ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონს მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდება. სამუშაოების დაწყებამდე, კომპლექსის არსებული ინფრასტრუქტურა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. "ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ტრიბუნებისა და მისი შიდა სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა მსაჯების ოთახები, გასახდელები, სველი და ტექნიკური ოთახები, გარეგანათება, ასევე, გადაიხურება ტრიბუნები, ფედერაცია კი საფარს სრულად განაახლებს....
სტატიის გაგრძელება მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ ქონებაზე გარეული ცხოველების თავდასხმისას, ცხოველების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. შესაბამისი ცვლილებები “ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. უფრო კონკრეტულად, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას წარმოადგენს. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირებას მუნიციპალიტეტები...
ლიზა სოფრომაძე – რეგიონის განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე თვითმმართველობა კომპლექსური მართვაა, ეს არის ტერიტორიის მართვა, ტერიტორიის განვითარება, რომელსაც უნდა მიაღწიო იმ კომპეტენციების განხორციელებით, რაც გაგაჩნია. რა არის ეს კომპეტენციები? თუმცა, სანამ ამის განხილვაზე გადავალ, მანამდე მინდა, განვიხილო სამინისტროები, ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება! ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, სოფლის მეორნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. - თითოეულ მათგანს მინიმუმ ორი, ან...
წინა სტატია ტაქსის მძღოლებმა თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ დღეს ტაქსის მძღოლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ამასთან, ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს იქამდე, ვიდრე ტაქსების მძღოლები დედაქალაქის მთავრობასთან სამუშაო პროცესს არ დაასრულებენ. "საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ ავყვეთ არანაირ პოლიტიკურ ძალას პოლიტიკურ თამაშებში და ბრძოლა გავაგრძელოთ სუფთა ხელებით. ვართ მერიასთან მოლაპარაკებების რეჟიმში, რიგ საკითხებში...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 3 სხვადასხვა სახის არჩევნები 19 მაისს გაიმართება, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს. საქართველოს პარლამენტის პირველი მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას...
პირველ მაისამდე ორი ა(ა)იპ-ის - "სპორტული გაერთიანებისა" და "მუნიციპალური კულტურის ცენტრის" რეორგანიზაცია დაიწყება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. როგორც გურჯაანის მერის მოადგილემ, ლელა თევდორაშვილმა აღნიშნა, ორივე ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდება. "მერის მოადგილის რანგში ფაქტობრივად დავამთავრე ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა. ჩემთვის სრულიად ნათელია როგორი მდგომარეობაა იქ, გავეცანი მათ სტრუქტურას, დებულებებს, წესდებას და ა.შ. ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება...
საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია პარტია "ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. შენგელიას თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად სჭრიდება გვერდით მდგომი თვითმმართველობა, რომელსაც მუდამ ახსოვს, თუ საიდან მოდის მისი ძალაუფლება. "საჭირო გზავნილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რეგიონალურ დონეზე პარტიული პოლიტიკის გაძლიერებისთვის. პარტიული სტრუქტურის გაძლიერება ნიშნავს მეტ კომუნიკაციასა და...
წინა სტატია სამმა პოლიტიკურმა პარტიამ - "ევროპულმა საქართველომ", "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "შენების მოძრაობამ" ჭიათურაში მერობის კანდიდატი არ წარადგინეს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის "მომავლის ჭიათურის" წევრს, დავით ჭუმბურიძეს დაუჭირეს. წარდგენისას დავით ჭუმბურუძემ მთავარ გამოწვევად ჭიათურაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და მოუგვარებელი პრობლემები დაასახელა. ჭიათურაში, ასევე, ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას ამავე მოძრაობის წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე მიიღებს. https://www.facebook.com/100000024578553/posts/2448355765175219/ მერის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტი (ხიჭაურის დასახლება) - გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე (ზანკები), ბუნებრივი აირის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 797 000 ლარია. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მსურველ სუბიექტებს შესაბამისი განცხადების გაკეთება 5 მაისიდან 10 მაისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ გაზის მილსადენის სამშენებლო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს. "მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების...
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1 434 627 ლარი დახარჯეს, - ნათქვამიას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში. შედარებისათვის: 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604,3 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ...
სტატიის გაგრძელება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძის ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პარკში, რომლის ფართობის 71 313 კვადრატული მეტრია, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საბავშვო და სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშების და შინაური ცხოველების სასეირნო არეალები, ღია საგამოფენო სივრცე და ამფითეატრი, ასევე, ე.წ. მშრალი ტიპის შადრევანი მოეწყობა. ამასთან, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პარკში არსებული მედიათეკის მიმდებარედ იგეგმება კაფე-აუდიტორიუმის განთავსება,...
წინა სტატია სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბავშვთა ქალაქ "მზიურში" ახორციელებს საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ამასთან, პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნენ. "მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი...
წინა სტატია პარტია "თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ზესტაფონის მერობის კანდიდატად პარტიის თანადავჯდომარე  გოგი წულაია წარადგინა. კანდიდატის წარდგენას პარტიის წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდნენ. მათი თქმით, მთავარი მიზანია, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს და დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან თვითმმართველობების უფლებების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. "ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და...
საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ქალთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც ხეობის განვითარებისათვის აუცილებელია. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ხეობის ახალგაზრდებისათვის აუცილებელია არსებობდეს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოსწავლეებისთვის - სკოლაში სხვადასხვა დაბატებითი წრეები, ისაუბრეს სოფლების გზებისა და სხვა...
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთში სახელმწიფოს რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, საოფელ ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში,  უხუცესთა საბჭოს  შეხვდნენ. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად თუშეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხს შეეხო. უხუცესთა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ გზის მშენებლობა არის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად მოეწყობა ჭაბურღილიც. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღი აშენდება. https://www.facebook.com/zugdidi.gov.ge/photos/a.300341310143830/1148121345365818/?type=3&theater

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ