ადგილობრივი ბიუჯეტების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტებში 60 ახალ საბავშვო ბაღს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი საბავშვო ბაღები, რის გამოც მოსახლეობას პრობლემები აქვს. ამიტომ საჭიროა, განათლების რეფორმის ფარგლებში, ახალი საბავშვო ბაღები აშენდეს.
პრემიერი აღიარებს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები იმდენად მწირია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი თანხებით მშენებლობებს ვერ მოახერხებენ,...
ბორჯომი-წაღვერი-ტიმოთეს უბნის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის 1 836 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა ვიდრე წყალმომარაგების კომპანია პროექტს ჩაიბარებდა, მილებიდან წყალმა გაჟონა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მილებიდან წყლის გაჟონვის გამო ბორჯომი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის წინ, იტბორება.
"გაერთიანეეს პროექტი არ ჩაგვიბარებია ჯერ, თუ სათანადოდ არ შეასრულებენ პროექტს, ბუნებრივია არ ჩავიბარებთ“, – ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი ბესიკ ფილაური.
სამუშაოებს წყალმომარაგების...
ქალაქ ახალციხის, ასევე, ვალისა და აწყურის სამუსიკო სკოლების ა(ა)იპ–ები გაუქმდა და ერთი ა(ა)იპ–ი ჩამოყალიბდა, შესაბამისად, გაუქმებულ ა(ა)იპ–ებში თანამშრომლებს შეამცირებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბებას საკრებულომ მხარი 26 მარტს გამართულ რიგით მესამე სხდომაზე დაუჭირა.
"გაერთიანების შედეგად, საკადრო ცვლილებები პედაგოგებს არ შეეხებათ, თუმცა შემცირდებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები, მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ გაორებული პოზიციები შემცირებულიყო“, – ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.
როგორც საკრებულოს სხდომაზე...
ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამაღლების სახელობის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს გზის დაგების შემდეგ ქუჩის საათი აიღეს. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ის საათი გაფუჭებულია და ამიტომ ახალს შეიძენენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კოსტავას ქუჩაზე, გასული წლის ნოემბერში დაწყებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, თუმცა ამ დრომე ქუჩის საათი არ დადგამთ.
"ყველამ იცის, რომ ეს საათი წლების მანძილზე დაზიანებული იყო, არ მუშაობდა და ფორმალურად იდგა იქ. ვეცადეთ...
ზესტაფონის, ჭიათურისა და ტყიბულის მერიებმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, "ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პროექტი სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს დააფინანსებს, რომლებიც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება. პროექტის საერთო ღირებულება 355 000 ევროა.
პროქტის ფარგლებში გაძლიერდება მუნიციპალიტეტების თანამშრმელთა და პარტნიორების უნარები დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ ინდუსტრიულ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის ევროკავშირის მიერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ერთობლივად განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.
როგორც დედოფლისწყაროს მერიაში აცხადებენ, პროექტის "ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, შექმნა კახეთის რეგიონში“ ხანგრძლივობა ორი წელია და ამ დროის განმავლობაში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება ბიოსფერული რეზერვატი, რომელიც არა მხოლოდ დედოფლისწყაროს, არამედ მთლიანი რეგიონის განვითარებას შეუწყობს...
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში 2007 წელს დაწყებული რაგბის სტადიონის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. პროცესის გაჭიანურების მიზეზად აქამდე ორ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სახელდება, მერიაში მიზეზად პირობების შეუსრულებლობას ასახელებენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ახლა პროცესი ბოლომდე მესამე კომპანიამ უნდა მიიყვანოს. პროექტის საერთო ღირებულება ჯამურად 100 ათას ლარს აჭარბებს. ცნობისთვის, ფურტიოში არსებული ერთადერთი სარაგბო კლუბი წლებია სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე ვარჯიშობს, რომელიც ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
https://youtu.be/pXdIWIqYJRw
კომპანია "ემ პი ერ“-ის დირექტორი და ტრენერი კომუნიკაციების მიმართულებით ამბობს, რომ ბათუმის წყლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კანონდარღვევით შეარჩიეს. ტენდერში ნათია სირაბიძეც მონაწილეობდა, ბათუმის წყალმა კი სატრენინგო მომსახურება ამხანაგობა "მილენიალები 5-ისგან" შეისყიდა, რომელსაც როგორც ნათია სირაბიძე ამბობს, გამოცდილება არ აქვს და ტენდერის შედეგების გამოცხადების დღეს არის რეგისტრირებული, ამასთან არ ჰქონდა კანონმდებლობით მოთხოვნილი ელექტრონული ხელმოწერა. სირაბიძე ვარაუდობს, რომ სატენდერო კომისიის წევრებმა ინფორმაცია არ გადაამოწმეს. მიაჩნია, რომ გამარჯვებული...
სტატიის გაგრძელება
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ხელმღვანელობით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც იმსჯელა და გადაწყდა, რომ 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
ამასთან, მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ახალ ბიბლიოთეკას ააშენებს, რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი მიენიჭება,
ასევე, ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტა მარკას...
წინა სტატია
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და შესაბამისად, ტაქსების გადაღებვა მიმდინარეობს.
"ბევრჯერ მომიწია ახსნა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რა ბენეფიტებს მიიღებენ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები. ჩვენი მუშაობით, ისინი საშემოსავლო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდებიან. ქალაქში მათთვის საპარკინგე ადგილებია გამოყოფილი და უფასო იქნება. უკვე არსებობს ეს ადგილები და ჩვენ კიდევ ვამატებთ საპარკინგე ადგილებს. ტაქსის მანათობელიც, რომლის...
წინა სტატია
თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ყვითელმა სამარშრუტო ტაქსებმა, შესაძლოა, ცენტრალურ ქუჩებზე აღარ იმოძრაონ. მისი თქმით, მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, შიდასაუბნო ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ცენტრალურ სატრანსპორტო საშუალებებთან დამაკავშირებლის ფუნქციას შეასრულებენ.
როგორც ხმალაძემ განმარტა, პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
"აუცილებლად გადაიხედება შესაბამისი კონტრაქტი, რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს არის გარდაუვალი პროცესი. ეს პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაშია. უახლოეს პერიოდში მოწოდებული იქნება საბოლოო ანგარიში...
"ამხანაგებო, ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს!ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი, ძველი ბათუმის დასაცავად!" - ამ შინაარსის პროკლამაციები სტუდენტმა ბათუმის დრამატული თეატრის მესამე იარუსიდან გადმოყარა, სადაც საპრემიერო ჩვენებას პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
აქცია-პერფომანსს სპექტაკლზე მყოფმა პარლამენტის წევრმა მარიამ ჯაშმა სიტყვის...
ტელეკომპანია "მაესტრო"
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, კოკა კიღურაძემ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის ხარვეზებზე ისაუბრა.
წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსების რეფორმით უკმაყოფილო მძღლებს რამდენიმე კაციანი ჯგუფის შექმნას და შეხვედრას სთავაზობს.
"გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს მზაობა შევხვდეთ მათ, შეუძლიათ მათ გააკეთონ ხუთ კაციანი, ან ათკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ენდობიან და ნებისმიერ დროს, ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ და მათ...
საქართველოს პარლამენტმა ახალი საზედამხედველო მექანიზმი - თემატური მოკვლევა აამოქმედა.
"თემატური მოკვლევების მეშვეობით საქართველოს პარლამენტი საზოგადოებასთან დიალოგს უფრო ეფექტიანად წარმართავს და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების შესახებ", - ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ახალი მექანიზმის უმთავრესი ფუნქცია შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ბოლო პერიოდში პარლამენტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებაზე. ჩვენ გვინდა, რომ...
წინა სტატია
თბილისის მერი კახა კალაძე მზად არის იმ ტაქსის მძღოლებს შეხვდეს, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ. კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან ამ მხრივ მდგომარეობა უნდა მოგვარდეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მისი თქმით, ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა არ სურს, რადგან აქცია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული.
"რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































