წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში რამდენიმე თვეა საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და ის 125 ბავშვზე იქნება გათვლილი.
"სამუშაოები, რომელზეც 2 300 000 ლარამდე დაიხარჯება, რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება", - აცხადებენ მერიაში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან კონსულტაციებს მართავენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხით განსახორციელებელი პროექტი მოსახლეობამ უნდა შეარჩიოს.
მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლის კრებები ნუკრიანში, ანაგაში, ვაქირში, საქობოში, მაშნაარში, წნორში, ბოდბისხევსა და ჯუგაანში ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია.
სოფელ ჯუგაანში უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოასფალტებულ ქუჩებზე გარეგანათება დამონტაჟდება.
სოფელ ბოდბისხევში ადგილობრივების გადაწყვეტილებით სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა.
წნორში ხმათა უმრავლესობით წნორის სკვერში...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საერთო კრებები უკვე ჩატარდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტიც შეარჩია.
დედოფლისწყაროს სოფელ ზემო ქედში ადგილობრივებმა რეკრეაციული ზონის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, საქონლის გადასასვლელი გზის და სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტეს.
სოფელ არხილოსკალოში ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და სოფლიდან მინდორში გასასვლელი გზების რეაბილიტაცია აღმოჩნა.
სოფელ ქვემო ქედში კი, სასაფლაოს მოწესრიგება, სოფლის ცენტრში არსებული ვაჟა-ფშაველას ძეგლის რეკონსრუქცია და...
ბათუმში სერგი მესხის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი საკომუნიკაციო ჭების მოწყობასა და მიწისქვეშა ქსელის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
როგორც მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, არსებული სანიაღვრე სისტემის გაწმენდა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში კი ბორდიურების მონტაჟი დაიწყება.
ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 2 500 000 ლარს შეადგენს.
"სერგი მესხის ქუჩაზე მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს...
ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით შეიქმნა და ამოქმედდა ახალი პროექტი "დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“.
აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ვებგვერდის - visit.batumi.ge-ს მეშვეობით ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ვიზიტი დაგეგმოს.
"ეს არის მოქალაქეებზე მორგებული პროექტი, რომელიც მერთან შეხვედრის დაგეგმვას გამარტივებულად, მერიაში მოსვლის გარეშე უზრუნველყოფს. შეხვედრა უშუალოდ მერის მიერ ჩაინიშნება", - განმარტავენ ბათუმის მერიაში.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რუმინეთის ქალაქ იაშში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, 24 იანვარს, ქუთაისისა და იაშშის თანამშრომლობისა და დაძმობილების შეთანხმებას ხელი მოეწერა.
მერიის ინფორმაციით, შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნულ სფეროებში ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები საკუთარ გამოცდილებას გაცვლიან.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნება ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის ბიუსტი და რუმინულ ენაზე მისი ლექსების...
ზაზა ოქუაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ არის. მას ვადამდე ადრე უფლებამოსილება დღეიდან შეუწყვიტეს. საკითხს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭი უკვე უყარეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილმა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს პირადად მიმართა.
კენჭისყრაში აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო. მათი თქმით, რეგლამენტში პროცედურები დარღვეულია და ზაზა ოქუაშვილი პოლიტიკური დევნილია, რომელიც ხელისუფლებამ იძულებული გახადა, რომ სადეპუტატო მანდატზე უარი ეთქვა.
"პატრიოტთა...
ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა მისამართზე 15 ფიტნესზონა მოეწყო. როგორც გამგეობაში განმარტავენ, თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა.
"სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 მისამართზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნესზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.
17...
მიმდინარე წლის დასაწყისიდან თბილისში, ბუნებრივი გაზი გაჟონვის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევების გამო საქართველოს მთავრობა შესაბამის უწყებებთან ერთად გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მუშაობს. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც. როგორც სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა გამოცემა "BM.GE-ს" განუცხადა, ახალი რეგულაციების ერთი ნაწილი უშუალოდ მომხმარებლებს შეეხება.
"ჩვენ რაც ვნახეთ, ძირითადი პრობლემა, რამაც უბედური შემთხვევები გამოიწვია, ეს არის არასწორად დამონტაჟებული ხელსაწყოების...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერია სამშენებლო კომპანია “სვეტის” ახალ ინვესტორთან მოლაპარაკების დასრულებას რამდენიმე თვეში ელოდება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ კომპანიასთან “სვეტის” შეჩერებული პროექტების გაგრძელების თაობაზე, თუმცა ელოშვილი კომპანიის დასახელებაზე უარს ამბობს.
“მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ სამუშაოებს დაზარალებულებთან, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან. წინასწარ არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქითკენ, რაც იყო...
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს ის წევრები, რომლებიც სხდომებს არ ესწრებიან, შესაძლოა, საბჭოს შემადგენლობიდან გაიწვიონ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც საბჭოს წევრებმა გასული წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადეს, საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა ერთმა წევრმა, ამბერკი დვალიშვილმა, რომელიც ჩატარებული რვა სხდომიდან არც ერთს არ დასწრებია. ოთხი წევრი კი პასიურია, რის გამოც, შესაძლოა, საბჭომ მათი გაწვევის შესახებ რეკომენდაციის შემუშავებაზე იმსჯელოს, რომელსაც შემდეგ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვების მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საუბარია ლომჭაბუკის სკვერის ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე, რომელზეც დაზიანებული წარწერებისა და ორნამენტების ახალი ანალოგის მოწყობისა და ლომჭაბუკის პედესტალზე, ბოლნისის ტუფით ახლად მოპირკეთების, ანალოგიური წარწრებისა და ორნამენტების ამოტვიფრის სამუშაოები ჩატარდება.
აღნიშნული სამუშაობისთვის გორის მერიას 18 074 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს სასაჩუქრე ნივთებსა და სუვენირებზე 4 248 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ერთი წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 802 ლარის ღირებულების სუვენირები შეიძინა, რომლებიც სხვადასხვა დროს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს აჩუქა.
ხოლო, 2018 წელს სასაჩუქრედ შეძენილ ნივთებს შორის არის 46 ლარის ღირებულების ღვინო, 700 ლარის ღირებულების წიგნები, 900 ლარის ღირებულების 10 ცალი ფერადი რუქა და 800...
წინა სტატია
ზუგდიდის მერიის "სპორტის განვითარების ცენტრის“ ა(ა)იპ-იდან კიდევ 50 თანამშრომელი დაითხოვეს. "სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, მათ ხელშეკრულების ვადა 18 იანვარს ამოეწურათ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ამჟამად ადმინისტრაციაში მე და ბუღალტერი ვმუშობთ და მწვრთნელები, რადგან 50 - მდე ადამიანს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა“, - განაცხადა გოჩა ჩიქოვანმა საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.
ამასთან, ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში აღნიშნული დაწესეულებიდან ანალოგიური...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გუშინ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა გოჩა ჩიქოვანმა ორგანიზაციის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. მისი პროექტის მიხედვით, ცენტრის ბაზაზე უნდა შეიქმნას 6 სპორტული სკოლა, კომპლექსური სასპორტო სკოლა, ჭადრაკის, ჭიდაობის, საბრძოლო ხელოვნების, ბავშვთა საფეხბურთო და ფიგურული სრიალის სკოლები. ინფორმაციას ლაივპრესია ავრცელებს.
დეპუტატი კონსტანტინე კაკავა გამოვიდა ინიციატივით, რომ ჭადრაკისა და ფეხბურთის სკოლები ცალკე ა(ა)იპ-ებად ჩამოყალიბდეს.
"აღარ მოვყვები ჭადრაკში ჩვენი ქალაქის მიღწევების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან მერიის და მისი ორი ა(ა)იპ-ის საწვავისთვის 1 142 046 ლარია გათვლილი. მერიამ, "ზუგდიდდასუფთავებამ“ და "კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ შპს "რომპეტროლ საქართველოსთან“ ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ზუგდიდის მერიამ მიმდინარე წლის განმავლობაში 368 949 ლარის საწვავის ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ამ თანხით ის საჭიროების მიხედვით შეიძენს 45 640 ლიტრ ევროდიზელს და 130 424 ლიტრ პრემიუმის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































