ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. კერძოდ, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს  პირველი სართულის იატაკის ფილის დემონტაჟი, რის შემდეგაც გაამაგრებენ საძირკველს. საძირკველის გამაგრების შემდეგ კი, გადაიტიხრება შენობა გადაიტიხრება და სარემონტო სამუშაოები დაიწყება. გარდა ამისა, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაგეგმილია სახურავის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 794 990 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. საბავშვო ბაღი 210 აღსაზრდელზეა...
ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობა, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროგაყვანილობის სისტემები. სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი. სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები...
წინა სტატია მეტეხის გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მისი რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. "გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამუშაოებს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული გვირაბის მოწესრიგება. მძიმე მდგომარეობა იყო...
წინა სტატია ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას, ა(ა)იპ "ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსისთვის" ფართის გადაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოზე დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საკრებულო ოპოზიცია ფართის უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაცემას გაუმართლებლად მიიჩნევს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანიას აცხადებს, რომ მერია ტერიტორიას უსასყიდლოდ არ უნდა გასცემდეს, თანაც იმ უნივერსიტეტისთვის, რომლის მხოლოდ საძირკველი მესამე წელია შენდება. ასევე, მას მიაჩნია, რომ 60 000 სტუდენტის ნაცვლად, 3 000 სტუდენტის მოზიდვა...
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში კულტურის დღეების "საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019-ის“ ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, "ქართველების ქუჩა“ (Kartvelų gatvė) გაიხსნა.  ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. 2018 წლის მაისში ლიეტუვამ საქართველოს აუთენტური დასახელების, Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების გადაწყვეტილება მიიღო. ეს აქტი ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავს მიეძღვნა. შესაბამისად, ვილნიუსში ახლად გახსნილ ქუჩას Kartvelų gatvė ეწოდა, რაც "ქართველების ქუჩას“...
ქობულეთში მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის "Green Resort-ის" მშენებლობა იწყება. ამ ტერიტორიაზე, 180 ჰექტარზე, სამ წელიწადში გაშენდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით. ეს ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციაა, რომლის წყალობითაც აჭარა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება, -  განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პროექტის პრეზენტაციაზე. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე აჭარის ტურისტულ ინფრასტრუქტურაში განხორციელებულა  და ამ მასშტაბური ინვესტიციიდან მცირე...
თეთრ ხიდზე სტიკერების გაკვრის საქმეზე ქუთაისის მერიამ სასამართლო დავა მეორედ წააგო. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის"ევროპა ჩვენი სახლია " მიმართ გამოწერილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გააბათილა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის თქმით, ორგანიზაციის წევრებს ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრით კანონი არ დაურღვევიათ. ქუთაისის მერიამ იგივე საქმეზე პირველი დავაც წააგო, როცა "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი გია გოქაძე ხიდზე სტიკერების "სახიფათოა " გაკვრის...
წინა სტატია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან მცირე დაპირისპირების შემდეგ აქციის ერთ- ერთი მონაწილე, ტაქსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც აქციაზე მყოფმა "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა, დაკავებული მოქალაქე კახეთის გზატკეცილზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მანამდე კი აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს, შესაძლოა, “ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ტანდემმა ტაქსების სფეროში სრული მონოპოლია დაამყაროს და ეს ადამიანები გაწიროს შიმშილისთვის. ხელისუფლების მიზანია, ამ გამოგონილი რეგულაციებით ტაქსის...
წინა სტატია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, სანიტარული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ. განცხადების თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებულ ფიჭვებთან ერთად, ჯანსაღი ხეებიც იჭრება, აღნიშნული ტერიტორიიდან კი მოჭრილი ხეების გატანა არ ხდება. "მსოფლიო მასშტაბით, დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, გაზაფხულსა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება მერია ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის ამოქმედებას მას შემდეგ გეგმავს, რაც მოსახლეობას ახალი ავტობუსების სახით ალტერნატივას შესთავაზებს, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის დავით მესხიშვილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "დავით მესხიშვილისგან, ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით, მე პირადად სერიოზული განცხადება ვერ მოვისმინე და არც ეს განცხადება არ არის სერიოზული. დავით მესხიშვილი რომ ლაპარაკობს ალტერნატივა...
აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წევრები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის ლოზუნგია - "ბიძინას პროექტები აჭარაში 2013-2019 წლებში - მოპარულია 100 მილიონი ლარი". ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 2013-2019 წლებში მმართველმა გუნდმა აჭარაში სხვადასხვა პროექტებიდან მილიონობით ლარი მიითვისა. ოპოზიციის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან იმ პროექტების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც, მათი მტკიცებით, შეჩერებულია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ...
წინა სტატია თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მერია ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ფუნქციონირების აკრძალვიაზე მუშაობს. "ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს ისეთ სცენარს, რომ ფიზიკურად ვერ მოხდება ობიექტის ექსპლუატაცია იმიტომ, რომ კორპუსში ვერ მოხდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდება და ინდივიდუალური მომხმარებლების აბონირება. ეს არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რითაც იქნება უზრუნველყოფილი, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ ობიექტზე არ მოხდეს ადამიანების შესახლება...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით, თბილისის მერია ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს. მისი თქმით, ამნისტია მიმდინარე მშენებლობებს არ შეეხება. "თბილისში აშნებული, მაგრამ სამართლებრივად ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობები, დაახლოებით, 800-მდეა. მიზეზი სხვადასხვაა. რა თქმა უნდა, ეს არის სამშენებლო დარღვევები და გადაცდომები, პროექტიდან გადახრები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს ინიციატივა, მოხდეს ერთიანი ამნისტირება და ამ ობიექტებს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქალები, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით იყვნენ დაინტერესებულნი, უკვე გადაამზადეს, თუმცა ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპიანიას მათ დასასაქმებლად ვაკანსიები არ აქვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, გადამზადებულია 21 ქალი მძღოლი. მათივე ინფორმაციით, ისინი ბოლო ეტაპს, დამატებით ორკვირიან სწავლებას გადიან. "სწავლება ამ პროგრამის ფარგლებში 25-მა ქალმა გაიარა. აქედან 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა აღებული და დარჩენილი 4...
წინა სტატია სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – chargers.tbilisi.gov.ge-ზე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენისდამონტაჟების მოთხოვნით, მერიაში 59 განაცხადი შემოვიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "ელექტროდამტენების თემა მნიშვნელოვანია. როგორც იცით, წახალისების მიზნით, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ განვაცხადეთ, რომ ვისაც ელექტრომობილები ჰყავს, ან ვინც აპირებს შეიძინოს, შეუძლია, დედაქალაქის მთავრობას მიმართოს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მათ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ