თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქუჩის მუსიკის პროექტის ფარგლებში, 10 ნოემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, პუშკინის სკვერსა და "დედაენის ბაღში“, 150-მდე მუსიკოსი კონცერტს გამართავს. "მუსიკოსები თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე 15:00 საათიდან 22:00 საათამდე, ერთდროულად დაუკრავენ და საზოგადოებას თავის შემოქმედებას გააცნობენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ქუჩის მუსიკოსებში. ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა თავისი ნიჭის გამოვლენის და ეს...
კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღესვე გასცემს დავალებას, რათა ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე დროულად დაიწყოს სპორტული და რეკრეაციული სივრცის აღსადგენად საჭირო საპროექტო სამუშაოები და მომავალი წლის ბიუჯეტით მისი რეაბილიტაცია განხორციელდეს. თბილისის მერის თქმით, იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტების ტერიტორია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურბანული პოლიტიკის მსხვერპლია, რადგან ეს მიწის ნაკვეთი უცხოელ ინვესტორზე გაიყიდა. "მინდა, "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე გიამბოთ....
დღეის მდგომარეობით, მერიის ცხელ ხაზზე 400-მდე ზარი რეაგირების გარეშე რჩება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. თბილისის მერმა ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს, დაავალა, რომ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მუშაობა გამოასწორონ. "მერიის ცხელი ხაზი არის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება, რომლის ფარგლებში დღის განმავლობაში, დაახლოებით, 2 500 ზარი ხორციელდება. ჯამში 42 ოპერატორის საშუალებით ხდება ეს მომსახურება 24...
წინა სტატია თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა, რომ ახალი, 8-მეტრიანი, 220 ერთეული ავტობუსის შესაძენად თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამასთან, მისი თქმით, მომავალ წელს მერია 150 გაზზე მომუშავე და 90 ელექტრო ავტობუსის შემოყვანასაც გეგმავს. "მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება ქალაქში. ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. 90 ერთეული ავტობუსი უკვე წარმოებაშია და თებერვლიდან დაიწყება ეტაპობრივად მათი შემოყვანა. ეს არის 10-მეტრიანი, დიზელის ძრავიანი,...
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აჭარის მთავრობის ცნობით, საცხოვრებელი 200 სტუდენტზეა გათვლილი და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ამასთან, ოთხსართულიანი შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის. "უახლოეს მომავალში დასრულდება როგორც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის კამპუსის, ისე სასწავლო კორპუსის მშენებლობა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. დარწმუნებული ვარ, აქ მაცხოვრებელი სტუდენტები კმაყოფილები დარჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმს, რომელსაც აქვს ჯანსაღი...
წინა სტატია თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე 2016 წელს დაიწყებული მე-100 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლის მშენებლობისთვის 5 506 000 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, სკოლაში, დაახლოებით, 700 მოსწავლე სწავლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის ახალ შენობას საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული დარბაზი აქვს. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორით, განგაშის ღილაკით, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურით, შეკიდულ-აკუსტიკური...
წინა სტატია "თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. "თბილსერვის ჯგუფშმა" პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, „კინო საქართველოს“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ განხორციელდა, სადაც 126 საახალწლო სანათი მოწყობილობა დაამონტაჟა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, "თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს. "შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება...
წინა სტატია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, საოკუპაციო რეჟიმმა სადემარკაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილზე მავთულხლართების გასაბმელად საყრდენი ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ჩავა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით, 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური...
წინა სტატია TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, გეგა (გიორგი) შენგელია ზუგდიდის ვიცემერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან "იმედინიუსს" დაუდასტურა. შენგელიას თქმით, ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა "კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას", - აღნიშნა შენგელიამ. მისივე თქმით, უფლება-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცემერმა გია გულორდავამ თანამდებობები...
წინა სტატია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სუს-ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით...
ახალციხეში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 დღის განმავლობაში, გზები პერიოდულად ჩაიკეტება. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს. საგზაო სამუშაოებს "შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორის, ავთანდილ კაჭკაჭიშვილის თქმით, ზუსტად სად და როდის მოუწევთ გზების გადაკეტვა ეს წინასწარ გარკვეული არ არის: "თუმცა, სხვადასხვა დროს ქუჩების ნაწილი დაიკეტება. სამუშაოები 25 ნოემბერამდე გაგრძელდება“. კოსტავას ქუჩის დაკეტვის შემთხვევაში მძღოლებს გადაადგილება შემოვლითი გზებით, ანდრია პირველწოდებულის...
ბათუმში "ხელმისაწვდომი საცხოვრისის", ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 2 ხუთსართულიანი მრავალბინიანი კორპუსი შენდება, რომელიც 40 ოჯახზე იქნება გათვლილი. მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც საკრებულო კრიტერიუმებს დაამტკიცებს, განცხადებების მიღებაც დაიწყება. რის თაობაზეც, მათი თქმით, ინფორმაციას თავად გაავრცელებენ. “ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში განახლდა და 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 349 999,00 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, 2019...
წინა სტატია ბონი-გოროდოკის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარლებში 10 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები მაიაკოვსკის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც  სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, ასევე, გრუნტის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის 14 ივნისამდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4 703 979,16 ლარს შეადგენს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად, ახალი...
რუსთავში, ყველა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები გაუქმდა და დაილუქა. მერიის ცნობით, აღნისნულ სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში ახორციელებდნენ. "რუსთავსერვის ცენტრის“ დირექტორ გიორგი გოროზიას განცხადებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერები, ჯამში 249 მრავალსართულიანი კორპუსის 1 043 სადარბაზოში დაილუქა. საცხოვრებელი შენობების მიმდებარედ კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემკრები 420 ურნა განთავსდა. "საყოფაცხოვრებო ნარჩენების ბუნკერების გაუქმება-დალუქვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და...
წინა სტატია ქუთაისის მერიამ რუსთაველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება, რომელზეც ნათურები დამონტაჟდება. ხიდზე  დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი მერიამ აგვისტოშიც გამოაცხადა, მაშინ სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 860 ლარი იყო გათვალისწინებული. ამჯერად მერიამ სამუშაოებისათვის 117 943 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ოთხმოცდაათ კალენდარული დღეში უნდა შეასრულოს. სატენდერო წინადადებების...
წინა სტატია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. ამის მიზეზი კი მათი ცნობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გახშირებული ფაქტებია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დეფაქტო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება. ოქტომბერში, გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში 58 მოქალაქე მოხვდა. აქედან 44...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ