თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში მისასვლელი, 5.8 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოასფალტება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, უსაფრთხო და კომფორტული გზით 600-მდე  ბენეფიციარი ისარგებლებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ამორტიზირებული საავტომობილო გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, ვინაიდან წლების განმავლობაში მწობრიდან იყო გამოსული გზა და აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას. "პროექტი ორწლიანია, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 5 ივლისს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2019 წლის 2...
თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თავის დროზე მათი ხელმოწერები გააყალბეს და მშენებლობა ნებართვის გარეშე, დარღვევებით მიმდინარეობს. მათი თქმით, ამჟამად აშენებულია ექვსი სართული და მის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს ადმინისტრაციული საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი. ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ნაწილი მთავარ პროკურატურასთან შენობის დემონტაჟთან ერთად გამოძიების დროულად დასრულებას...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში 2017 წელს დაიწყებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ ზოვრეთის ახლადგარემონტებულ საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი თითქმის 15 წლის შემდეგ განახლდა. მათი თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობას, რომელიც 80-იან წლებში აშენდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უკვე მზადაა სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. მერიის ცნობით, ზოვრეთის N27 ბაღის სააღმზრდელო პროცესში რვა ადამიანია ჩართული და მას შორენა მალაღურაძე უხელმძღვანელებს. ამასთან, საბავშვო...
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროს ზვიად თავართქილაძესთან ერთად მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-ებში იმყოფებოდა. მერიის ინფორმაციით, ვახტანგ ბერიძე ხულოს მუნიციპალური სერვისის, სოციალური სერვისების ცენტრის, კურორტ ბეშუმისა და წყალკანალის თანამშრომლებს შეხვდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც მერიაში აღნიშნავენ, შეხვედრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს მითითებები მისცა. "ჩემი თხოვნაა მაქსიმალურად შევეცადოთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გვერდში დავუდგეთ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში, წყლის სათავე ნაგებობებისა და წყალსადენი სისტემების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ხორციელდება. მერიის ინფორმაციით, სოფელ ურავში წყლის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულდა და ამჟამად წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები სოფელ ლიხეთში, კაჩაეთში (ე.წ. "დვლების უბანი“), ჭყვიში, ქვიშარში, ზედა ბუგეულში, აბანოეთში (ე.წ. გაბრიჭაულების უბანი“), კრიხში (შუა უბნის), იწაში, სხვავაში და მუხლიში (ე.წ. "ქოჩლაძეების უბანი“) მიმდინარეობს. ამასთან, მათივე ცნობით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სოფელ მეორე ტოლაში...
აბაშის მუნიციპალიტეტში "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" თანამედროვე ტიპის ოფისის მშენებლობის მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ აბაშის მუნიციპალიტეტს აქამდე სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა არ ჰქონდა. მათვე ინფორმაციით,  ამჟამად აღნიშნული ცენტრი "ევექსის“ აბაშის ჰოსპიტალის შენობაშია განთავსებული. მერიის ცნობით, ახალი პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით განხორციელდეს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 234...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ახალი ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მერიის ცნობით, აღნიშნული ჭაბურღილით თითქმის ნახევარ სოფელს, მათ შორის საერთო საცხოვრებლებს, გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. როგორც გურჯაანის მერიაშია აცხადებენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჰიდროგეო" ასრულებს, რისთვისაც აღნიშნული პროექტისთვის სულ 145 300 ლარი დაიხარჯება.
მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა, ნება თავისუფალ გარემოში გამოეხატა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია.  მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, რომელმაც საარჩევნო უბანზე დაარეგულირა ამომრჩევლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საკითხები, რეგულირების მიღმა რჩება...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში შიდა სასოფლო გზების მოასფალტება მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოასფალტდება ე.წ. თუშების, ე.წ. ჭიაპაანთ უბნები და ელიკაანთ უბნის შესასვლელი. გზების რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 226 000 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს"ლაგოდეხავტოგზა“ ასრულებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო. საბჭოს წევრობის მსურველმა კანდიდატებმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში, CV, სამოტივაციო წერილი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი უნდა წარადგინონ. მერიის ინფორმაციით, საბუთები 2018 წლის 31 ოქტომბრამდე მიიღება.
28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ორ მუნიციპალიტეტში - თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, თერჯოლაში ხმების 50,55%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ბარათაშვილმა გაიმარჯვა, ხოლო სამტრედიაში - 46,87%-ით "ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატმა აკაკი მინაშვილმა. თერჯოლაში, გიორგი ბარათაშვილის გარდა, კენჭს იყრიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნონა კვახაძე, რომელსაც ხმების 33,9% ერგო, "ევროპული საქართველოს" კანდიდატი რევაზ გრძელიშვილი, რომელმაც ხმების 14,95% დააგროვა და „პატრიოტთა...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის გახსნა 3 ნოემბერს 19 საათზე დააანონსა. მერიის ცნობით, ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასი მიიღებს მონაწილეობას, ღონისძიებას კი ქუთაისის საოპერო გუნდი დაასრულებს. "ამ დროისთვის თეთრ ხიდზე ტექნიკური სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი. მათ შორის სანათების მონტაჟი და იატაკის ზედაპირის გალაქვა", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში. შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი 3 აპრილს გამოცხადდა. “თეთრი...
წინა სტატია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3 703 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც უბნების 99.95%-ს შეადგენს. ამ დროისთვის არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 38.63%; გრიგოლ ვაშაძე - 37.74%; დავით ბაქრაძე - 10.97%; შალვა ნათელაშვილი - 3.75%; დავით უსუფაშვილი - 2.26%; ზურაბ ჯაფარიძე - 2.26%; კახა კუკავა - 1.33%; სხვა კანდიდატები - 3.06%. კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიიღო, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია.
თბილისის 150 საბავშვო ბაღში საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები იყო გახსნილი, რის გამოც ამავე ბაღებში დღეს სანიტარული დღეა გამოცხადებული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ბაღების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. "მოხდება საბავშვო ბაღის შენობების დასუფთავება–დეზინფიცირება, რაც აუცილებელია აღნიშნულ ბაღებში დღეს მიმდინარე საარჩევნო პროცესის გამო“, – აცხადებენ სააგენტოში. ბაღების სააგენტოს ცნობით, თბილისში სულ 180 საბავშვო ბაღია. დანარჩენ 30 ბაღში კი სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ ჩატარდება და ისინი სანიტარული დასუფთავების...
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ განახორციელა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამა, რომელიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს. არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვასა და მიუღებელი ხერხით მობილიზებას გულისხმობდა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 130-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 12 საჩივარი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ტენდენციები: ამომრჩეველთა აქტიური მობილიზაცია და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ