კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი სამოქალაქო ლიდერებსა და სათემო აქტივისტებს საერთაშორისო სასწავლო CAT(Community Action Training) კურსის გავლას სთავაზობს.
კერძოდ, პროგრამა განკუთვნილია სოციალური, გარემოსდაცვითი, ახალგაზრდული და სხვა საჭირო ინიციატივებით დაინტერესებული სამოქალაქო ლიდერებისა და სათემო აქტივისტებისთვის.
CAT მოიცავს ტრენინგ-კურსს, ონლაინ სასწავლო მოდულებს, მენტორებთან შეხვედრასა და შემაჯამებელ სემინარს.
სასწავლო კურსით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ამ ბმულზე.
სოფელ დიღომში, მოსახლეობის თხოვნით, სპორტული მოედნების მოწყობა მიმდინარეობს.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ახალი მოედნები აღმაშენებლის ქუჩა N60-სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა.
"ვაჟა-ფშაველას N3-ის მიმდებარედ ბეტონის საფარი და ლითონის მავთულ-ბადეები უკვე მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება და მოედნისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია "დოკასპორტი“ ახორციელებს", - განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ინფორმაციით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია პარალელურად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.
https://www.facebook.com/DistrictofSaburtalo/posts/2107357099313932?__xts__=68.ARC8wkOxVT5zPR6bboru-wHo--xT39r5xXbwRfR0WIXTNwBWty-f-sbUFxIcG6dniklHPPDZMtrV4uHGw5anYRgLPsjrlJ8S9IvKMWN7laEoZ3Eg57radzM_9h4UppcQxFljuuRJV4ekmdw9ngz3Tfwb12b9AkhVzFuxAfx7yjtWOI2upItkPgIcMzz391ZuT28zjdMq7x8Zu9UcGplQl6vqc55Zto0n7Gc3gQp3YXJEBtz2TlQM_2Bt_J8iABXG6xhYts1H_WROwDLQB2pCWcHhkyTq-E7vIA4acuReEsa7AbcZn3Fhw-V7oYbUWDLGR4H4hJTTdbMb_Ibo8lQA2IpH8nNrFxXiV1QOadTK0SLSJw5x6MLduu-atpyIWEgkveqv6L7cQsO77d3OVbRATEuiu5JJkxJA9XcfQvDO39A5bmIBxUfv4QOUPt4d7IG2m7PjTz27qWQm5-h7Rt6n&__tn__=-R
საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩა N16-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების ღირებულება, რომელსაც კომპანია "ტაო“ აწარმოებს, 72 531 ლარს შეადგენს.
როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, ტერიტორიაზე განათების სისტემა, საჩრდილობელი და საბაღე სკამები განთავსდა. ამ დროისთვის კი, სკვერში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება და რულონური ბალახი დაიგება.
"აღნიშნული...
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სრულიად ახალი ტიპის - "Street Workout-ის" ტრენაჟორებს ამონტაჟებენ.
გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნების - ე.წ. ფიტნეს ზონების მოწყობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N15 კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსთან უკვე სრულდება.
"რბილ საფარზე სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებს (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მსგავსი მოედანი ასევე, ეწყობა...
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში მდებარე N32 ა - 35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 222 083 ლარი მოხმარდება.
როგორც გამგეობასი განმარტავენ, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური კალათბურთის მოედანი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
"რაიონის მასშტაბით,...
მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში მდებარე N1-4 კორპუსების მიმდებარედ, დუმბაძის გამზირის დასაწყისში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. სკვერის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 999 ლარია გათვალისწინებული.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ამასთან, პროექტის ფარგლებში, სკვერი საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.
"მუხიანში დუმბაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. აღნიშნული სკვერი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო,...
წინა სტატია
ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდებს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე მიაწოდეს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, მოქალაქეთა თანამონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში და სხვა.
პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალურად აუხსნეს მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის კომპეტენციები და უფლებამოსილების განხორციელების გზები.
პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მოწვეული ექსპერტი ლიზა სოფრომაძე უძღვებოდა.
შეხვედრა ხაშურის...
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის, კაკაბაძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში სამივე ქუჩის რეაბილიტაციისთვის 750 ათასამდე ლარი იხარჯება.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, ქიზიყის ქუჩის სარეაბილიტაცო სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში კი, 4 550 კვ.მ ფართობზე დაიგება. პროექტის ღირებულება 285 ათას ლარს შეადგენს.
"ქიზიყის ქუჩაზე ასფალტის საფარი დღემდე არ არსებობდა, რის...
მთაწმინდაზეუკლებას ქუჩა N3-სა და წავკისის ქუჩა N7-ში, მრავალბინიანი ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. პროექტები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 238 ათასი ლარი დაიხარჯება.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოებისფარგლებში შენობების კონსტრუქციულ ელემენტებს ამაგრებენ.
"ამ ეტაპზე საცხოვრებელ სახლებზე საძირკვლის ლენტური გამაგრება მიმდინარეობს, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა...
კოჯორში სკოლის ქუჩაზე სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 90 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი შენდება. კედლის მოწყობისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 593 ლარი დაიხარჯება.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, არსებული, დაზიანებული კიბის ნაცვლად, ასევე, რკინა-ბეტონის ახალი კიბე მოეწყობა, კედლის მთელ პერიმეტრზე კი ლითონის მოაჯირი და მავთულბადის ღობე დამონტაჟდება.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია "ინსტალ+“ აწარმოებს,
"მთაწმინდა რელიეფურად რთული რაიონია და გამგეობისთვის...
წინა სტატია
გენერალურმა პროკურატურამ სამეგრელოს რეგიონში ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 13 ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულთა უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
"2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის...
მთავრობის განკარგულებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის 4.5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ყველაზე მეტი თანხა საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყოფა. საუბარია 2 254 731 ლარზე, რომელიც სოფელ პერევში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობას, სოფელ შომახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაციასა და სოფელ ცხამში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას მოხმარდება.
ამასთან, 245 100 ლარის გამოყოფა იგეგმება ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის. თანხა სოფელ გოლათუბანში სკვერისა და სადგურის უბნის გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. ხოლო, დუშეთის მუნიციპალიტეტი 450 ათასი ლარით...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ "გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ,აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია.
"ამ დროისთვის აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად მხოლოდ 2 განაცხადია შემოსული. ძირითადი მოთხოვნა უმაღლესი განათლება და მუშაობის 2 წლიანი გამოცდილებაა. კონკურსი მოიცავს განცხადების გადარჩევას და გასაუბრებას. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით,...
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისს სატრანსპორტო განვითარების გეგმა, დაახლოებით, 10 თვეში ექნება.
"სატრანსპორტო მასტერპლანი, რაზეც მერი საუბრობდა, არის უნიკალური საშუალება იმისთვის, რომ თბილისში ზუსტად დადგინდეს, სად უნდა მოხდეს ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. საუბარია, როგორც ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე - შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, ახალი მეტროს მიმართულებები და ასევე საუბარია ახალ გზებზე, ახალ გვირაბებზე,...
კვიპროსში ქართულ ვენახს გააშენებენ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კვიპროსთან სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
"კვიპროსთან, როგორც ტურისტულად კარგად განვითარებულ ქვეყანასთან, აგროსასურსათო მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობა, რადგან განვითარების ტენდენცია მზარდია. ჩვენ საშუალება გვაქვს ვენახის ისეთი ქართული ჯიშები შევთავაზოთ კვიპროსის მხარეს, რომლებიც მათ რთულ კლიმატურ პირობებს...
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, სამოქმედო ტერიტორიებზე ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების ხელშესაწყობად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში და შიდა ქართლში ტურიზმის პოპულარიზაციას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთან, თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































