ბელარუსში ქართული პროდუქტის მაღაზიის გახსნა, საქართველოში კი ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი საწარმოს ამოქმედება იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძისა და ბელარუსის ვიცეპრემიერ მიხეილ რუსის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
როგორც პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, ასევე, განიხილება ლიფტების ერთობლივი წარმოება და თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, კერძოდ, საბორნე მიმოსვლის განვითარების პერსპექტივა და ბელარუსიდან წამოსული ტვირთის ტრანზიტი საქართველოში, უკრაინის გავლით.
"ბელარუსული მხარე დაინტერესებულია საქართველოში ტრაქტორების ამწყობი ერთობლივი...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინელი ბლოგერები და ჟურნალისტები სტუმრობენ. მედიატურის ფარგლებში ისინი ბათუმის ტურისტულ ადგილებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კურორტ გოდერძის მოინახულებენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ასევე, ჟურნალისტები ქედის მუნიციპალიტეტს ეწვევიან, სადაც ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. მედიატურის შედეგად, რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები და ბლოგები უკრაინის წამყვან მედიაპლატფორმებზე ერთი თვის განმავლობაში გამოქვეყნდება.
https://www.youtube.com/watch?v=MbQedF8GTLs
საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღის ეზოს მდგომარეობა აღწერა, შესაბამისი პროექტები დაგეგმა და მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტები ეზოებში არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას და საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობას, ასევე, 21 საბავშვო ბაღში პანდუსების, მათგან სამ ბაღში კი ამწე პანდუსების დამონტაჟებას ითვალისწინებს.
"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაგა-ბაღების მონიტორინგს და აღნუსხავს ყველა საჭიროებას. სწორედ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტს....
31 მარტს, ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი“ გაიმართება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ღონისძიება „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია "შინდის“ ერთობლივი პროექტია.
ფესტივალზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს. ასევე, “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი იქნება.
https://www.youtube.com/watch?v=eR6jC5LSxAw
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობისთვის მიმდინარე წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯტში 36 094 000 ლარია გათვალისწინებული.
როგორც მერიაში განმარტავენ, მიმდინარე წელს ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქუჩების, შესახვევებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა (ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე), ლუკა ასათიანის ქუჩა (ვარშანიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე), ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა (ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე) ივანე ჯავახიშვილის ქუჩა (ორბელიანის ქუჩიდან გიორგი...
წინა სტატია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ქედის მუნიციპალიტეტისთვის 740 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
აღნიშნული პროექტი ქედის 63 სოფელში განხორციელდება, საჭიროებებს კი ადგილობრივები თავად განსაზღვრავენ. რომელი ინფრასტრუქტურული პრექტია სოფლისთვის მნიშვნელოვანი, ეს კრებებზე გადაწყდება.
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია, გზების, ხიდების, სანიაღვრე არხების, სასმელი და სარწყავი წყლის, ამბულატორიების, სკვერების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
https://www.youtube.com/watch?v=uy2NGO9BdiI
წინა სტატია
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში, კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება - "კოლხიშ ნანა“ დადგეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ქანდაკება ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.
ქანდაკებისთვის "კოლხიშ ნანას“ სახელის მინიჭების ინიციატივით ზუგდიდის საკრებულოს მეღვინე მიხეილ ცირდავამ 1 მარტს მიმართა, მისი ინიციატივა საკრებულომ...
წინა სტატია
თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ახალი რეგულაციების გადავადებას და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უპასუხა.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომზადდა და დედაქალაქის მთავრობა ტაქსების მძღოლების ნაწილის მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.
"ჩვენთვის მიუღებელია ამ რეფორმის გაპროტესტება. რაც შეეხება იმას, რომ გადაღებვის ხარჯებს ვერ ფარავს ჩვენს მიერ გაცემული...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე 15 მარტს განაცხადების მიღება დასრულდა. კონცეფციის შემუშავებაზე 6 განაცხადი შევიდა.
კონკურსის მეორე ეტაპზე განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის და 3 გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს.
“კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი...
ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც ადიგენის რესურსცენტრის დირექტორმა ინგა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მოსწავლეებისთვის ტრანსპორტი გამოყოფილია და ყოველ დღე, ვიდრე სკოლის რეაბილიტაცია არ დასრულდება იქ ისწავლიან.
ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 000 ლარი იხარჯება, 12 მარტს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება. ტენდერში...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლები მერიის მიერ შემოღებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა თბილისის მერთან ან მის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებაა. მათი თქმით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება და არ მოხდება მოლაპარაკება რეგულაციების გაუქმებასთან დაკავშირებით.
აქციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა და აჭნიშნა, რომ ტაქსების რეფორმა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომზადდა და...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს.
"საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, - განაცხადეს მერიაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებული...
ბორჯომში პლატოს ტარიტორიაზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ადგილზე გაეცნო.
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე.
ამასთან, სააგენტო სანიტარულ...
წინა სტატია
სტრატეგია მომზადებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
რას ითვალისწინებს დეცენტრალიზაციის სტრატეგია:
1. შესავალი ................................................................................................................................................. 3
2. არსებული ვითარების ზოგადი მიმოხილვა და გამოწვევები ............................................................ 3
3. სტრატეგიული მიმართულებები ......................................................................................................... 7
4. სტრატეგიის განხორციელების პრინციპები ........................................................................................ 8
5. საშუალოვადიანი ხედვა 2025 წლისთვის .......................................................................................... 10
6. სტრატეგიის მიზნები და ამოცანები .................................................................................................. 10
6.1. სტრატეგიული მიზანი 1 – თვითმმართველი ერთეულის როლის გაზრდა საჯარო
საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში...............................................................................10
ამოცანა 1.1: თვითმმართველი...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თბილისის მერია დღეს კიდევ 27 ოჯახს საკუთრებაში იმ საცხოვრებელ ფართს გადასცემს, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
"ჩვენ პროგრამა უკვე დაწყებული გვაქვს და უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ამ ადამიანებისთვის ხელშეწყობა და თანადგომა ხდება მერიის მხრიდან. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს გავაბედნიერებთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში...
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი 26 მარტს პირველ შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის ბიურომ სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მარტს მიიღო. როგორც ბიუროს მიერ მიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, ჯგუფში, გარდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისა, ასევე, შევლენ პარლამენტის სხვა კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































