ქუთაისში ასათიანისა და ბარათაშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია უტარდება.
ასათიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარის დეკორატიული ფილებით მოპირკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარზე მეტია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯორჯიან სთოუნი”აწარმოებს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე ტროტუარებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას კომპანია “გზამშენი 21-ე საუკუნე” აწარმოებს და პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ ქუჩაზე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ინდივიდუალურად მოისმინა ადგილობრივების მოსაზრება მიმდინარე სამუშაოებზე. ქალაქის მერი ბარათაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს ყველა საკითხის დადებითად გადაჭრას და მათი ინტერესების გათვალისწინებას დაჰპირდა.