საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სიონის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მთავრობამ, “საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის“ ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიღებული დაფინანსებით უნდა განახორციელოს, რისთვისაც 1 131 463 ლარია გათვალისწინებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 24 ივნისს იწყება, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 180 კალენდარულ დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
წინა სტატია
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.
ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს "აპექს სტუდიო 1-ია". კომპანია ვალდებულია 6 თვეში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი წარადგინოს.
ცენტრი თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე აშენდება.
"მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი,...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მცხოვრებლები წყლის მიწოდებას ითხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად სოფელთან მისასვლელი გზა გადაკეტეს. სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ წყალი ერთი თვეა არ მიეწოდებათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"სოფელში ერთი თვეა წყალი არ მოდის, დასალევი წყალს მეზობელი სოფლებიდან ვეზიდებით, ან ქალაქში ჩავდივართ და ვყიდულობთ", - განაცხადა სოფელ სალიბაურში მცხოვრებმა მადონა რიჟვაძემ.
აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებიან. მათი განცხადებით, გასულ წელს ხელვაჩაურში...
ბრიტანელი ბლოგერები და ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, წამყვანი ბრიტანული ონლაინგამოცემების წარმომადგენლებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივი სამზარეულო და ღვინო დააგემოვნეს. რეგიონის ისტორიასა და წარსულს ჟურნალისტები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმში...
თითქმის ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციის ახალ სამთავრობო სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, შექმნა სამთავრობო კომისია და სამი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესების საკითხებზე.
მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, კომისია არ მუშაობდა დეცენტრალიზაციისთვის საჭირო ყველა საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი აქტიურად ვმონაწილეობდით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და სტრატეგიაში დეცენტრალიზაციის პროცესის უკეთ ასახვის მიზნით,...
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ქუთაისში დაპირებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის "ოცნების ქალაქის” მშენებლობის შესახებ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ორივე პროექტს ქალაქის ეკონომიკური განვითარების მთავარ პროექტებად ასახელებდნენ, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, "ოცნების ქალაქის” მშენებლობა არც დაწყებულა, ტექნოლოგიურ...
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ზუგდიდსა და სენაკში დაპირებული და გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სამეგრელო-ზემო სვანეთში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით და ღია წყაროებზე დაყრდნობით გადაამოწმა, თუ როგორ ხორციელდება ბოლო 5 წლის განმავლობაში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი
ზუგდიდს, არაერთი დაპირების მიუხედავად, უეფას III კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი დღემდე არ აქვს.
სტადიონის მშენებლობა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას განცხადებით, საკრებულოს არ აქვს იმის ბერკეტი, რომ დეპუტატს იძულებით დაათმობინონ მანდატი. მისივე თქმით, ის ნანა კოსტავასთან მუშაობას არ აპირებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"ჩვენ, საკრებულოს არ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაიძულოთ დეპუტატი დატოვოს საკრებულო. მან დატოვა საკრებულოში თანამდებობა, ის არანაირ თანამდებობას არ იკავებს საკრებულოში. მასთან ერთად ნამდვილად არ ვაპირებ მუშაობას.
ფრაქციაში ერთად ვართ და ვფიქრობ,...
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ინივიატივა, რომლის მიხედვით, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 იანვრამდე გრძელდება, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიის შესარჩევად ტენდერი უკვე მიმდინარეობს. პრეტენდენტებს კი წინადადებების წარდგენა 10 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 086 155 ლარია.
მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მაღლაკის მოსახლობას წყალი დღის განმავლობაში 10-13...
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რუსთავში გაზგამანაწილებელ ახალ სადგურს აშენებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაშია ცხადებენ, გაზგამანაწილებელ სადგურს, ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია "Forain Srl" აშენებს.
ახალი სადგური ქალაქ რუსთავის მოსახლეობისა და იქ არსებული სხვა მსხვილი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების, უწყვეტობის და საიმედოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
რუსთავის ახალი გაზგამანაწილებელი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდება გაზის განაწილების, ფილტრაციის და რედუცირების...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აკურაში, თეთრიწყლებში, კისისხევში, ფშაველში, ნაფარეულსა და ლაფანყურში ამბულატორიის შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
პროექტები, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება, თელავის საკრებულომ უკვე მოიწონა. აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად, ჯამში, 156 000 ლარი დაიხარჯება.
"საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მოიწონა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განასხაორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი...
სტატიის გაგრძელება
სიღნაღის 5 სამუსიკო სკოლის პედაგოგები მერიისგან სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვს. ამ მოთხოვნით ისინი სიღნაღის მერიაში მივიდნენ და მერს განმარტებები მოსთხოვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პედაგოგები აცხადებენ, რომ სიღნაღის მერმა სამივლინებო ხარჯი 20 ათასი ლარით გაზარდა იმ ფონზე, როცა არსებობს 1-თვიანი სახელფასო დავალიანება, რომელსაც არ ურიცხავენ.
სიღნაღის მერის გოგი გოგილაშვილის თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო ის ფინანსთა სამინისტროს უკვე ესაუბრა და დაგვიანებული დავალიანების საკითხის მოგვარებაზე...
წინა სტატია
პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბროლაურის მუნიციპალალიტეტის სოფელ გოგოლთაას მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ადგილზე გააცნო.
როგორც პრემიერა შეხვედრისას განაცხადა, მთავრობას იმედი აქვს, რომ დაგეგმილი და პროექტების შედეგად, ახალი შესაძლებლობები გაჩნდება და მოსახლეობა მთაში დაბრუნდება.
“ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი პროექტები ვადაზე ადრე მთავრდება.
დავათვალიერეთ იმერეთი-ონის დამაკავშირებელი სტრატეგიული გზის სამშენებლო სამუშაოები.
სწორედ ეს პროექტი...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაჭაში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის მას, ვინც იძულებული იყო, დაეტოვებინა მამაპაპისეული სახლები, შევუქმნათ შესაძლებლობები, დაბრუნდეს საკუთარ ულამაზეს კუთხეს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაჭა შემოუერთდა ჩვენს ეროვნულ იდეას - განათლებას. ეს არის კუთხე, სადაც წიგნი ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ და აფასებდნენ. ჩვენ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძემ ქუთაისში თეატრალური ფესტივალის გახსნისას განაცხადა, რომ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"მესხიშვილის თეატრის, ასევე ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზადდება. მუშაობა დაწყებულია და წელს დასრულდება. მომავალი წლიდან დაიწყება ფიზიკური სამუშაოები. ჩემი ღირსების საქმეა და მე ეს შევასრულე, ვგულისხმობ თოჯინების თეატრს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































