თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

727

წინა სტატია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, სანიტარული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.

განცხადების თანახმად, სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებულ ფიჭვებთან ერთად, ჯანსაღი ხეებიც იჭრება, აღნიშნული ტერიტორიიდან კი მოჭრილი ხეების გატანა არ ხდება.

მსოფლიო მასშტაბით, დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სანიტარიული ჭრები ხორციელდება. ამიტომაც გთხოვთ, საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით. 

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 15 მარტიდან წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები, რის პარალელურადაც ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება. წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3 575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც სანიტარიული ჭრები დასრულდება. მიმდინარე წელს თბილისში 13 750 ხისა და 3 136 ბუჩქის დარგვაა დაგეგმილი.

დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა უკვე დაწყებულია. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.

ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც განხორციელდება.“, – ნათქვამია განცხადებაში.

✅ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სანიტარიული ჭრების ფარგლებში…

Posted by გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური on ოთხშაბათი, 27 მარტი, 2019