მწვანე კონცხზე ასასვლელი ამორტიზებული საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟი, სავარაუდოდ, 20 დეკემბრამდე დასრულდება. მერიის ინფომაციით, დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და მწვანე კონცხზე ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციებს დემონტაჟი ჩაუტარდება და ნარჩენების ტერიტორიიდან გატაიტანენ. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და აღდგენა-გამაგრებას არ ექვემდებარება. "კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით,...
რუსთავში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო, საახალწლო განათებებს კოსტავას ქუჩაზე ამონტაჟებენ. პარალელურ რეჟიმში კი, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო დეკორაციების აწყობა-მონტაჟის სამუშაოებიც მიმდინარეობს. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. მთავარი ნაძვის ხე წელსაც რუსთავის მერიის წინ დაიდგმება, რომლის მონტაჟიც, სავარაუდოდ, დეკემბრის დასაწყისში დაიწყება. რუსთავში, საახალწლო განათებების დამონტაჟება რამდენიმე დღის წინ თოდრიას ქუჩიდან დაიწყო. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები საახალწლო აქსესუარებით სხვა ქუჩებსაც მორთავენ. საახალწლო სოფელი კი კოსტავას ქუჩიდან ლეონიძის...
შპს "კაფსულოს“ საწარმო, რომელიც ყავის კაფსულებს და სხვადასხვა სახის ყავის პროდუქტებს დაამზადებს, თბილისში ახალი წლიდან ამოქმედდება, ამის შესახებ გამოცემა "Bm.ge-ს" კომპანიის დირექტორმა თორნიკე ჭელიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. "დასრულებულია გარე ფასადი, ასევე საწარმოს შიდა ტერიტორიის მოწყობა და დანადგარებით აღჭურვა, საჭიროა გარკვეული კოსმეტიკური სამუშაოები, რაც ერთ თვეში დამთავრდება. საწარმოო ხაზები გამართულია, იქ ხუთი ტიპის პროდუქტის წარმოება უკვე შესაძლებელი",...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  5.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დასრულდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც. "ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ. გერგეტის...
8 მსუბუქი ავტომობილი, ავტობუსი, პიკაპი, მაღალი გამავლობის ავტომობილი და ბორბლიანი ტრაქტორი, ჯამში ბათუმის მერიას,  13 ჩამოწერილი სატრანსპორტო საშუალება საპრივატიზაციოდ გააქვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მერიაში ამბობენ, რომ ავტომობილების ეს ნაწილი მოძველებულია და ფიქრობენ, რომ  ჩამოწერილი ქონებიდან მერია ჯამში 17 280 ლარს მიიღებს. ამასთან, დღესვე, ბათუმის საკრებულო 2008 წელს გამოშვებული 5 ავტობუსის "ზონდა ბასების'' ფოთის მერიისთვის გადაცემის საკითხზეც იმსჯელებს. თითოეული ავტობუსის ღირებულება 5 250 ლარი.
წინა სტატია თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, "თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ ჩატარდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ესწრებოდნენ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი...
წინა სტატია დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. "თბილსერვის ჯგუფისთვის" კომპანია "IDO-ს" ილუმინაციების მიწოდების ბოლო ვადა 10 დეკემბერს აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც "თბილსერვის ჯგუფში“ განმარტავენ, დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მოწოდებისთანავე დაიწყება. "თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელიც კომპანიამ "IDO-მ" 2 093 789 ლარად მოიგო. "თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, 2019...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
უკვე მეორედ, 2019 წლის 12-13 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში თოვლის ფესტივალი ჩატარდება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე დაინთება დიდი კოცონი, გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. ფესტივალს თოვლის ბაბუაც დაესწრება. “ფესტივალზე გავაკეთებთ დიდ თოვლის ბაბუას და ბებიას, გადავიღებთ ფოტოებს, თოვლზე დავხატავთ შეფერილი წყლით და ვიგუნდავებთ. ხოლო, საღამოს დავასრულებთ ფოიერვერკით და გავუშვებთ ფრანებს”, – აცხადებენ ორგანიზატორები. მათივე ცნობით, ფესტივალზე 17:00 საათზე კონცერტს...
ქედის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი 10 412 000 ლარით განისაზღვრა. კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 800 ათასი ლარია. პროექტი  გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 800 ათასი ლარით მეტია. პრიორიტეტები წელსაც ინფრასტრუქტურაა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ამასთან, დაგეგმილია სხვადასხვა სოციალური პროგრამები და კულტურული ღონისძიებები. ხოლო, დაინტერესების შემთხვევაში მოსახლეობას ბიუჯეტის პროექტზე, საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნები წარდგენის საშუალება აქვთ. ბიუჯეტის საბოლოო ვერსია 28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილოვანში, ტყემალაძეებისა და წერეთლების უბანში მიმავალ საავტომობილო გზის 235 მეტრიან მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მოეწყო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ამასთან, მათივე ცნობით, სოფელ ჭილოვანში, მუხების უბანში საუბნო გზის 80 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება მიმდინარეობს. ორივე გზის მოსაბეტონებლად ჯამში 51 000 ლარი იხარჯება. აღნიშნულ სამუშაოები კომპანია "გოლდ ენდ ბრო“ აწარმოებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება. მერიის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებაში უკვე მოწესრიგდა გარე ფასადი და ამ ეტაპზე შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, უკვე შემოღობეს ეზოც. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "გოლდ ენდ ბრო“ აწარმოებს და მისიღირებულება 38 441 ლარს შეადგენს. როგორც მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და დარკვეთს თანამედროვე ტიპის ბაღი ექნება.
ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ახალი სკვერი მოეწყო. მერიის ინფორმაციით, სკვერში გაზონები, ბაქნები, ბორდიურები და საკალათბურთო მოედანი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა ლამპიონები და სათამაშო ატრაქციონები. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ღირებულებამ  115 776 ლარი შეადგინა და სამუშაოები შპს "მშენსერვისი55-მა“ შეასრულა. ასევე, როგორც მერიაში აცხადებენ, პარალელურად, იაშვილის ქუჩაზე, ახალი თანამედროვე სკვერის მოწყობაც მიმდინარეობს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა რგანი და დარკვეთი გაზიფიცირდა როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, გაზიფიცირების ახალ ქსელში ჭიათურის 4 სოფელი: ზედა რგანი, ბუნიკაური, სარქველეთუბანი და დარკვეთი ჩაერთო და მთლიანობაში, ბუნებრივი აირი დამატებით 550-მდე ჭიათურის მაცხოვრებელმა მიიღო.
საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, ცუცხვათისა და ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ადგილობრივებს ის 3 წლიანი გეგმა გააცვნეს, რომლის მიხედვითაც 2019-2021 წლებში იმერეთის რეგიონის 18 სოფელი გაზიფიცირდება, მათ შორის, ცუცვათი და ხრესილი. ამასთან სამწლიანი გეგმის მიხედვით, სრულად გაზიფიცირდება სოფელი ორპირი, გელათი და მოწამეთა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა...
ტყიბულს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. №6 საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მერიის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და 357 019 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს "თ.ბ.-კაპიტალმა“ აწარმოა. მათივე ინფორმაციით, ორ სასწავლო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღი აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ინვენტარით, რომლის შესაძენად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დამატებით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ