წინა სტატია გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნაცმოძრაობა, არაერთ კანდიდატურას, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის ლიდერს, მათ შორის, ნიკა მელიასა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს სანდრა რულოვსს განიხილავს. “ნაციონალური მოძრაობა” ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს იმისათვის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გასამართ მერის შუალედურ არჩევნებსა და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ჩასატარებელ არჩევნებში ერთიანი კანდიდატები წარადგინონ. თავად ნიკა მელია, ჯერ-ჯერობით, არ ამბობს, იქნება თუ...
დაცული ტერიტორიების სააგენტომ მარტვილის კანიონისა და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში არსებული ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ექსტრემალური-ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობისა და მათი უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტების დაცვით ოპერირების თაობაზე ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. https://www.facebook.com/protectedareas.ge/photos/a.278449228888355/2183006278432631/?type=3&theater
გორში, კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანია"იბოლია" აწარმოებს. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიგეგმა, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საიჟინრო-გეოლოგიური კვლევა საპროექტო ორგანიზაცია "მ-პროქტმა" ჩაატარა. დასკვნის მიხედვით, გზაზე ახალი ასფალტის დაგებას, დაახლოებით, 758 000 ლარი სჭირდება. გზის სიგრძე 829 მ-ია. გორგასლის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოებზე ტენდერი...
სოფელ შავშვებისა და გორის მე-19 საბავშვო ბაღების ბიბლიოთეკებს მწერალმა ალექსი ჩიღვინაძემ და მისმა მეუღლემ ანა ჯანელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა გადასცეს. ალექსი ჩიღვინაძე რამდენიმე თვის წინ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებული გახდა. საბავშვო ბაღების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების მიზნით, მიღებული ჰონორარით მწერალმა საბავშვო ლიტერატურა შეიძინა. მან 130 - მეტი წიგნი გორის მუნიციპალიტეტის იმ საბავშვო...
ნინოწმინდაში პროდუქტი ქუჩებში აღარ გაიყიდება, მერია გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით ქალაქში დახურული ტიპის აგრარულ ბაზარს ააშენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. აგრარული ბაზრის მშენებლობისთვის ნინოწმინდის მერიამ ტენდერი 191 000 ლარზე გამოაცხადა. ამ დრომდე, ქალაქში სხვადასხვა პროდუქტი ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე იყიდება. "ბაზრის მოწყობით ვაჭრობა არალეგალური ადგილებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავა. წლებია რაც ქალაქს აგრარული ბაზარი არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ ხალხი კონკრეტულ ობიექტში ლეგალურად...
წინა სტატია ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგად შერჩეული 13 თანამშრომელი 18 მარტიდან სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მერია კონკურსის წესით დანიშნული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას წერილობით ითხოვს, შესაბამისად, ამ დრომდე ახლადდანიშნული თანამშრომლებიდან მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ია გოგატიშვილის ვინაობაა ცნობილი. ახალციხის მერიას კონკურსი 17 პოზიციაზე ჰქონდა გამოცხადებული, საიდანაც ოთხი პოზიცია ჯერაც ვაკანტურია, ვაკანტურია: პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის...
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ "ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 281 განცხადება შევიდა, საიდანაც ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი ნახევარს, კერძოდ 135 ობიექტს ეთქვა. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, უწყებას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 2017 წელს 1757-ჯერ მიმართეს, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 814 ობიექტს ეთქვა . 2018 წელს მიღებული 1727 განცხადებიდან კი, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 741 ობიექტმა...
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო "პალიტრას“ გადაცემაში "საქმე“ განაცხადა, რომ ტაქსების პარკირების ადგილას სხვა მანქანის გაჩერებაზე ჯარიმა, შესაძლოა, ხუთჯერ გაიზარდოს და 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდეს. "ტაქსისტებს არ ჰქონდათ კუთვნილი ადგილები და სხვადასხვა ადგილების გამოყენება უწევდათ. ჩვენ შევქმენით უფასო ტაქსის ადგილები, მონიშვნაც გაკეთდა ამისთვის, თუმცა არასაკმარისი სივრცეების გამო სხვა ადამიანებმაც დაიწყეს ამ ადგილების გამოყენება. მართალია, ამ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუჩათა რაოდენობა სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან, დაახლოებით, 12-ია. აღნიშნული საკითხი დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად ხვალ გავა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. აღნიშნულ 12 ქუჩას შორის  წერეთლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებიც მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ გასული წლიდან თბილისში უკვე განსაზღვრულია 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეუძლიათ. ეს 14 ქუჩაა: ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით...
წინა სტატია კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია 335 მეტრი სიგრძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოეწყობა, როგორც სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი, ისე ტროტუარები. "გზის საფარის ზედა ფენა, როგორც ქუჩაზე ასევე მის მიერთებებზე, წვრილმარცვლოვანი, მკვრივი, ღორღოვანი ასფალტბეტონით მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, ხელშეკრულების მიხედვით შპს „იბოლიამ“ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს", - ამბობენ მერიაში. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით 18 მარტს ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - "ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ბათუმს ქვემო სილეზიის მარშალი ცეზარი ფშიბილსკი და სხვა ოფიციალური პირები სტუმრობენ. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. რეგიონის პირველმა პირმა, ფორუმის ფარგლებში, აჭარის ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთებისთვის ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური...
სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპოს მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, აღნიშნული შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს. სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარია გამოყოფილი "უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. "აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ADB- ს ათ წელზე მეტი წარმატებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომლის დროსაც ჩვენს რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესია...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ  ველისციხეში, უშგულის თემის სოფლებში ჩვიბიანსა და ჟიბიანში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, ღია კარის დღე გამართა. სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი შენგელიამ მიაწოდა. პროექტის...
წინა სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 22 პროექტი 9 478 271 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან ქალაქ ზუგდიდში საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას 422 959, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას, კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციას და წყალსაწრეტი არხის მოწყობას 1 351 330, საბავშვო მოედნების მოწყობას 160 ათასი, ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობას 252...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სენაკის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 20 პროექტი 4 181 471 ლარით დაუფინანსდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობა 277 780, ჭყონდიდელის, რუსთაველის (ჟიული შარტავას სახელობის პარკი), რუსთაველის (N7 საჯარო სკოლა) და მშვიდობის (მექანიკური ბინები) ქუჩაზე არსებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ