წინა სტატია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში ტაქსით მომსახურების 54 ნებართვა ქალ მძღოლებზეა გაცემული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა აეკრძალათ, თუმცა ლიცენზიის გაცემაგრძელდება. 12 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე გაცემულია 18 215 ნებართვა. ამასთან, არარეგისტრირებული ტაქსი ჯარიმდება 200 ლარით. რაც შეეხება ჯარიმებს, მუმლაძის ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურებისთვის 100-ზე მეტ მძღოლს საპატრულო პოლიციამ...
წინა სტატია “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, აქვთ კონკრეტული ფაქტები, რომ ცალკეული პირები ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიებს და ხელმოწერებს აგროვებენ, რასაც თავად ეს პირები ადასტურებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი შემთხვევები მათმა დამკვირვებლებმა სამეგრელოს რეგიონში დააფიქსირეს, საია-მ კი სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში. "ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ სამეგრელოში, ერთ-ერთ ა(ა)იპ-იში ფაქტს, როცა ხდებოდა მსგავსი სიების და ხელმოწერების...
წინა სტატია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისში თეთრი ფერის ტაქსების გარდა, რიგ შემთხვევაში სხვა ფერის ტაქსებიც იმოძრავებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც მუმლაძემ განმარტა, მერია ასეთ შესაძლებლობას იმ მოქალაქეებისთვის ტოვებს, რომელთა ძირითად საქმიანობას ტაქსით მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს და კლიენტებს ამ სერვისს ძირითადი სამუშაოს პარალელურად, გარკვეული საათების განმავლობაში სთავაზობენ. "ეს არის ტაქსების ის კატეგორია, რომლებსაც ტაქსის ვიზუალი დღესაც არ აქვს,...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საიას მიერ გავრცელებულ განცხადებას droa.ge უცვლელად გთავაზობთ: "ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზემყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ. დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი,...
წინა სტატია ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყის ტერიტორიაზე დარგვის სამუშაოები დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას...
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან გადადგა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, თოფურიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ეს მისი პირადი სურვილი და გადაწყვეტილებაა. ირაკლი ყველას ძალიან გვიყვარს და რა თქმა უნდა, პატივისცემით ვიღებთ მის გადაწყვეტილებას. ის ძალიან დაგვაკლდება ყველას, როგორც კარგი პროფესიონალი. მან ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა ქალაქისთვის, რათა ის პრობლემური დარგები, რაც მას...
ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონში წყლისა და კანალიზაციის სისტემა არ შეჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს, 2016 წელს, სასამართლომ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შესრულება დისკრიმინაციის გარეშე დაავალა. დღეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ჯუმბერ ბეჟანიძემ სარეზოლუციო ნაწილი რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა. სხდომას მხარეები არ ესწრებოდნენ. 2016 წლის 19 სექტემბერს ''ქობულეთის პანსიონის საქმეზე'' დისკრიმინაციის ფაქტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა. გასაჩივრების შემდეგ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი...
ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი, ერთი წლის შემდეგ კვლავ არ განახლებულა. საუბარია ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე სკოლამდელ დაწესებულებაზე, რომელიც 2013 წელს აშენდა და 4 წლის შემდეგ დაიბზარა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნით, ახლად აშენებულ ბაღში სწავლა სახიფათოა.  აღსაზრდელებს მშობლები წელსაც სხვა ბაღებში ატარებენ,  იმის მიუხედავად, რომ მგზავრობის ხარჯებს ბაღების გაერთიანება ფარავს, ისინი მაინც დისკომფორტს განიცდიან. https://www.youtube.com/watch?v=Ol1HJbZLjGM&feature=youtu.be
ბათუმში 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 5 სართულიანი საცხოვრებელი, პროგრამის ფარგლებში უკვე გადაიხურა. აღსანიშნავია, რომ ბათუმში წელს ჯამში 13 კორპუსის გადახურვაა დაგეგმილი, 9 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, მოქალაქეებმა, რომელთაც კორპუსის გადახურვა სურთ მერიას განაცხადით უნდა მიმართონ, ამხანაგობებს სრული თანხის  3 % პროცენტის გადახდა უწევთ.
თელავში, 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. "გაეროს მიერ დაფუძნებულ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშრისო დღესთან დაკავშირებულ გამოფენა-გაყიდვაზე ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრი ქალი ფერმერები და ქალი მეწარმეები წარადგენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. გამოფენა გაიმართება რუსთაველის #4-ში, 11:00 დან 17:00 საათამდე (ბატონის წყალთან)”, – განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიეთობის მენეჯერმა, ნინო გოგოლაშვილმა. სოციალური კამპანია "თანასწორობა გვჭირდება“...
წინა სტატია შემდეგი სტატია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ინსტალ პლუსი“ სიღნაღის ისტორიულ კედელზე უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების გამო 12 000-12 000 ლარით დააჯარიმეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს განმარტებით, მერია და კომპანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლის მეორე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კანონით გათვალისწინებული ნორმატივების დარღვევას ითვალისწინებს. "დღეს უკვე ელექტრონულად გაეგზავნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი როგორც სიღნაღის მერიას, ისე შპს „ინსტალ პლუსს“,...
კრწანისის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა. ამასთან, სკვერში თემატური აბრაც განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელები და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილებია ასახული. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა,  მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხრივ, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების საპატივცემულოდ სკვერის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თბილისს  კიდევ არაერთი დაძმობილებული ქალაქი ეყოლება. საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის...
ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ძეგლზე სამუშაოები დაიწყება, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან თანამშრომლობითა და ჩართულობით შემუშავდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. პროექტი 1892-1895 წლებში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სასახლისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტირებაში ჩართული იყო სპეციალისტთა ჯგუფი, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და ა.შ. ამასთან, პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ასევე, მოეწყობა სასტუმროს...
რუსთავში, ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ყაზბეგის ქუჩის მეორე ჩიხში ბეტონის დასხმის სამუშაოები ტარდება. რუსთავში ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, აპრილში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა...
გორის ქუჩებში ახალგაზრდა მოხალისეები გამოჩნდნენ, რომლებიც იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც გარემოს დააბინძურებს. გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში კი, მიდიან მასთან და უხსნიან, რომ ეს ქმედება კანონით დასჯადია და ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. USAID-ის მიერ დაფინანსებულის პროექტი, WMTR II პროგრამის და მეგობრობის ხიდი ქართლოსის ხელშეწყობით, ხორციელდება. "ახალგაზრდები თანამოქალაქეებს შესაბამისი კანონის მუხლებსაც აცნობენ. ურიგებენ ცნობარებს და მოუწოდებენ მათ, რომ აღარ...
წინა სტატია მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნაზე განათლების სამინისტრო ინფორმირებულია და აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე ზუგდიდის მერია მუშაობს. კითხვის პასუხად, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, რას მოიმოქმედებს სამინისტრო, განმარტეს, რომ საკითხი სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმაც მიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მუშაობენ და საკითხი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ