო. რთველი საზეიმო ვითარებაში ანსამბლ "მესხეთის“ სიმღერით გაიხსნა. ქართველებთან ერთად რთველში მონაწილეობა უცხოელებმა აშშ-დან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან მიიღეს. "ინგლისიდან ვარ, აქ ყველაფერი სასიამოვნოა,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. მერიის ცნობით, ვაკანტურია ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციები. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. "ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში...
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ცქრიალა შერმადინი, ნინო შონია წარმოიდგინეთ, რომ ბანკიდან აღებული სესხით სახლში წყლის გაყვანა გადაწყვიტეთ. იპოვეთ ხელოსნები და დაავალეთ ეს საქმე. გავიდა 2 წელი და წყალი მაინც არ გაქვთ. თან სახლშიც სულ არეულობა და მტვერია, რადგან დროდადრო ხელოსნები მოდიან და რაღაცას აკეთებენ. ბანკი კი პროცენტს გთხოვთ. ხელოსნები თითს ერთმანეთისკენ იშვერენ და ათას მიზეზს გეუბნებიან, რომელიც მდგომარეობას ვერ ცვლის და...
ქალაქ ხონში ახლადრეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მიმდინარე წელს, ქალაქ ხონის №1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. საბავშვო ბაღის გახსნას მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში შიდა გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. მერიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლიც მოიცავს: ამორტიზირებული ქვაფენილის დემონტაჟს; გზის ნიშნულის დაწევას (არსებული შენობა-ნაგებობების წყლის ზემოქმედებისგან დაცვა); მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებას (გრუნტის გზის მოსწორება და ინერტული მასალის შეტანა) შემდგომში საფარის მოსაწყობად. როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია- 497 906 ლარი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ