ჭიათურის სოფელ ჭილოვანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

641

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილოვანში, ტყემალაძეებისა და წერეთლების უბანში მიმავალ საავტომობილო გზის 235 მეტრიან მონაკვეთზე, ბეტონის საფარი მოეწყო. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

ამასთან, მათივე ცნობით, სოფელ ჭილოვანში, მუხების უბანში საუბნო გზის 80 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება მიმდინარეობს. ორივე გზის მოსაბეტონებლად ჯამში 51 000 ლარი იხარჯება. აღნიშნულ სამუშაოები კომპანია “გოლდ ენდ ბრო“ აწარმოებს.