წინა სტატია დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების ცენტრალური სისტემა დღემდე არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ურეკს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი, გამართულ ინფრასტრუქტურა ექნება და 3 000-მდე ადგილობრივი და იქ ჩასული ათასობით დამსვენებელი 24-საათიანი წყალმომარაეგბით ისარგებლებს. "აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრქტურული პროექტს ფარგლებში, რომლისთვისაც სულ 168 778 ლარი უნდა დაიხარჯოს, მუნიციპალიტეტში 10 სკვერი განახლდება. როგორც ხარაგაულის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჭედა" აწარმოებსბს, ხოლო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. ამასთან, ცნობილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 19 პროექტი 4 200...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის თაიგულებისა და ყვავილების შესყიდვაზე 4 825 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დაამზადოს 3 ცალი ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით, 1 ცალი ტიტების გვირგვინი, ასევე, ატლასის ლენტით, 8 ცალი ყვავილების თაიგულის სასაჩუქრე კომპოზიცია და 20 ცალი ყვავილების გვირგვინი ატლასის ლენტით. განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისთვის კი...
სენაკში ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრეის ავრცელებს. რეკონსტრუქციის ფარგლებში ახალი ბაღის მოწყობა - დეკორატიული, სამკურნალო მცენარეების მოშენება, შნაიდერის კოშკის და გალავნის კედლის ფრაგმენტის საკონსერვაციო სამუშაოები და კოშკისკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა იგეგმება. ასევე, დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური მსუბუქი შენობის მონტაჟი, ახალი მოაჯირის გაკეთება ხიდის მიმდებარედ, წყალ-კანალიზაციისა და ხანძარქრობის ქსელის მოწყობა და სხვა სამუშაოები. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 225 000...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვის დროს პროცედურებსა და კითხვების დასმასთან დაკავშირებული კამათი და ერთმანეთისთვის შენიშვნების მიცემა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. "ევროპული საქართველოს" წევრმა  ოთარ კახიძემ უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. კომტიტეტის სხდომაზე ვითარება მანდატურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. https://www.youtube.com/watch?v=Ni7TasDKZTc
შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ის ადგილები და ობიექტები მოინახულა, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულია. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი თვითმართველობისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით, სოფელ ახალქალაქსა და ნოსტეში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ამასთან, გიორგი ხოჯევანიშვილმა არტ ვილა გარიყულა დაათვალიერა, სადაც ყარამან ქუთათელაძესთან ერთად მიმდინარე წელს დაგეგმილ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. "იმდენად მრავალფეროვანი...
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი ხოჯევანიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილის თანამდებობაზე ერედვიდან დევნილი ამირან ქრისტესიაშვილი წარადგინა. როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალი მოადგილე განათლებით იურისტია და ის შიდა ქართლში დევნილეთა საკითხებზე იმუშავებს. ამირან ქრისტესიაშვილი ამ თანამდებობამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსად მუშაობდა.
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში, დევნილები ინფრასტრუქტურის მოშლას აპროტესტებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საუბარია, ქუთაისში, აღმაშენებლის #112-ში ორი წლის წინ აშენებულ 14 სართულიან კორპუსზე, სადაც შენობის სარდაფში წყალი დგას. ასევე, არ მუშაობს მესამე კორპუსში არსებული ლიფტი. "საერთოდ არ გამომიყენებია ლიფტი, იმიტომ, რომ არ მუშაობდა თავიდანვე. შევაკეთებთ თუ არა, მაშინვე ფუჭდება. გვეშინია მანდ შესვლა", - ამბობს  კორპუსში მცხოვრები დალი კილაძე. შენობის ბინათამხანაგობის თავმჯდომარე, ვეფხვია მიქაუტაძე ამბობს,...
ტყიბულის სპორტის სასახლეში, რომლის რეაბილიტაციას 2 400 000 ლარი მოხმარდა, წყალი ჩადის. დაზიანებულია რამდენიმე ოთახის ჭერი, კედლები და იატაკი. მოსწავლეებს კი ამორტიზებულ შენობაში უწევთ ვარჯიში. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. გახსნიდან ორ წელიწადში ტყიბულის ერთადერთ სპორტულ დარბაზში მთლიანადაა შესაცვლელი ჭერი, განმეორებით რეაბილიტაციას საჭიროებს დაზიანებული კედლები და იატაკი. პრობლემის შესახებ უკვე ორი წელია ცნობილია ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის. როგორც სპორტის სასახლის დირექტორი ამბობს, შენობაში წყალი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა, სავარაუდოდ, ნიკა მელიას წარადგენს. "ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს იმისათვის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გასამართ მერის შუალედურ არჩევნებსა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩასატარებელ არჩევნებში ერთიანი კანდიდატები წარადგინონ. თავად ნიკა მელია, ჯერ-ჯერობით, არ ამბობს, იქნება თუ არა ის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, თუმცა, აცხადებს, რომ კონსულტაციები თითქმის დასრულებულია და კანდიდატების ვინაობა რამდენიმე...
ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გელაძე, საკრებულოს წევრი სამველ ოვეიანი, ახალციხის მერიის სპეციალისტი გელა მერაბიშვილი და ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პარუნაშვილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე სუს–მა 16 მარტს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ინდორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, სასამართლომ გირაოს სახით, სხვადასხვა ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ.–ს სასამართლომ აღკვეთის...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. "ტურიზმის მდგრადი განვითარება ნიშნავს იმას, რომ სწორი და ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებით ქვეყანა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე გრძელვადიან პერიოდში იღებს ეკონომიკურ სარგებელს. საერთაშორისო ტენდენციების გაანალიზებით, შეიძლება, ითქვას, რომ ტურიზმის...
წინა სტატია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცებულია. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. გენგეგმა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ წარადგინა. ასევე, სხდომაზე  “სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დედაქალაქის გენგეგმაზე "სითი ინსტიტუტი",  დაახლოებით, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია გენგეგმაში არსებულ რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება და აცხადებენ, რომ მერიამ საბოლოოდ საკრებულოში არა დედაქალაქის ინტერესებზე მორგებული დოკუმენტი, არამედ ბიზნესგეგმა წარადგენა. გენგეგმაზე...
წინა სტატია დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას განიხილავენ, რომელიც დღეს უნდა დამტკიცდეს. დოკუმენტი საკრებულოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. დედაქალაქის მერიამ და "სითი ინსტიტუტმა“ ერთი წლის განმავლობაში იმუშავეს გენერალური გეგმის დახვეწაზე, რათა აღმოფხვრილიყო ყველა უზუსტობა და ხარვეზი, რომელიც დოკუმენტს გააჩნდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ პროცესში შენარჩუნდა პროექტის თავდაპირველი სამუშაო ვერსიის კონცეფცია: მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი, რომელსაც...
წინა სტატია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რეალურად კი ახალი დოკუმენტი დედაქალაქში არსებულ ქაოტურ განაშენიანებას დაასრულებს. "მე ვფიქრობდი, რომ გენერალური გეგმის დამტკიცება კამათს არ გამოიწვევდა და ყველა ერთად ვიზეიმებდით თბილისისა და თბილისელებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღებას. ოპოზიციის წარმომადგენლები კი აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, თითქოს ამ გეგმის მიღებით ჩვენ ვანგრევთ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე 46,5 მეტრი სიმაღლის დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა და 36 299 ლარზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით მხოლოდ ერთი პრედენდენტი შპს "ლიზი“ დაინტერესდა. კომპანია, გამარჯვების შემთხვევაში  სამუშაოებს 35 191 ლარად შეასრულებს. ქუთაისს დროშა ინდურმა კომპანია “სითი ქონსთრაქშენმა“ აჩუქა და როგორც მერიაში განმარტავენ ის ყველაზე მაღალი დროშა იქნება საქართველოში. მათივე ინფორმაციით, დროშის სადგარი უკვე ქუთაისშია ჩატანილი. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ, ნიკეას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ