თელავში, 15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“გაეროს მიერ დაფუძნებულ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშრისო დღესთან დაკავშირებულ გამოფენა-გაყიდვაზე ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრი ქალი ფერმერები და ქალი მეწარმეები წარადგენენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. გამოფენა გაიმართება რუსთაველის #4-ში, 11:00 დან 17:00 საათამდე (ბატონის წყალთან)”, – განაცხადა ფერმერ ქალთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიეთობის მენეჯერმა, ნინო გოგოლაშვილმა.
სოციალური კამპანია “თანასწორობა გვჭირდება“ 2017 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად. მისი მეორე ფაზა 2018-2019 წლებში მიმდინარეობს და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.