წინა სტატია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმციით, დიდველსა და გოდერძიზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო და როდის გაიხსნება სეზონი ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ  კურორტ "გოდერძიზე“ სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს, ხოლო "გუდაურში“ - 15 დეკემბერს უნდა გახსნილიყო. ასევე, ცნობილი, რომ გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა ძვირდება და 1-დღიანი აბონიმენტის ღირებულება 50 ლარი იქნება, შარშან მისი ფასი 40 ლარი იყო. 2-დღიანი...
საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 2018 წლის 29 დეკემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, არდადეგები საგაკვეთილო პროცესს ეხება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი. ამის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელმა სკოლის ადმინისტრაციასთან, დირექტორთან უნდა გაარკვიონ. როგორც ბაგა-ბაღების...
ტექნიკური გაუმართაობის გამო, თბილისის მეტროპოლიტენის  საბურთალოს ხაზზე, მეტროს სადგური "ვაჟა-ფშაველა“ და "სახელმწიფო უნივერსიტეტი“ შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. https://www.facebook.com/ttc.com.ge/photos/a.936763209670008/2230475306965452/?type=3&theater
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის უფასო სასადილოებით მომსახურებაზე სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. ჯამურად 10 მილიონამდე ლარის ღირებულების ტენდერები  ისნის, საბურთალოს, ნაძალადევის, გლდანისა და დიდუბის რაიონის გამგეობებმა უკვე გამოაცხადეს. ისნის რაიონში, 4800 სოციალურად დაუცველის გამოკვებისთვის 2,3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საბურთალოს რაიონში 1 794 ბენეფიციარისთვის - 851 ათასი, ნაძალადევში 6 941 ბენეფიციარისთვის - 3,3 მილიონი ლარი, გლდანში 6 480 ბენეფიციარისთვის - 3 მილიონი,...
წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 327 მილიონი ლარი ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯება. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, რასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალურიტრანსფერებიც დაემატება და ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურასა და კეთილმოწყობაზე 455 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, ეკოლოგიის მიმართულებით - 88 მილიონი, ხოლო...
წინა სტატია ზუგდიდის მერიას საშობაო ბაზრობის მოსაწყობად  25 149 ათასი ლარი აქვს გათვლილი. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ბაზრობის ორგანიზების მომსახურებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე 30 დეკემბერს საახალწლო თემაზე შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და ღონისძიებაში მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოუწევს მოაწყოს სივრცე და განათავსოს საშობაო, დეკორატიული ქოხები და კარვები. ამასთან, ცნობილია, რომ ზუგდიდის...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ავთო ინასარიძე ახალციხეში პირველი აღმოსავლური ტიპის აბანოები რაბათში XVII-XVIII საუკუნეებში აშენდა. ქალაქის სამხრეთ ნაწილის განაშენიანების, 1829 წლის შემდეგ კი აბანოები ფოცხოვის მარჯვენა სანაპიროზეც ჩნდება. მე–17–მე–19 საუკუნეებში აღმოსავლური სტილით ნაშენები ქალისა და კაცის აბანოები ყველაზე უკეთ შემორჩენილი რაბათის დასახლებაშია. აბანო ხუთ საბანაო დარბაზს აერთიანებს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი ამბობს, რომ ამ...
წინა სტატია ქუთაისის საკრებულომ აღმასრულებელს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაუბრუნა, თუმცა, მხოლოდ ტექნიკური შენიშვნებით. როგორც ირკვევა, დეპუტატებმა კომისიებსა და ფრაქციებში 10 დღიანი განხილვის შემდეგ, ბიუჯეტის პროექტში, მხოლოდ თანხის მუხლიდან მუხლში გადატანის საჭიროება დაინახეს. პროგრამებთან, პრიორიტეტებთან და ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით კი უმრავლესობას კითხვები არ აქვს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "შენიშვნები, ძირითადად, იყო ტექნიკური სახის. პარამეტრებს და პრიორიტეტებს არ ეხება. ძალიან დადებითად აქვს...
წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მერიის მიერ არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა თუ დენდროლოგიური პროექტი შეთანხმებული არ იქნება. მისი თქმით, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მიდიოდა მშენებლობები, იჩეხებოდა სკვერები და იჭრებოდა ხეები, ქალაქში კი მწვანე საფარი სულ უფრო მცირდებოდა. "შესაბამისად, როცა ხდება მშენებლობის ნებართვის აღება, იქვე უნდა იყოს წარმოდგენილი დენდრო პროექტი-გამწვანების პროექტი, ამის გარეშე ნებართვა არ გაიცემა“,...
წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თბილისის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია "თბილისური ბაზარი“, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და "რადიო ქალაქის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. "საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა "თბილისური ბაზარი“, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი ნამუშევრები გამოიტანონ და გაყიდონ. ასევე, თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია...
E 70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის  მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14  კმ-იან მონაკვეთს, ერთობლივი საწარმო "პოლატიოლი და მაპა“ ააშენებს. გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. E 70 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის,...
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადაპტირების გეგმის ფარგლებში, დამონტაჟდა ელექტრო ამწე პლატფორმები, გაიხსნა ადაპტირებული სანიტარული კვანძები. მათივე ინფორმაციით,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შეძენილია საევაკუაციო ეტლები და გადასაადგილებელი ელექტრო ეტლები, ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს ტაქტიკური ბილიკებისა და საფეხურების ანტისლიპებით მოწყობა. "ამავე გეგმის მიხედვით, ადაპტირებული იქნება პარლამენტის საშვთა ბიურო და ასევე, მხედველობის...
წინა სტატია გამოცემა "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება და ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჯერჯერობით უცნობია ქალაქი, სადაც ინაუგურაცია გაიმართება და ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დანიშნული, ამავე დღეს კი  "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა...
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს მოსახლეობას რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მომავალ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მოსახლეობას პირველად დაუფინანსდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. "მოგეხსენებათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების საჭიროება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დაფინანსებას - 80 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფიანანსებას - 150 000 ლარით“, - აღნიშნა...
წინა სტატია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციური და ფინანსური გაძლიერებისთვის, როგორც ადგილზე არსებული ქონების მათ ბალანსზე გადაცემას, ისე საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. BM.GE-სთან საუბრისას ასე კაკაურიძემ არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილის კრიტიკას უპასუხა, რომელიც მიიჩნევს, რომ 2019 წლიდან თვითმმართველობების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები მუნიციპალიტეტებს ცენტრალურ ბიუჯეტზე უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის. "2019 წელს ის...
წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 683 539 კვ.მ. გზის საფარს, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 135 744 331 ლარი დაიხარჯა. ამასთან, მისი ინფორმაციით, გზების აღდგენა-რეაბილიტაციი 12 ქუჩაზე დასრულდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მასშტაბის სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა, თუმცა მომავალ წელს, მერია კიდევ ბევრი პროექტის შესრულებას გეგმავს. "არსებობს კონკრეტული ქუჩები, კონკრეტული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ