სამცხე-ჯავახეთის სამი მუნიციპალიტეტის ასპინძის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ჯანდაცვის სამინისტრომ სპეცმანქანები გადასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მაღალი გამავლობის ავტომობილები რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება. ხუთი მანქანიდან ორი ასპინძაში, ერთი ნინოწმინდაში და ორიც ახალქალაქში გადანაწილდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში ამბულატორიების მშენებლობა, სამში კი არსებული შენობის რეაბილიტაცია იწყება. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროდან, დაახლოებით, 453 000 ლარი გამოიყოფა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სამ სოფელში, მუგარეთში, სხვილისსა და პატარა პამაჯში ჯანდაცვის სამინისტრო არსებული შენობების რეაბილიტაციას გეგმავს. თითოეულის სავარაუდო ღირებულება 26 000 ლარია. სოფელ პამაჯის ამბულატორია, მეზობელ სოფლებს, ორალსა და ყულალისსაც მოემსახურება. რაც შეეხება ახალ ამბულატორიებს, შენობა აშენდება კლდეში, აგარაში, ურაველში, ღრელში,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერია მასშტაბურ ღონისძიებებს გამართავს. 'იცით, რომ პირველი ივნისი არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველ დღე უნდა დავიცვათ ბავშვების ინტერესები. რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ საქმიანობაში, არის იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იამაყონ და იცხოვრონ ძლიერ საქართველოში, ლამაზ და მოწესრიგებულ თბილისში. ამ დღესთან...
წინა სტატია დედაქალაქის ვიცემრემა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომიდა დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება. მისი თქმით, ამ არეალში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. "ახალი ავტობუსების შემოსვლა ცოტა დაგვიანდა და პირველი ივლისიდან ჩვენი მზაობა გადაიწია პირველ აგვისტომდე, რომ საპილოტე არეალში, კოტე აფხაზის ქუჩაზე და აბანოთუბანში ახალი ავტობუსები მოემსახუროს ჩვენ მოქალაქეებს. ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ზონალურ...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის. უწყების ცნობით, ყოფილ სანატორიუმებს ფუნქცია არ შეეცვლებათ და კვლავ სასტუმროები უნდა გაიხსნას, თუმცა, კონკრეტული საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება. რაც შეეხება ამ ქონების საპრივატიზებო ღირებულებას, როგორც სააგენტომ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 2018 წლის შეფასებების მიხედვით, სანატორიუმ "იმერეთის“ საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატ "სავანეს“ ღირებულება -...
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, 30 მაისს, 11:00 საათზე, "რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში“ რეგიონული საინვესტიციო ფორუმი - "მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ ჩატარდება. სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ფორუმის მიზანი, პოტენციური ინვესტირებისთვის კახეთის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობაა. "ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 3 პენელური სესიის ორგანიზება, რომელთა მთავარი მიმართულებებიც იქნება სოფლის მეურნეობა და საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში", - განმარტავენ სავაჭრო სამრეწველო...
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუხიანში, მუხიანში მდებარე ყოფილი რადიოქალაქის ტერიტორიაზე 20 მილიონიანი პროექტის დასაწყებად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. მისი თქმით, ტერიტორიაზე სარეკრეაციო და გასართობი სივრცე განთავსდება. "მუხიანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზეა  წინასაარჩევნოდაც ვსაუბრობდი და ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი იმისთვის, რომ გავხადოთ ახალი მიზიდულობის ცენტრი კულტურული თვალსაზრისით, ახალგაზრდული მიმართულებით. ჩვენ დაქირავებული გვყავდა კომპანია,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზონალური საათობრივი პარკირება დედაქალაქში 1-ელი ივლისის ნაცვლად 1-ელ აგვისტოს ამოქმედდება. მისი თქმით, საპილოტე პროგრამა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების კვალდაკვალ უნდა ამოქმედდეს. "გასულ კვირას დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა ზონალური საათობრივი პარკირების წესი, რომლის ინიციატორიც არის თბილისის მერია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით და მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ამ ინიციატივის უმთავრესი მიზანია ქალაქში გარემოს...
სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო ხარჯები, 20 000 ლარით გაიზარდეს, -  აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო მოძრაობაში“ . მათივე ცნობით, დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. ცვლილებების თანახმად, ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე, სიღნაღის მერმა და მისმა მოადგილეებმა სამივლინებო თანხები, 20 000 ლარით გაიზარდეს. საბიუჯეტო წლისთვის განსაზღვრული ფული კი როგორც...
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გორის მერიამ მივლინებებში 11 214 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკას ავრცელებს. "რადიო მოზაიკის" მიერ გორის ერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა შიდა და გარე მივლინებებს მოიცავს. შედარებისთვის, გასული წლის პირველ კვარტალში გორის მერი მივლინებაში ორჯერ იმყოფებოდა - 2018 წლის თებერვალში გორის მერი თურქეთში, საფეხბურთო კლუბ "დილას" მიწვევით ჩავიდა. თუმცა სამივლინებო ხარჯები გორის მერიის მიერ არ ანაზღაურებულა; მეორე მივლინება ერთი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის, 2019 წლის ბიუჯეტში 200 ათასი ლარი გაითვალისწინა, 2018 წელს კი 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ინფორმაციას რადიო მოიზაკია ავრცელებს. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი, აღნიშნული პროგრამის მიზნობრიობას განმარტავს. მისი თქმით, მიზანი გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ძეგლების მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობაა. "არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოგვმართავს...
კონფლიქტის ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც ოთხ სოფელს მოიცავს, შეფერხებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ "რადიო მოზაიკას" დიცის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა განუცხადა. მურმან ბადაშვილის ინფორმაციით, დიცი - ქორდი - არბო - მერეთის გზაზე ამ დროისთვის წყლის მილები მონტაჟდება, რის გამოც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დროებით შეჩერდა. კონფლიქტის ზონის აღნიშნულ მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია შიდა ქართლის რეგიონული განვითარების სტრატეგიაშია გაწერილი. 2019 წლის გეგმის მიხედვით, დიცი...
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დახურული ტიპის საცურაო აუზის მშენებლობა 2021 წლის მარტში დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება. - ამის შესახებ შიდა ქართლის რეგიონის განვითარების 7 წლიან გეგმაშია ნათქვამი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, ახალი დახურული საცურაო აუზის მშენებლობას მუნიციპალური ბიუჯეტიდან 585 000 ლარი მოხმარდება, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და საერთო ჯამში 4 500 000 ლარი დაიხარჯება. "საცურაო აუზის შენობა იქნება ერთადერთი....
ბათუმის ზოოპარკი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველ ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დამთვალიერებლებს  ცხოველების ნახვა, მთელი სეზონის განმავლობაში, უფასოდ შეეძლებათ.  ბათუმის ცენტრალურ პარკში, ზოოკუთხე ერთი წლის განმავლობაში,  კარანტინის გამო იყო დახურული.  კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  ცხოველების დაცემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ზოოკუთხის დირექტორის  მოადგილის განცხადებით,  ცხოველებს საჭირო მკურნალობა  უკვე ჩაუტარდათ, მოწესრიგდა ტერიტორია, შეკეთდა ვოლიერები და ზოოპარკი აღიჭურვა  სამეურნეო ინვენტარით. დამთვალიერებელს...
წინა სტატია აჭარის მთავრობასთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი და ბათუმის ვიცემერი შეხვდნენ. მოლაპარაკებიდან გამოსული მოქალაქეებმა თქვეს, რომ ალტერნატიული სივრცეების მოსაძებნად, რეგიონის ხელისუფლებას ვადა პარასკევამდე მისცეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. "პირველი ალტერნატიული ადგილი რაც მათ შევთავაზეთ ეს არის ავტოსადგურის ეზოში რკინიგზის მხარე, სადაც შესაძლებელია ჯიხურების განთავსება, მეორეა, 23-ე სკოლასთან თავისუფალი ტერიტორია რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. ამ ეტაპზე მასთან გვინდა შეთანხმებას მივაღწიოთ,...
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების საიჯარო ღირებულება, საკრებულოს დეპუტატმა გააპროტესტა. ამბარცუმ ბაბოიანი მიიჩნევს, რომ გადასახდელი თანხა მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის თანაბარი უნდა იყოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე, ქალაქ ახალციხეში სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების განსათავსებლად, შპს "ოპპასა“ და შპს "დაირექტ დებეტ ჯორჯიასთვის“ ტერიტორიის იჯარით გადაცემის შესახებ იმსჯელეს. მათი განმარტებით, კომპანიებისათვის საიჯარო ქირა 1 კვ. მეტრზე 15 ლარით განისაზღვრა, ხოლო ინდივიდუალური...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ