წინა სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილების შედეგად, თვითმმართველობების დაფინანსება მომდევნო წელს 13%-ით იზრდება. როგორც ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა, ეს ფორმულა უზრუნველყოფს რეგიონებისათვის მეტ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას და აღმოფხვრის ხარვეზს. “ასევე მოხდება მუნიციპალიტეტების შემოსულობების ზრდის ხელშეწყობა და ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა, რომელიც თვითმმართველობას დაეხმარება, გამოიყენოს მის ტერიტორიაზე არსებული ქონება თუ რესურსი მეტი შემოსავლის გენერირებისათვის, ასევე, გაამარტივებს...
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. "მისასალმებელია, რომ დღეს პარლამენტი მასპინძლობს მნიშვნელოვან ფორუმს, რომლის მიზანია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის განვითარებისა და მმართველობითი სისტემის სრულყოფის პროცესის ხელშეწყობა. საქართველოში და ქართულ დემოკრატიაში თვითმმართველობას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა და სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია ჩვენი წინაპრების ხედვასთან, პირველ რესპუბლიკასთან, თუ როგორ სურდათ მათ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის...
"თბილისის ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებაზე დეზინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას", - ასე ეხმაურება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერით გასულ სიუჟეტს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მომავალი წლიდან საჯარო ბაგა-ბაღების 61 000 აღსაზრდელი კვების გარეშე შეიძლება დარჩეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, დედაქალაქის მერიის მიერ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე სატენდერო წინადადებების მიღება 12 დეკემბერს დასრულდება...
დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ოზურგეთის მერის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობაზე, სოციალურ პროექტებზე, სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობაზე იქნება მიმართული. საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტში ასახული შენიშვნები და რეკომენდაციები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ შეაჯამეს. ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი მერიამ საკრებულოს...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი შეიძინა და მისი რეაბილიტაცია 2019 წელს იგეგმება. პროექტი შპს "გეოანალიტიკმა“ საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მოამზადა. მუზეუმის შენობა აშენებულია 1960-იან წლებში და წარმოადგენს ორსართულიან, სწორკუთხოვან კარკასულ ნაგებობას. პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის, ხელნაწერთა დარბაზის, ძირითადი დარბაზის, დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების, ანტრესოლის, სამუშაო ოთახების, სველი წერტილების, ლიფტის, კიბის, ბილიკის, ვენტილაციის, კლიმატკონტროლისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობას. ასევე, პროექტით...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან დაიწყო და ამ დროისთვის 80 - მდე ოჯახი გაზიფიცირდა, წლის ბოლომდე კი, მერიის ინფორმაციით, ბუნებრივ აირით კიდევ 60 ოჯახი ისარგებლებს. "ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2018 წელს 2 000 - ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა. მაგალითად, სოფელ ფუთში 700 - მდე ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი. ამასთან, გაზიფიცირდა სოფელ დილიკაურის გამორჩენილი უბნებიც, დაახლოებით, 600 აბონენტი....
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევნამდე მისასვლელ 3,2 კილომეტრიანი გზას აწესრიგებენ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე ორფენიანი ასფალტის საფარის მოწყობა და ეზოებთან მისასვლელების მოასფალტება. "სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა სრულად იყო ამორტიზირებული და მისი მოწესრიგება სოფლის მოსახლეობისათვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. პროექტის ღირებულება  771 724 ლარია და ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2019 წლის 2 იანვარში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯეუგრუპი“ აწარმოებს",...
მარნეულის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით“ ფარგლებში, საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ექსპერტები ეწვივნენ. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანი, გადამუშავებასა და სეპარირებული შეგროვების პილოტირებას უკავშირდება. რის გამოც, მარნეულის მუნიციპალიტეტში ბიონარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტი მიმდინარეობს. "შევიძინეთ 30 ცალი 1 100 ლიტრის მოცულობის კონტეინერი, რომელიც  ადგილზე მოქმედ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს გადაეცემა....
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში მიმდინარე წლის 8 - 10 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 12 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9250 მ. სიგრძის გზას. კერძოდ, კეთილმოეწყობა სოფელი ჟებოტა, ძებნიაურები, ლელოვანი, თეგერაანები, გორანა,  თოლენჯი, სიმონიანთხევი, ჭანდრისხევი, ცალუღელაანთკარი,  ნადოკრა,  ბოჭორმა და ომარაულები. "გზების რეაბილიტაცია თანამედროვე ტექნოლოგიით, გზის ჰიდრავლიკური შემკვრელის მეთოდით მიმდინარეობს, რომელიც უკვე ათეული წელია აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში და...
წინა სტატია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით, კახეთის რეგიონული განვითრების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების განსახილველად, დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. "მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ძირითადად, ითვალისწინებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში...
ბათუმში ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა გრუნტი და მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი და ბაზალტის ბორდიური. ამ ეტაპზე კი, დაწყებულია დეკორატიული ფილებისა და ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. "ჩოლოყაშვილის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 2 799 999,00 ლარს შეადგენს", - ამბობენ ბათუმის მერიაში.
წინა სტატია ქუთაისის მერიამ ,"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ალმა რუს საქართველოს" ხელშეკრულება შეუწყვიტა. "კომპანიას ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეუწყდა და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ. ამის შესახებ არც ადგილობრივი თვითმმართველობა იყო ინფორმირებული, კომპანიის მხრიდან აღნიშნული ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომებს", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში. https://www.facebook.com/CityHallofKutaisi/posts/772199659812362?__xts__=68.ARDB3I7VCYsHgHQ-cZqmkvzKt3MkFYEOTzgBgO9ZIS6-0kScexiD4cewXAWL2hPj45td38DvwWD6v_pnUCGTvfg6igbWTlA70a4-XsUp0IgkV5iaNQ7k8VDtRvBWWUiGk-GdKLzkZBKlHnR_sPQh7lS5972AQ8TmFolUmy2E3YU0RFC65-a-r0KPqQyBZduZhJb0i0hpa6umKx801TUkiy8FWaAz-hSuu-z6-IL6nlu9BzmaYX1kEs1gjsQy4YpaWJPhjzSK0ywY7AG-p0FS7f5e1CVBxQ6Nv5FbT5i5ZRkrapAq-inq2eN2_Zn74nl6tDfmNm4jbfiUNYzjFMUQtUA&__tn__=-R თავის მხრივ, კომპანია...
ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. აქედან 15–ში ცენტრალური გათბობაა, თუმცა მათი ნაწილი ცენტრალური გათბობისთვის შეშას იყენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მე-3 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც კლასებში ჯერ კიდევ შეშის ღუმელები დგას. სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა ამბობს, რომ სკოლის გაზიფიცირება მომავალი წლიდან დაიწყება: "აქამდეც გვექნებოდა გაზი სკოლაში უბრალოდ, ელექტროგაყანილობების პრობლემა იყო, სხვანაირად გაზს ვერ...
იმ ადამიანების კვებით უზრუნველყოფაზე, რომლებიც ზუგდიდში უფასო სასადილოს მომსახურებით სარგებლობენ, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 73 765 ლარია და მოიცავს პერიოდს მომავალი წლის სამი იანვრიდან 30 იანვრამდე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიას განმარტებით, თუ ადრე მთელი წლის მომსახურებაზე აცხადებდნენ ტენდერს, შესყიდვების სააგენტოს ახალი რეგულაციის თანახმად, ტენდერი პირველ ექვს თვეზე გამოაცხადეს. მისი ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის...
სტატია მომზადებულია "აიფაქტის" მიერ ავტორი: ნინო შონია ბათუმში წვიმის დროს დატბორილი ქუჩები ხომ ყველას გვინახავს? არადა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად წლიდან წლამდე მილიონები იხარჯება. მაგალითად, ორი წლის წინაც 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ჟილინის 3.3 კმ-ანი სანიაღვრე არხის შესაკეთებლად. ამ არხის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ათობით ქუჩას მოიცავს, მაინც იტბორება. სკოლაში მიმავალ ბავშვებს მშრალ ამინდშიც კი ტალახის გუბეების გადავლა უწევთ. მაშინ რისთვის ან როგორ დაიხარჯა...
"ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი ქართული წარმოშობისაა", - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია "Fair trade-ის" ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანია "Fair trees-ის" ადგილობრივმა მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშილმა განაცხადა. ინფომაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. "ქართული ღვინის შემდეგ, ევროპაში არცერთ ქართულ პროდუქტს ისეთი გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც ქართული წარმოშობის ნაძვის ხეებს. ევროპაში საშობაოდ გაყიდული ნაძვის ხეების 90% (თუმცა, ამბობენ, რომ 95%), არის სწორედ რაჭიდან, კონკრეტულად, კავკასიური სოჭის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ