სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: ლუბა გიორგაძე
ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილი წერილით დადასტურდა, რომ ვალეს პირველ საბავშვო ბაღში არჩევნების მეორე ტურამდე თანამშრომლებს ხელი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების გაფრთხილებაზე მოაწერინეს.
"ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ არასამეწარმეო იურიდიული პირი გაცნობებთ, რომ "საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოსალოდნელია "ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ ა(ა)იპ–ის ორგანიზაციული ცვლილება,...
ადიგენის მერიამ ახალი ნაძვის ხის შესაძენად ტენდერი 10 დეკემბერს 15 538 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ 10 მეტრზე მაღალი ხელოვნური ნაძვის ხე, დაბის ცენტრში, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ დღეში უნდა დადგას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საახალწლო ღონისძიება ადიგენში 31 დეკემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ მდებარე სკვერში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები მიიღებენ. საღამო კი...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე მეტროსადგურის "სადგური მოედანი 3-ის“ ჩასასვლელს რეაბილიტაცია უტარდება, რის გამოც "სადგური მოედანი 3-ის" ("ბავშვთა სამყაროსთან“) ჩასასვლელის ერთი მხარე დაიკეტა.
https://www.facebook.com/ttc.com.ge/photos/a.936763209670008/2246383435374639/?type=3&theater
სვანეთში ზამთრის ტურისტული სეზონი 22 დეკემბერს გაიხსნება. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, სეზონის გახსნა ყინულის სკულპტურების და ფოტოების გამოფენით დაიწყება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ღონისძიება გრანდიოზული 2 წუთიანი ფოიერვერკით დასრულდება.
ამასთან, ცნობილია, რომ წელს ტურისტებს თეთნულდში 4 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა დახვდებათ. თეთნულდში სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე 30 კმ-ია. რაც შეეხება ჰაწვალს კურორტზე 2 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა იქნება წარმოდგენილი....
ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო.
აღნიშნულ ეზოში მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, 26 ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩატარდა. ასევე, ეზოში ბორდიური და 950 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი მოეწყო. ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, კომპანია "დი-ეჩ-ელის“ მხარდაჭერით, ეზოში სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებიც დარგეს.
"ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, მოსახლეობის თხოვნითა და მათი აქტიური ჩართულობით, აღნიშნულ...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, სადაც, ასევე, საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო გალაკონცერტი გაიმართება. როგორც მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა.
დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს 22 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. საახალწლო სოფელიც აქვე განთავსდება. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 22 დეკემბერს...
როგორც ცნობილია, საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე, ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. გაეცანით, თუ როგორ არის დარეგულირებული ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები:
საქართველოს კონსტიტუცია
თავი პირველი. ზოგადი დებულებები
მუხლი 7. ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები
1. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე...
წინა სტატია
თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა კი თელავის სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა. კერძოდ ჩაიმსხვრა 3-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
როგროც დაზარალებულები "კურიერთან" საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა, დაახლოებით, 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.
სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა...
წინა სტატია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა და ახლა სასახლის დალაგება და გაწმენდა მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ანთიძის თქმით, როდის გაიხსნება შენობა, ჯერ არ იცის: "შევთანხმდებით თარიღზე. ჯერ არ გვაქვს პასუხი. ან მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება, ან ახალი წლის დასაწყისში“.
შეგახსენებთ, რომ ნიკოსეული სასახლის აღდგენას 3 მილიონ ლარამდე მოხმარდა. თანხა ფონდმა "ქართუმ“ გაიღო. სამუშაოების დამკვეთი...
15 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე, ვაკის პარკში, თაფლის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება 19 მცირე და საშუალო მეწარის პროდუქცია. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ფესიტვალზე შეგროვილი თანხის ნაწილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადაირიცხება. ინფრომაციას სამოქალაქო საზოგადოების პორტალი ავრცელებს.
ფესტივალი მიზნად ისახავს თაფლის წარმოების სტანდარტების გაუმჯობესებას და არსებულ გამოწვევებზე ცნობიერების ამაღლებას.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი საქართველოსთვის, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შპს იმპერვეტი, თბილისის მერია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო - სიდა, ექსპორტის...
წინა სტატია
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.
https://www.facebook.com/TbilserviceGroupLTD/photos/a.1541694082741684/2311083715802713/?type=3&theater
28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა.
“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების...
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობებთან მუშაობის გაძლიერების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელში უფრო მეტი უფლებამოსილება და რესურსი უნდა გადავიდეს, რაც საბოლოო ჯამში, საზოგადოების კეთილდღეობაზე და უკეთეს მომსახურებაზე უნდა აისახოს.
"თვითმმართველობის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია კადრების გაძლიერება და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. მეორე ამოცანა გახლავთ ის, რომ თანდათანობით უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები და ამაზე მუშაობა უკვე ძალიან აქტიურად მიდის....
სტატიის გაგრძელება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში, საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს.
როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია.
მერიის ცნობით, სამუშაოს ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებითა და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები, ღია ავტოსადგომი და საინჟინრო კომუნიკაციები. ხილო, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე...
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნას სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი“ ახალი ვიდეორგოლით შეხვდება.
"როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც სრულადაა წარმოჩენილი კურორტის ბუნებრივი სილამაზე თავისი ავთენტური გარემოთი და ტურისტული პოტენციალით. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო...
წინა სტატია
ქალაქ ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მინაშენზე გამოვლენილ ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოფხვრის. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ტაოტბელი“ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე განახორციელებს, რომელიც მას “საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან“ აქვს გაფორმებული.
ფოთის მემორიალური კოშკის თანამედროვე დიზაინის მინაშენში ნალექმა ძლიერი წვიმების შედეგად ჩაჟონა. შენობის პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წყალმა ინტერიერში შემინული ფასადიდან შეაღწია....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































