ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
"შენობა დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და გაზრდის მოქალაქეთა მომსახურეობის ხარისხს. პროექტის ღირებულება 249 434 ლარს შეადგენს”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.
პროექტს რეგიონული განვითარების სამჯნისტრო ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის...
ადიგენში ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი 1 552 290 ლარზე გამოაცხადა. სწორედ ეს გზა მიდის ოქროს ციხემდე, თუმცა მიმდინარე წელს ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი მონაკვეთის სრულად მოასფალტება არ იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 2.63 კმ-ს შეადგენს. ტენდერში მონაწიელობის მსურველთათვის წინადადებების მიღება ხუთ აპრილს დაიწყება და 10 აპრილს დამთავრდება.
ფხერო-შოყას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გამარჯვებულ კომპანისთან ხელშეკრულების დადებიდან 150 დღის...
ახალციხეში უკანონოდ მოწყობილი ნაგავსაყრელების დასუფთავებაზე იმსჯელეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ძირითადად, ყურადღება პირველი სკოლის მიმდებარედ მდინარის სანაპიროსა და ხიდის ქვეშ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, ასევე, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებაზე გამახვილდება.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლოა, ამოქმედდეს სანქციები.
წინა სტატია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა 4801 პროექტი დაამტკიცეს. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, უკვე 200-ზე მეტი საპროექტო დოკუმენტაციაა შესყიდული. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, მაისის ბოლომდე, მუნიციპალიტეტები სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტებს გააფორმებენ, 2020 წლამდე კი ყველა პროექტის დასრულება იგეგმება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 3700...
გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 672 400 ლარია.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. ასევე, დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური...
ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N31 კორპუსის წინ, ახალი სტადიონის მოწყობა დასრულდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 500 კვ.მ ფართობის ხელოვნურ საფარიანი მოედანი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სტადიონზე კალათბურთის ფარები დამონტაჟდა და გარეგანათების სისტემა მოეწყო. სამუშაოები, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 68 600 ლარით დაფინანსდა კომპანიამ შპს"პარმა“ შეასრულა.
ასევე, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი სპორტული მოედნის მოწყობა ვარკეთილის მეორე რიგში, N176 საჯარო სკოლის მიმდებარედ,...
ნაძალადევის რაიონში კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-9 კორპუსის წინ ხორციელდება, სადაც წყალარინების მოძველებული მილები ჯამში, 328 გრძივ მეტრზე იცვლება და 6 ახალი საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.
"ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონის მე-9კორპუსთან საკმაოდ მოცულობით სამუშაოებს ვასრულებთ. ძველი, დაზიანებული მილების შეცვლით 100-მდე ოჯახს კომუნიკაციების მხრივ არსებული პრობლემები მოუგვარდება. კორპუსის ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ,...
ნაძალადევის რაიონში, ასათიანის (ყოფილი სტურუას) ქუჩა N31-ში, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი და ლითონის ღობე მოეწყო. ასევე, როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდებარედ არსებულ საფეხმავლო გზაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
მათივე ინფორმაციით, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის სიგრძე 17.4, ხოლო სიმაღლე - 2.7 მეტრი.
აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული სამუშაოებისთვის 34 159 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ...
ზღვის უბანში ნიშნიანიძის ქუჩაზე N25-27 კორპუსებთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ასევე, 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
"აღნიშნული გზა 142-ე საჯარო სკოლის გვერდზე მდებარეობს, რომელსაც N25 და N27 კორპუსების მცხოვრებლების გარდა, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-3 და მე-4 კვარტლების მოსახლეობაც იყენებს. ამ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები...
ჩუღურეთის რაიონში ხუდადოვის ქუჩაზე 2 000 კვადრატულ მეტრზე, შიდაკვარტალური გზის მოწესრიგება მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 60 000 ლარი გამოიყო, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს "ბი ემ სი“ აწარმოებს.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაეცნენ.
https://www.facebook.com/DistrictofChugureti/posts/2219577248313129?__xts__=68.ARAjucDP4Qn0x8TPW-2pz9a0SlWpvIj1PSJ2mpPNP3HowuWOdn-Ukreb5ztzdp5QmCTD7LlGo0MeX6E7Fy8T9efMC-jxE_WNRiBVisvMQm-O7ucv9A4jIQ0-rgrJy97IQ4iB7AIzLC0bqoqGP6g_UIuJ0AmWy5F4ko4sOGiGj0ITaRAwH6veSI1sz2O33HFTgoYA4P94TKYGwcNswcfxW6rrXbYiBFAf50l8wKXxH3MBAnbak2f3ULMXgIYxD5Mjwp9CNisLDOqXiMjRWmuf4mRkEY9BSXuoivadbSYtqTOpPW_UNhY53IewAOogEo2YZokl4mk6YKbZLhVe5EhSmKZJbrYBogfp93Jx2w3w0m_x8H7-nG-Ep6BofwJiNt4zn0T0AXtaOHOAphE9IjNzsaaAAaK8lXZ19I37Reg4D0ZN4LNPcGZ9BTXOAl3cxuxiSen_6McGxNQJPiXhQrh0dQyATA&__tn__=-R
უკანონო მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერიიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ გარემოების მიუხედავად ზედამხედველობის სამსახურს კანონდარღვევის შემჩნევა გაუჭირდა. ფულადი სანქცია კი კომპანიას მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდგომ დააკისრეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როდის დაიწყება პროექტისა და ნებართვის გარეშე აშენებული სართულების დემონტაჟი მერის მოადგილემ არ იცის, თუმცა დავით ვერულიძე კანონის აღსრულების პირობას დებს.
რატომ შენდება სართულები პროექტის და ნებართვების გარეშე ტურისტულ ქალაქში ან როგორ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოჩა მარგველაშვილი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მარგველაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა მისი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას.
სამხედრო სამსახურის სპეციალისტი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თანხის აღების მომენტში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის...
ხობის სოფელ ძველ ხიბულაში იმ სახლის რეკონსტრუქცია დაიწყო, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. პირველი ეტაპი იმ ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, რაც გამაგრებას არ ექვემდებარება. თუმცა ძირითადი შენობა რჩება. შენობასა და ეზოს კი საგანგებოდ შემუშავებული პროექტის მიხედვით აღადგენენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მათი სურვილია სამუშაოები შუა ზაფხულში დასრულდეს. ამიტომაც,...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სურამში ე.წ "ბაიანთხევის“ მიმდებარედ, მუხისა და იფანის ნერგები დარგეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტორში აცხადებენ. გასულ წელს ტერიტორიაზე ფიტოპათოლოგიური კვლევა განხორციელდა და დადგინდა, რომ ხეების დაზიანება და ხმობა მავნე მწერმა - მუხის დიდმა ხარაბუზამ გამოიწვია. მათივე ინორმაციით, სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი სანიტარული ჭრების...
შინაგან საქმეთა მინისტრს ხურვალეთის მოსახლეობამ მთის სტატუსის მინიჭება სთხოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
"გაყოფა არ მოსულა?" - ჰკითხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის გუბერნატორს გიორგი ხოჯევანიშვილს. ხოჯევანიშვილმა უარყოფის ნიშნად მინისტრს თავი დაუქნია. საუბარი ეხება მთის სტატუსის მინიჭებას, რომელსაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ხურვალეთის მოსახლეობა ითხოვს.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ვიცეპრემიერს აუხსნეს, რომ ზედა უბანი, რომელსაც დიდი ხურვალეთი ჰქვია, მაღალმთიანი დასახლების...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ პატარა ხურვალეთის მოსახლეობას სასაფლაოს მოსაწყობად მიწა გადასცა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, პატარა ხურვალეთის (მათ შორის ბობნევი) მოსახლეობას მიცვალებულის დაკრძალვა დასახლებასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე შეეძლებათ.
ამასთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილ მიწას შემოღობავენ.
ცნობისთვის, ამ დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს მიცვალებულები ძველ სასაფლაოზე დარჩათ, რომელიც ოკუპირებულია. რაც შეეხება დიდი ხურვალეთის სასაფლაოს, იქ ადგილობრივი მცხოვრებნი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































