საბანაო სეზონის დაწყებასთან ერთად, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წყლის ხარისხის მონიტორინგი ლისის ტბაზე, თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე განხორციელდება.
აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრება შემდეგი მახასიათებლები: ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა, მარილიანობა. სინჯების შედეგები ორ კვირაში გახდება ცნობილი.