აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამ დროისთვის ცხრა კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორისაა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, დეფაქტო პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანია, რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, მიზანმიმართულად მოწამლეს და მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს. ინფორმაციას ლაივპრესი "აფხაზია ინფორმზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, დეფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: რაულ ხაჯიმბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ ტარბა, ასტამურ კაკალია, ასტამურ ოტირბა, შამილ აძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა.
დეფაქტო რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტს აფხაზეთის...
ფერსათის მთაზე "შუამთობის" ტრადიციული სახალხო ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც 28 ივლისს გაიმართება, ადიგენის მერია 2 850 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სატენდერო წინადადებების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება გაიმართება. კერძოდ, მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები ერთმანეთს ჭიდაობაში, სირბილში, ძალოსნობაში, მკლავჭიდსა და დოღში შეეჯიბრებიან.
ადიგენის მერიის ინფორმაციით, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები, მედლები და სიგელები...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ახალი მუნიციპალური სერვისცენტრი გახსნეს. როგორც მერიაში აცხადებენ,სერვისცენტრი ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისთვის მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებს გაცილებით ხელმისაწვდომს გახდის.
"რუსთაველები ქალაქის მერიაში მოუსვლელად შეძლებენ მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობას, მშენებლობის და მიწის ნაკვეთის ლეგალიზებას, ბინის პრივატიზებას, აუქციონის თუ იჯარის შესახებ განაცხადის გაკეთებას და სხვა მუნიციპალური მომსახურების მიღებას", - აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული ტექნიკით და ID ბარათის წამკითხველი...
რადიო "ათინათი"
რას ნიშნავს "სამოქალაქო ბიუჯეტი“, რა მოცულობის თანხის დახარჯვას იგეგმება, როგორ შეეძლებათ მოქალაქეებს განაცხადის გაკეთება და რა პროცედურების გავლა მოუწევთ დაფინანსების მისაღებად?
ბორჯომის მერიამ სახალხო ღონისძიების მოსაწყობად 41 000 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. „ბორჯომობა 2019“ 17 აგვისტოს გაიმართება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებისთვის ორი ლოკაცია უნდა შეარჩიოს, სადაც კონკრეტული აქტივობები განხორციელდება.
მოეწყობა ფაცხები, გამოფენა - გაყიდვები, სპორტული შეჯიბრებები და ფოლკლორული კონცერტი. მეორე ნაწილში კი დაიდგმება მორთული სცენა, გაიმართება გალა - კონცერტი, იჟღერებს კლასიკური მუსიკა, მოირთვება ტერიტორია ფოტოების გადასაღებად და წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა...
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი გახსნეს. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC) დევნილებსა და მასპინძელ თემს მოემსახურება.
"ცენტრის მიზანია საჭიროების მქონე ადამიანებში გაზარდოს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა. LDC სამეგრელოში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისებს განახორციელებს - ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს დასაქმების, მიკრო და მცირე მეწარმეობის, პროფესიული განათლების, ტრენინგების, სტაჟირების, გრანტებისა და უპროცენტო სესხების...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რაჭაში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების წინასწარი პრეზენტაცია წარადგინა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ამბულატორიებს, კეთილმოეწყობა გზები, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოეწყობა...
რუსთავში, კომპანია "ჯეოსთილის" მეტალურგიულ ქარხანასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის "გავიგუდეთ" აქტივისტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, "ჯეოსთილი" ფილტრების გარეშე მუშაობს და ქალაქს მავნე გამონაბოლქვით აბინძურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"დააყენე ფილტრები-გავიგუდეთ!" - ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საწარმოს ხელმძღვანელობას მოუწოდებდნენ, დააყენონ ფილტრები და შეწყვიტონ გარემოს მავნე გამონაბოლქვით დაბინძურება.
"ჩვენ აქ ვცხოვრობთ და არსად წასვლას არ ვაპირებთ! დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ...
ახალციხის N2 , N6, ვალის N2 და ურაველის საჯარო სკოლებში, შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. ოთხივე სკოლის სამუშაოებზე ახალციხის მერია ტენდერებს აცხადებს. მათი საერთო ღირებულება 436 441 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის N2 საჯარო სკოლაში სველი წერტილებს მოაწესრიგებენ. შეიცვლება ელექტრო გაყვანილობისა და გარე წყალმომარაგების სისტემა. სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 246 502 ლარია გამოყოფილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება ახალციხის N6 სკოლაშიც. აქ სახურავის სრული...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის პარკის რეაბილიტაციისთვის 3 102 330 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების მიღება 15 ივლისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის, ბელვერდის, საიდანაც პანორამული ხედი გაიშლება, ღია კინოთეატრის, სპორტული მოედანნის და ატრაქციონების მოწყობა, ასევე, აშენდება ვიზიტორთა ცენტრი და პარკის ტერიტორიაზე არსებულ შალიკაშვილების მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუაოები ერთი წლის ვადაში უნდა...
გორის მერია 5 სოფელში ამბულატორიების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც, დაახლოებით, 50 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სოფლები, სადაც პირველადი ჯანდაცვის ცენტრები გარემონტდება: ფხვენისი; ძევერა; საქაშეთი; ბერბუკი; ახალდაბა;
ამ მიზნით, მერიას ერთ-ერთ ინდმეწარმესთან 49 321 ლარის ღირებულების ხელშეკრულების გაფორმება სურს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გორის მერია ნებართვას ითხოვს, რომ თანამშრომლობის დოკუმენტი ტენდერის გამოცხადების გარეშე გააფორმოს.
კანონის მიხედვით, 5 000 ლარს ზემოთ ღირებულების მქონე...
წინა სტატია
გორში პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელის და შესასვლელი ჭიშკარის მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა გამოთქვა, თუმცა სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შმაგი ჭანკვეტაძეს დოკუმენტაციაში ტექნიკური ხარვეზის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
ინდივიდუალური მეწარმე შმაგი ჭაკნკვეტაძე აღნიშნული ეკლესიის შემოღობვის სამუშაოების შესრულებას 8 945 ლარად კისრულობდა, თუმცა სატენდერო კომისიის დასკვნის მიხედვით, ჭანკვეტაძეს ფასების ცხრილი არ...
წინა სტატია
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბისიის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო და შეიქმნა ვიდეო, რომელიც ბიისის ჩანჩქერის ტურისტულ პოტენციალს 3D ფორმატში ასახავს. ვიდეო პოტენციურ ინვესტორებს უკვე გაუგზავნეს.
როგორც ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, აღნიშნული ნამუშევარი ინვესტორებს საშუალებას მისცემს, დაინახონ ტანას ხეობის განვითარების პოტენციალი. მისივე თქმით, მაკეტის გამოქვეყნების შემდეგ, გამოხმაურებები უკვე მიიღეს და დაინტერესებული პირები მერთან გადაამისამართეს.
მერიის იფორმაციით, ჩანჩქერის განვითარება “ჯინო ფერედაისს“ შესთავაზეს.
https://www.facebook.com/FM97.8/videos/399944593947883/
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი "ახალბაღი“ ყოველკვირეულად კინოსეანსებს უმასპინძლებს, - ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
"ჩვენ აღვადგინეთ საზაფხულო კინოთეატრი "ახალბაღში". აქ შაბათს ან კვირა დღეს, ყოველკვირეულად, გაიმართება ფილმის ჩვენება. ფილმებს თავად მოსახლეობა აარჩევს. ინტერნეტის საშუალებით", - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ფილმის პირველი ჩვენება დასვენებისა და კულტურის პარკი "ახალბაღის" ღია კინოთეატრში დღეს, 5 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.
ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომაზე აფხაზეთის საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის დარქმევაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ლაივორესი ავრცელებს.
"აფხაზეთის N1 საჯარო სკოლისათვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების თაობაზე სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა, ჩვენთან სკოლის დირექცია შემოვიდა თხოვნით. ხვალ საკრებულოს სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, - განაცხადა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკა კიფაიამ.
ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია...
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ჯანმრთელობის კოორდინატორები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგს გადიან. ექთნების გადამზადებას კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს.
"ტრენინგი პირველად საზაფხულო ბაღის ექთნებისთვის ჩატარდა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის", - აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































