სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა და წელს მისი ბიუჯეტით, რომელიც 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, 4 808 პროექტი განხორციელდება. ყველა ეს პროექტი სოფლის საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის კრებებზე მოსახლეობის...
წინა სტატია 2019 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 15 ინფრასტრუქტურული პროექტეისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 8 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 7 პროექტზე სამშენებლო ტენდერია გამოცხადებული. ცნობისთვის, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის წინა წლის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენდა, წელს კი 10 მილიონით ნაკლებია. ამასთან, აპრილის თვეში  6 მუნიციპალიტეტისთვის 4.5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველად, 2019 წლიდან, სტიქიის პრევენციის სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს და 156 პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის პრევენციის მიზნით, ამ დროისთვის, 9 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 84 პროექტზე – სამშენებლო ტენდერი, 63-ზე კი პროექტირების შესყიდვაა გამოცხადებული. სტიქიის პრევენციის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
2019 წელს მუნიციპალიტეტებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ჯამში 20 მილიონი ლარის 406 პროექტი განხორციელდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების 39 ახალი ცენტრი და 104 ახალი ამბულატორია აშენდება, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 262 ამბულატორიას. ამ დროისთვის 60 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 243 პროექტზე – სამშენებლო ტენდერი, 102-ზე კი პროექტირების შესყიდვაა გამოცხადებული. ცნობისთვის, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს განათლების ინფრასტრუქტურისთვის ჯამში 40 მილიონი ლარის 642 პროექტი განხორციელდება. მისივე ცნობით, ამ დროისთვის 96 პროექტი უკვე მიმდინარეობს, ხოლო 327 პროექტზე - სამშენებლო ტენდერი, 219-ზე კი პროექტირების შესყიდვაა გამოცხადებული. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ 2018 წელს, სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, დელეგირების წესით უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაცა.
წინა სტატია შემდეგი სტატია ადგილობრივი თვითმმართველობისადმი ნდობა ნელ-ნელა იზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების ანალიზისას ხდება ცნობილი. IRI-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევით, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა 43% იყო. ბოლო კვლევით კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ეს მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი და 48%-ს შეადგენს. ბოლო ხუთწლიან პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ყველაზე ცუდად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას გამოკითხულები 2016...
სტატიის გაგრძელება ზუგდიდის სკეიტპარკში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დადგეს. მემორიალი ოფიციალურად 8 აგვისტოს გაიხსნება. "სკეიტპარკის ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ მამულიშვილთა მარადიული ხსოვნის უკვდავსაყოფად, მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ქანდაკების სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 14 984 ლარი გამოიყო", - განმარტავენ ზუგდიდის მერიაში. ფოტო: ლაივპრესი
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მერიამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და მერობის ყოფილ კანდიდატ ზვიად სიჭინავას საცურაო აუზის მშენებლობაზე ნებართვა მისცა. ნებართვის წერილი, როგორც სიჭინავა ამბობს, 22 ივლისს მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მისი თქმით, იყო გარკვეული კითხვები, დაზუსტდა ტექნიკური დეტალები, თუმცა პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა. "როგორც კი მზე გამოვა, დავიწყებთ მიწის გატანას და სამშენებლო სამუშაოებს", - განმარტა ზვიად სიჭინავამ. როგორც ზუგდიდის მერიაში ამბობენ,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ადგილობრივ თვითმმართველობების საქმიანობას პარლამენტსა და მთავრობაზე უკეთ აფასებენ - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის ანგარიშში წერია. კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებისა და ინსტიტუციის მუშაობას, ადგილობრივი თვითმმართველობა, 48%-ით, მეხუთე ადგილზე მოხვდა. თვითმმართველობებს კვლევაში მხოლოდ ეკლესია, არმია, მედია და პოლიცია უსწრებს. ამავე კვლევით, გამოკითხულთა 44% თვითმმართველობის მუშაობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 8%-მა...
ასპინძაში ხვილიშას უბნის მცხოვრებლებისთვის სარწყავი წყლით სარგებლობისას გადასახადის ოდენობა განისაზღვრა. ხვილიშას მცხოვრებლებმა რწყვის სეზონზე ერთი საათი მომსახურებისთვის 12 ლარი უნდა გადაიხადონ. გადაწყვეტილებას 23 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ხვილიშას მცხოვრებლებს სარწყავი წყალი ამ დრომდე სისტემის გაუმართაობის გამო არ მიეწოდებოდათ. როგორც საკრებულოში აცხადებენ, სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ფაქტობრივად, ახალი სარწყავი სისტემა გაკეთდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. “სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო...
მთავარი გამოწვევა ინფრასტრუქტურა და უმუშევრობის პრობლემაა, - ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. "უკვე 4 თვეა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ვასრულებ, ამ დროის განმავლობაში საფუძვლიანად შევისწავლე ყველა ის პრობლემა და გამოწვვევა, რომელიც იმერეთის წინაშე დგას. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს გაწერილი 2019-20 წლის გეგმები უკვე, მაქსიმალურად გავაკონტროლებთ რომ ეს პროეტები მაქსიმალურად შესრულდეს. ინფრასტრუქტურული პროექტები ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და...
დღეიდან, 24 ივლისიდან, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე არსებული “ნავენახევის მღვიმე” ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შეფერხების მიზეზად გადაუდებელი ტექნიკური და კვლევითი სამუშაოები სახელდება. ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის...
ქუთაისის მერიამ საკრებულოს დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიასთან შპს "გი-ან 2011-თან" 711 286 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიის მფლობელი მაჟორიტარი დეპუტატის მამა გია კოპალეიშვილია. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. 2018 წლიდან კომპანიამ მერიის გამოცხადებული ოთხი ტენდერი მოიგო. ჯამში, კომპანიასთან 711 286 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით კომპანიას გელათის ქუჩის პირველი ჩიხის გზის რეაბილიტაცია უნდა მოეხდინა. 80 413 ლარიან ტენდერში თავდაპირველად 75 000 ლარი...
წინა სტატია შემდეგი სტატია გამოკითხულთა 44%-მა არ იცის, რა არის დედაქალაქის მერის მთავარი მიღწევა, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაში წერია. კითხვაზე, რა არის კახა კალაძის 2 ყველაზე მთავარი მიღწევა, გამოკითხულ თბილისელთა ყველაზე მეტი - 44% ამბობს, რომ არ იცის, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოკითხულთა 17% კი თვლის, რომ კალაძეს დედაქალაქის მერის რანგში მიღწევა არ აქვს. რაც შეეხება მიღწევებს,...
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა. 2019 წლის ხუთი თვის მონაცემებით, გაზრდილია დანამატის, მივლინებისა და საწვავის ხარჯები. ამ სამი კომპონენტიდან მერიამ ყველაზე მეტი თანხა, 123 859 ლარი. დანამატის სახით გასცა, რაც თითქმის ოთხჯერ მეტია გასული წლის ამავე პერიოდში დახარჯულ თანხაზე. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ამ მიზნით გაცემული თანხის რაოდენობა 31 305...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ