გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიაშვილის თქმით, გორის სოფელბში საზაფხულო ბაღები არ იმუშავებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისივე თქმით, 3 საზაფხულო ბაღი 26 ივლისიდან 6 სექტემბრამდე მხოლოდ გორში იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაცია 10 ივლისიდან უნდა გაიარონ.
"ერთ სოფელში რომ გავხსნათ, ეგრე ვერ გამოვა, მაშინ სხვაგანაც უნდა გავხსნათ. საზაფხულო ბაღები გაიხსნება კომბინატის მე-9, წმინდაწყალის მე-4 და ქალაქის მე-14...
დონორი ორგანიზაციები ქარელის მუნიციპალიტეტში იმის გამო არ შედიან, რომ პატარა მუნიციპალიტეტში მსგავსი პროგრამის განხორციელება რეზონანს ვერ გამოიწვევს, - ამის შესახებ ქარელის მერის სოციალური სამსახურის უფროსმა ზაზა გაჩეჩილაძემ "ქართლის სტუდიაში" განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობის წყალობით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტი, მათ შორის, შინმოვლის პროგრამა ვერ ხორციელდება.
"კარიტას შევთავაზეთ თანადაფინანსება და ასეთი რაღაც გვიპასუხეს: არა, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გადაგიმზადოთ კადრი. რას ნიშნავს...
ბზის ხე, რომელიც, დაახლოებით, 300 წელია ქვათახევის ეზოში დგას, ხმება. ამის შესახებ "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს" მონასტრის წინამძღვარმა განუცხადა. მისი თქმით, ბზის ხის ასაკი, დაახლოებით, იცის, თუმცა ამის ზუსტი განსაზღვრა სპეციალისტებს არ გაუჭირდებათ.
მამათა მონასტერში ცხოვრობენ როგორც სასულიერო პირები, ასევე, სოციალურად დაუცველები. მაგალითად, სოფელ ეზატის მკვიდრი აცხადებს, რომ ხის ხმობის პროცესი წელს პირველად შეამჩნიეს.
"თუ ფესვი ძლიერი აქვს, არ გახმება, მაგრამ ჩვენ...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში 1930-იან წლებში აშენებულ შენობის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდა. საბავშვო ბაღის შენობაზე მომუშავე მუშები სამსახურში აღარ გამოცხადდნენ. ამის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამუშაოებს კომპანია "ბაბი-XXI" ასრულებს. გომის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი რეზო კაპანაძე ამბობს, რომ სახელფასო ანაზღაურების გარეშე 6 მუშაა დარჩენილი და მუშაობა 2 კვირის წინ შეაჩერეს. ყველა მუშა სოფელ ვაყიდანაა.
"დასაქმებულები ყავდათ ვაყელი ბიჭები....
გორის მერია სამმა თანამშრომელმა დატოვა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს" განუცხადა. მისი თქმით, სამივე თანამშრომელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
როგორც მერიაში განმარტავენ, თანამდებობა დატოვა გორის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა და ჭალა-წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა.
"სამივე მათგანი სხვადასხვა სამსახურში გადავიდა. მე არავინ გამითავისუფლებია...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 6 თვის განმავლობაში სოფლებში გარეგანათებების მოსაწყობად 963 512 ლარი დახარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ამ კუთხით მთელი წლის მანძილზე დასახარჯი თანხა 2 117 000 ლარს შეადგენს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ადგილობრივ ხელისუფლებამ “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გარეგანათებების მოწყობა 40-ზე მეტ სოფელში დაასრულა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერებისთვის და დასასვენებელი ადგლებისთვის ურნების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დეკორატიული ურნებისთვის 50 000 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ურნების მიწოდება 90 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
წინადადებების მიღება 1 ივლისს დამთავრდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ფლავში საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტენდერის საერთო ღირებულება 175 713 ლარს შეადგენს. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აღდგენითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
სატენდერო წინადადებების მიღება ორ ივლისს 14:30 საათზე დასრულდება.
წინა სტატია
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მიერ, მრავალჯერ შეკეთებული წყლის მილი კვლავ დაზიანებულია. კომპანიის წარმომადგენლები დაზიანების აღმოფხვრაზე მუშაობენ, წლის ბოლომდე კი მილი შეიცვლება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, სულხან–საბა ორბელიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების კომპანიის მცდელობის მიუხედავად, წყლის მილს დაზიანებული ადგილების შეკეთება მერვედ ესაჭიროება. თუმცა კომპანიაში ვერ გამორიცხავენ, რომ მილი შეკეთების შემდეგ კვლავ არ დაზიანდება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერის, ბესო ფილაურის...
წინა სტატია
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ნაცვლად, ნოემბერში დასრულდება. პროექტში ცვლილებების შეტანის მიზეზი კლიმატური პირობები გახდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ობსერვატორიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია, გასული წლის ივნისში დაიწყო. როგორც, მუნიციპალური განვითრების ფონდში განმარტავენ, სამშენებლო კომპანიებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლება, წელს ცივი კლიმატური პირობების გამო, მარტის ნაცვლად მაისიდან შეძლეს.
"გარდა ამისა, ობსერვატორიის ადმინისტრაციამ გვთხოვა პროექტში გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა, ამის გამო 20 ნოემბრისთვის...
წინა სტატია
ქუთაისში ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად ახალი ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების მიხედვით საგზაო ინფრასტრუქტურის დარჩენილი სამუშაოებისათვის 809 204 ლარია განსაზღვრული.
წინადადებების მიღება 7 ივლისს იწყება და 12 ივლისს დასრულდება. შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემთხვევაში მან სამუშაოების დასრულება 60 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია ამ დროისთვის დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას "ჯეო სერვისს" ქუთაისის მერიამ ჯერ სამუშაოების...
სტამბოლის მერის განმეორებით არჩევნებზე კვლავ ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დამუშავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრმა ეკრემ იმამოღლუმ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 53,9% მიიღო.
მმართველი პარტიის კანდიდატმა და ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაახლოებულმა პოლიტიკოსმა ბინალი ილდირიმმა არჩევენებში ხმების 45,2 %-ის მოგროვება შეძლო. მან დამარცხება აღიარა და მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცა.
იმამოღლუმ საკუთარ წარმატებას მთელი ქალაქის გამარჯვება უწოდა და პრეზიდენტ ერდოღანთან...
გადავწყვიტეთ და ვაპირებთ ქუთაისის ყველა დაძმობილებულ ქალაქს მივმართოთ და ვთხოვოთ მაქსიმალურად დაგვეხმარონ წელს ტურისტულ სეზონზე, - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა.
https://www.facebook.com/nino.tvaltvadze.5/posts/10157248743392649
ქუთაისი მსოფლიოს 30–მდე ქალაქთან არის დაძმობილებული.
21 ივნისის საღამოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს, რუსულ ტუროპერატორებს "ურჩიეს“ ამ თარიღის შემდეგ საგზურები აღარ გაყიდონ,...
ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
"ვასილ კიკვიძის ძეგლი! აქციის ბოლოს მსვლელობა მოვაწყვეთ და საბჭოთა ჯალათის ძეგლის დემონტაჟი მოვითხოვეთ, დავფარეთ ნაჭრით", – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ.
ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების არასამთავრობო ორგანზიაცია "ევროპა ჩვენი სახლია" წლებია ითხოვს. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავნ, რომ ძეგლის დემნტაჟისთვის საჭირო თანხა არ აქვთ.
ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ...
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ქუთაისის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხუციბერიძეს საზოგადოების ნაწილი დაუპირისპირდა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
საზოგადოების გაღიზიანება ნუგზარ ხუციბერიძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს მოჰყვა. მან 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებულთა მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა.
"ნუგზარ ხუციბერიძე, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის...
სტატიის გაგრძელება
თელავის ისტორიულ ნაწილში, სავარაუდოდ, კვირიკე დიდის სასახლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ექსპედიის ხელმძღვანელის გიორგი ლაღიაშვილის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მათ მიერ ნაპოვნ უძველეს ნაშთებს დააკონსერვებენ.
არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის დასავლეთ ნაწილშიც. დაბახნების დასახლებაში სპეციალისტებმა V-VII საუკუნეებით დათარიღებულ რიგით მეხუთე ციხე-კოშკის ნაშთებს მიაკვლიეს, რომელსაც იმ პერიოდში თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.
კვირიკე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































