ვაჟა-ფშაველას მეტროსთან მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს

693

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თავის დროზე მათი ხელმოწერები გააყალბეს და მშენებლობა ნებართვის გარეშე, დარღვევებით მიმდინარეობს. მათი თქმით, ამჟამად აშენებულია ექვსი სართული და მის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს ადმინისტრაციული საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.

ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ნაწილი მთავარ პროკურატურასთან შენობის დემონტაჟთან ერთად გამოძიების დროულად დასრულებას ითხოვს.