ქალაქ ბორჯომის ქუჩებში ტროტუარებს აწესრიგებენ. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ქვაფენილსა და ასფალტის საფარს ცვლიან. "ამ ეტაპზე სამუშაოები რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს. თორისა და მესხეთის ქუჩებზე კი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭირო თანხები მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყო",- განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1253237108187360&id=163336040510811&__xts__=68.ARDiDds7EU2s4wCdcHBrc5r-yRkaSnxAimQHRMAlMncgja10oBsfdBAjd6itGr5e0Sr0ZaYV4a_gioJ6ikadvRxllIcwMwDFU7NuGDcE1RR0Kkqw9C-4wpefM9dLZEIWMimwP3CS2P-6f28KP6ImEn7V0XCleJ-3y0_65TaO7lqgQiZbkxAYxf8PvlRWIT2v7ATCWnuAcIACAFKv8v4NC8MiXbg4V3DC2r8gWDHMzX69AdUKB5w5WJYoFW1_f7oVZXszNYGEFbr4-C3S1sdyjruw5cKSpgh-WpjNASbesvwkeYhKvffRUE4sWtE0BofGi6PwKsUH650I6ZPvX4ZAr0cdtmNYk84OhcK-HfuxJLvcV6sejv1GDoLDB4AVHQlimfAQlKU95a1-ay8pzhOz3o5RRr4X_-HjHVWlzawvrsd67q0932mTTq1c8bkqMCVB59kEsQfM2xPVOWLUqFUX&__tn__=-R
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა. "პროექტის ფარგლებში მოეეწყო სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები", - განმარტავენ საქართველოს მელიორაციაში. მათივე ინფორმაციით, სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს, დაახლოებით, 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს. პროექტი,...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და ქალაქ თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა,  თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის’’ ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი გიორგი გ. დააკავეს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს ჰპირდებოდა შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში’’ კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი,"- წერია...
სტატიის გაგრძელება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება. შსს-ს ინფორმაციით, 23 მაისს, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედნისკენ, ნაკადი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლთან არსებულ პანდუსზე. შალვა დადიანის ქუჩიდან ჩამოსული ნაკადი ვერ იმოძრავებს თავისუფლების მოედნის გავლით რუსთაველის მიმართულებით. მოძრაობა შესაძლებელი...
წინა სტატია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, პარკის განვითარების კონცეფციის ასარჩევად მოსახლეობის ინტერაქტივი ჩატარდა, რომელიც ტელეკომპანია "ბორჯომის“ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა მხარი მათთვის უფრო მისაღებ პროექტს დაუჭირეს. მათივე ცნობით, ბორჯომის პარკის განვითარებისთვის მოქალაქეების მიერ გამოვლენილი და გამარჯვებული კონცეფციის ავტორი უახლოეს მომავალში საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდება. შემაჯამებელ შეხვედრაზე კომისიამ სწორედ საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების მოცულობა იზრდება. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამოდის მთავრობის სხდომაზე. ამ საკითხზე დიდი ხანია მიდიოდა მუშაობა. იყო პერიოდი, როდესაც ეს უნიკალური ნაკრძალი განადგურების პირას იყო და ის მოითხოვდა დაცვას და რეალური ნაბიჯების გადადგმას. ვსაუბრობ სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემის განვითარებაზე. ვინც ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში, ყველა დამეთანხმება, რომ ამ რეგიონს აქვს უნიკალური ტურისტული...
26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს მერაბ კოსტავას. ადამიანს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავაწესოთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "რამდენიმე დღეში, კვირას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული...
ისნის რაიონის გამგეობამ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა ორ მისამართზე დაასრულა. ორ მისამართზე კი, სამუშაოები, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს. კერძოდ კი, გამგეობის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N2 კორპუსისა და ციხისძირის N 33-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლები მოეწყო. "აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზის საფუძველი გამაგრდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შეექმნათ. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნით, საყრდენი...
გლდანის რაიონში 5 მისამართზე მოსასვენებელი პავილიონები გააკეთეს. გამგეობის ინფორმაციით, ფანჩატურები გლდანის I მიკრორაიონის N 2 ბ კორპუსის, მეექვსე მიკრორაიონის N 2 კორპუსის, გლდანის ხევი N1 კორპუსის, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N25 კორპუსისა და ზაჰესში, ავჭალის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს "თიდამ“’ განახორციელა, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 18 643 ლარი დაიხარჯა. https://www.facebook.com/DistrictofGldani/photos/a.1462226630729791/2330143057271473/?type=3&theater
ვაკის რაიონში ათამდე დასასვენებელ სივრცეს აკეთებენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სხვადასხვა უბანში პროექტების განხორციელება გამგეობის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად დაიწყო. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N41ა-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N15 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ, ყაზბეგის N49-ში, ასევე, წყნეთში, "გ ზონაში“ მიმდინარეობს. დაგეგმილ პროექტებს შორის კი ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-16 კორპუსების, აბაშიძის N22-24-ის, ნუცუბიძის V მიკრორაიონის N8...
დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე დაასრულა. "სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებულ წყალარინებისა და წყლის ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარა. დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღადგინეს. ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-7 კორპუსისა და სამტრედიის ქუჩის N6 კორპუსის სადარბაზოებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ხოლო, საცხოვრებელი შენობის ქანობიანი...
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაცხადებთ იმისთვის, რომ შეძლოს კონსორციუმმა მობილიზაცია გაუკეთოს იმ ფინანსურ რესურსს, რაზეც აიღეს ვალდებულება,- ამის შესახებ პრემიერმინსიტრმა მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, ამიტომ ის უმნიშვნელოვანესია. "რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ არის ორი მთავარი საკითხი...
რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომელიც ნებისმიერ არჩევნებს ახლავს თან და თუ ეს ხარვეზები მოითხოვს მეტ ჩარევას, რაღაც საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, ჩვენ ამაზე უკან არასდროს დაგვიხევია და არც დავიხევთ,- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე 19 მაისს ჩატარებული არჩევნების შეფასებისას განაცხადა. "რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამის ნათელი მაგალითია მისიების შეფასებები. რა თქმა...
ჩუღურეთის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტურგენევის N4-ში, სადაც 32 ოჯახი ცხოვრობს, წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. "აღნიშნულ მისამართზე, 50 წელზე მეტია მსგავსი სამუშაოები არ ჩატარებულა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 41 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა ეზოში გზის საფარს მოაწესრიგებს, რათა მოსახლეობას კომფორტული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ააშენებს. ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე განთავსდება. შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, კეთილმოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც. შეგახსენებთ, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ...
ამბროლაურში  მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და  სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალო, წესი და შაორის  ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმების განხილვა გაიმართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმები საქართველოს მთავრობის №488 განკარგულების საფუძველზე მომზადდა, რომელიც "ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების  უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდა, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ