ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ პაატა ადამიას სხდომაზე საჩუქრად ცოცხები გადასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მანამდე ამ ფაქტს წინ უძღოდა დეპუტატებს შორის კამათი. სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა მერიის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაზე საუბარს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლობენ, მხოლოდ 150 ლარის ლიმიტი ექნებათ. პაატა ადამიას თქმით, იმის ფონზე, როცა მედიკამენტებზე ფასები...
წინა სტატია რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე  სპეციალური თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მისი რეაბილიტაცია, რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჰერიო“ აწარმოებს, სარეაბილიტაციო პროცესის ზედამხედველობას, კი შპს "ოპტიმალ გრუპ+“ ახორციელებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  1 221...
სტატია მომზადებულია "კახეთის ხმის" მიერ ავტორი: მაკა ხაზიური ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დამოუკიდებლობამდე კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებაა საჭირო. მმართველობის დეცენტრალიზაცია, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის წინაშე კვლავ სერიოზული გამოწვევად რჩება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმა, რომლის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა თელავში გაიმართა. დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდას, ფინანსური დეცენტრალიზაციის და...
ქუთაისში ასათიანისა და ბარათაშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება. ასათიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარის დეკორატიული ფილებით მოპირკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარზე მეტია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჯორჯიან სთოუნი"აწარმოებს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე ტროტუარებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება. ამასთან, მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას კომპანია "გზამშენი 21-ე საუკუნე" აწარმოებს და პროექტის ღირებულება 1...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მცხეთის მერიასა და ჯვრის მონასტრის წინამძღვარს შორის შეთანხმება ვერ შედგა. დღეს ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები გააფრთხილა, რომ მათ სამი დღის ვადაში მონასტრის მიმდებარე ტერიტორია უნდა დატოვონ, რადგან სასულიერო პირი კონსტატნტინე ჯინჭარაული კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარევაჭრობას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. გაფრთხილების მიუხედავად, გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება არ სურთ და ამბობენ, რომ საკუთარი სურვილით დახლებს არ გადაიტანენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ჯვრის მონასტერს...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მეორე მოადგილედ ნუგზარ სამხარაძე დანიშნა. სახელმწიფო რწმუნებულმა ახლი მოადგილე სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს გუშინ წარუდგინეს. ნუგზარ სამხარაძე სხვადასხვა დროს სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა. ის იყო მ. იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კლინიკა "კარაპს მედლაინის" - საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორი. ნუგზარ სამხარაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. ამასთან, 2016 წელს თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო 2011 წელს შავი ზღვის უნივერსიტეტში გავლილი აქვს...
წინა სტატია “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მინისტადიონის მწვანე საფარის გარეშე შემოღობვა/მოწყობა და ქართული საჭიდაო არენის გარე კონსტრუქციის რესტავრაცია იგეგმება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები უკვე გაითვალისწინა. შეგახსენებთ, რომ "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, 167 საპროექტო განაცხადიდან 93 პროექტი მოსახლეობის მიერ შეირჩა და პროექტები 2019 წელს ეტაპობრივად განხორციელდება. ამასთან, ცნობილია, რომ 2019 წელს “სამოქალაქო ბიუჯეტის“...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილური აპლიკაცია შეიმუშავა. აპლიკაცია "IGovZugdidi“ ორენოვანია და ხელმისაწვდომია როგორც "Android-ის", ასევე "iOS" სისტემებისთვის. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აპლიკაცია ერთი კვირის წინ შეიქმნა და მასზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. მათივე ინფორმაციით, აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეები შეძლებენ შეიტყონ სიახლეები მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, აპლიკაციაში არის სხვადასხვა კატეგორიები. ამასთან, აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია წერილის გაგზავნა,  საკრებულოს აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღება და...
ნაძალადევის რაიონში ქსნის ქუჩის N12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგომის ნაცვლად, საბავშვო გასართობი მოედანი და ფიტნესზონა მოეწყო. გამგეობის ინფორმაციით, საბავშვო გასართოები მოედანი სკამებითა და ნაგვის ურნებით აღიჭურვა, ხოლო, ატრაქციონები და ტრენაჟორები კაუჩუკისსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა. "ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი და სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა გრძელდება. აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოსახლეობა ავტოსადგომად იყენებდა. ადგილობრივების მოთხოვნით, ახალი გასართობი მოედანი და ფიტნესზონა მოვაწყეთ, რომლითაც ცხრა კორპუსის მცხოვრებლები...
კრწანისის რაინში, გრიშაშვილის N45-ში, საცხოვრებელი სახლის სარდაფს დროებით ამაგრებენ. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე კრწანისის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების წესის ფარგლებში, ასევე, კაპიტალური გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს. "შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა და გამგეობამ მისი კაპიტალური გამაგრების გადაწყვეტილება მიიღო. სარდაფს გამაგრება წინმსწრებ დამზღვევი ღონისძიებების ფარგლებში უტარდება და უახლოეს მომავალში დასრულდება", - აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
კრწანისის რაიონში, ოფრეთის შესახვევში, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც კრწანისის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, აღნიშნულ მისამართზე და მიმდებარე ქუჩაზე, სადაც საფეხმავლო და საავტომობილო გზა გადის, გრუნტის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა. შესაბამისად, რაიონის გამგეობამ საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, გრუნტის დამჭერი კედელი 45 გრძივ მეტრზე აშენდება და ამასთან, ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი გზა, სადაც ასფალტის საფარი 400 კვ.მ-ზე დაიგება. სამუშაოებს შპს "საქართველო პასაჟი“...
ავლაბარშიკასპის ქუჩის N2-სა და ქეთევან წამებულის გამზირის N74-ის კუთხეში მდებარე ავარიული სახლის გამაგრება მიმდინარეობს. როგორც ისნის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თბილისური ტიპის ეზოში მდებარე ორსართულიან სახლში მცხოვრებ ცხრა ოჯახს შენობის ავარიულობის გამო, საფრთხე ექმნებოდა. რის გამოც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შენობის სრული გამაგრება დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩატარდება: შენობის საძირკვლის გამაგრება და კედლების მოწყობა; სახლის დაზიანებულ ნაწილში ლითონის...
ახალციხის მერია 17 თანამშრომელს კონკურსის წესით შეარჩევს. მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე 80 კონკურსანტის 210 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე ყველაზე მეტი განცხადება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე, საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა პოზიციაზე შევიდა. საბუთების გადარჩევის ეტაპი დასრულებულია, როდის ჩატარდება გასაუბრება ჯერ უცნობია. ვაკანტური პოზიციებია: 1. ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი; 2. კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში...
წინა სტატია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფ რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის უკან გაწვევის საკითხთან დაკავშირებით პროექტის ავტორს შეხვდება. ავტორი აცხადებს, რომ თუ პროექტი პირვანდელი სახით არ განხორციელდება შეთახმება არ შედგება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს ღია წერილით მიმართა და რეგიონისთვის ნაჩუქარი პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებთ შესაბამისი ზომების მიღება სთხოვა. "ჩემი წერილის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში...
წინა სტატია ახალციხის ბიუჯეტის გასული წლის ნაშთი 1 331 000 ლარია. ამ თანხიდან 300 000 ლარი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას დაემატება და შესაბამისად, სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 46 დასახლებული პუნქტისთვის ჯამში 306 000 ლარია გამოყოფილი. ახალციხის საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის ნაშთიდან აღნიშნულ თანხას 300 000 ლარი უნდა დაემატოს. ნაშთიდან გამოყოფილი თანხის...
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და რიგითი მოქალაქეები თბილისის მერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ. “ბატონო კახა, მოგმართავთ, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აქტივისტური ჯგუფების საჩივარი არ მიიღო წარმოებაში; ამასთან, თავის გადაწყვეტილებაში, ის დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონთან შესაბამისი პროცესით გასცა მშენებლობის ნებართვა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ