27 მაისს ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გოგოლაძე ახალციხის მერიაში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვდა, საკრებულომ კი მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" თავმჯდომარემ, თამარ გოგოლაძემ სხდომის დაწყებისას, განაცხადა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებდა, მან პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დატოვა. "ჯერ კიდევ წინა...
ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა "ევროპული საქართველოდან“ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებსა და პირველი კვარტლის შესრულების საკითხებს მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გასავლების ნაწილი, ასევე, წინა წლის დარჩენილი ნაშთი კითხვებს აჩენს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა კენჭი გუშინ, 27 მაისს უყარეს. ცვლილებების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტმა 23 280 691 ლარი...
საბანაო სეზონის დაწყებასთან ერთად, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წყლის ხარისხის მონიტორინგი ლისის ტბაზე, თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე განხორციელდება. აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლები: ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა, მარილიანობა. სინჯების შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარაში მსხვილი გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. ",,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გადაამოწმა, თუ როგორ ხორციელდება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში. ხუთი შესწავლილი ობიექტიდან ორის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში დაიწყო, თუმცა დაპირებების მიუხედავად, არცერთი მათგანი ექსპლოატაციაში მიღებული არ არის. ბათუმის...
სიღნაღის მერია სამოქალაქო ბიუჯეტირებისთვის კოორდინატორების შერჩევას იწყებს. 'სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყოფა. კერძოდ, პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონა -...
აჭარის მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, რამდენიმე თვის წინ ბათუმის მერიამ ისინი წერეთლის ქუჩიდან ძველი ავტოსადგურის შენობაში გადაიყვანა და აღნიშნულ შენობაში ვერ ვაჭრობენ, რადგან მოქალაქეები არ შედიან და ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ. გარემოვაჭრეები წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას ან ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლას ითხოვენ, სადაც სავაჭროდ პირობები იქნება შექმნილი. დღეს კი აჭარის მთავრობასთან და ბათუმის მერთან შეხვედრას მოითხოვენ.
31 მაისს, ბათუმში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის. https://www.facebook.com/ssageorgia/photos/a.472461609476448/2219762528079672/?type=3&theater
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებისთვის, 2019 წლის 3 ივნისის 08:00 საათიდან 2019 წლის 7 ივნისის 08:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა  შესაძლებელი იქნება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. "დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა....
პრობლემა მომდევნო 2 წლის განმავლობაში მთლიანად გადაიჭრება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება რაოდენობით, არამედ მოწყობილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქურა, რომელიც ამ ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის და მონიტორინგის შეფასების შესახებ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა. "ზოგადად, ტექნიკური დათვალიერება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმაა და კომპლექსური ღონისძიებებისგან შედგება. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ ძალიან მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს...
მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 4.7 მილიონი ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორაციით, სრულად რეაბილიტირდა შენობა, მოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და ღია ავტოსადგომი. ასევე, კეთილმოეწყო შენობის მიმდებარე ტერიტორია. “ეს არის კულტურის ცენტრი, რომელიც იქნება განახლებული სახლი სვანეთის, მესტიის მოსახლეობისთვის და პირველ რიგში 90-წლიანი გამოცდილების ანსამბლი „რიჰოსთვის“....
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს. როგორც ბათუმის საკრებულოშიაცხადებენ, უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით როინ ზოიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს 27 მაისს მიმართა. მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილეს აღსანიშნავად არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში თბილისის სკვერის ინაუგურაცია გაიმართა. საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ქალაქის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანცისკო კინტანამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა და მერიის წარმომადგენელმა ალეხანდრა ფერეირამ მიმართეს. ამასთან, ღონისძიებას ბუენოს-აირესის ავტონომიური ქალაქის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები...
წინა სტატია გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულებსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს შორის შეხვედრა გორის თეატრში დაიწყო, თუმცა ის პროტესტის ნიშნად რამდენიმე დაზარალებულმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. როგორც ლევან დავითაშვილმა დაზარალებულებს უთხრა, მთავრობა აპირებს ბანკებთან ურთიერთობაში მოსახლეობას დაეხმაროს და კრედიტების ნაწილში გადავადების შუამდგომლობა გასწიოს. მინისტრის ცნობით, მომავალი წლიდან, შიდა ქართლში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები განთავსდება. დაზარალებულები კი ამბობენ, რომ მათ...
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრება დააფინანსა. კერძოდ, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების გამაგრება, ძმები ზუბალაშვილების ქ. № 49-სა და ბესიკის ქ. №21-ში დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება მრავალბინიანი შენობების კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედლები, მოჩარჩოვდება ღიობები. "აღნიშნულ პროექტებს, გამგეობა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 215 ათასი ლარია გათვალისწინებული", - განმარტეს გამგეობაში. საძირკველისა...
წინა სტატია მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება, - შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უახლოესი თვეების განმავლობაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება, რაც რეგიონში პირველი პრეცენდენტია. "ეს იქნება საკმაოდ მაღალტექნოლოგიური წარმოება, საქართველო განამტკიცებს თავის პოზიციებს და გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თურნავამ. მათივე...
სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს. აღნიშნული განცხადებით, ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. "იმისათვის, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და არავინ იფიქროს, რომ ჩემი მხრიდან ადგილი ექნება რაიმე სახით არამართლზომიერი ჩარევის მცდელობას, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საკრებულოში დაკავებული თანამდებობა და ფრაქციის რიგები სიმართლის დადგენამდე. იმედი მაქვს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ