გურჯაანის მერია 1 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

709

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ “გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც გურჯაანის მერიაში განმარტავენ,აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარია.

“ამ დროისთვის აღნიშნული ვაკანსიის დასაკავებლად მხოლოდ 2 განაცხადია შემოსული. ძირითადი მოთხოვნა უმაღლესი განათლება და მუშაობის 2 წლიანი გამოცდილებაა. კონკურსი მოიცავს განცხადების გადარჩევას და გასაუბრებას. საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას კენჭისყრის შედეგად  ხმათა უმრავლესობით, განაცხადის წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვეში მიიღებს”, – აცხადებენ მერიაში.