თბილისის მერია 27 ოჯახს საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში გადასცემს

603

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თბილისის მერია დღეს კიდევ 27 ოჯახს საკუთრებაში იმ საცხოვრებელ ფართს გადასცემს, რომლებშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

“ჩვენ პროგრამა უკვე დაწყებული გვაქვს და უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ამ ადამიანებისთვის ხელშეწყობა და თანადგომა ხდება მერიის მხრიდან. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს გავაბედნიერებთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ამ 27 ოჯახიდან 22 ოჯახი ცხოვრობს მუხაძის ქუჩის მიმდებარედ. დანარჩენი 5 ოჯახი ცხოვრობს პოლიტიკოვსკაიას 47 ნომერში, ვარკეთილის მესამე მიკრო-რაიონში, ჟორესის ქუჩა 13-ში, მუხიანის დასახლების 1-ლი მიკრორაიონის 1-ელ კორპუსში და ოცხელის ქუჩის 4 ნომერში. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო ის, რომ ეს საცხოვრებელი ფართები მათ უკვე საკუთრებაში აქვთ, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.