ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სრულიად ახალი ტიპის – “Street Workout-ის” ტრენაჟორებს ამონტაჟებენ.
გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნების – ე.წ. ფიტნეს ზონების მოწყობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N15 კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსთან უკვე სრულდება.
“რბილ საფარზე სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებს (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მსგავსი მოედანი ასევე, ეწყობა წყნეთშიც, ახლო მომავალში კი კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს “ემ ემ-ი“ აწარმოებს. აღნიშნული ტრენაჟორების გარდა, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში ხუთი ფიტნეს ზონა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი დაიხარჯა”, – განმარტავენ ვაკის რაიონის გამგეობაში.