მთაწმინდის რაიონში ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სრულდება. მოედნების კეთილმოწყობა სულხან-საბას და ჯამბულის ქუჩებზე, ასევე, ოქროყანაში, ბ და გ ზონებში მიმდინარეობს.
სპორტული სივრცეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ეწყობა. სამი კომბინირებული, ხოლო ერთი საფეხბურთო მოედანი სრულიად ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
პროექტის ფარგლებში, განახლდა ტრიბუნები და დამონტაჟდა განათების ქსელი, იცვლება ხელოვნური საფარი. ოთხივე მოედნის რეაბილიტაციას შპს „კვადრელი“ ახორციელებს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფინალურ ეტაპს მთაწმინდის გამგებელი, დავით კირკიტაძე, ინფრასტრუქტურის...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ხობის მერიაში აცხადებენ, სკოლა შშმ პირებზე იქნება ადაპტირებული.
"ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება კი 38 374 ლარს შეადგენს", - განმარტავენ ხობის მერიაში.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 000 ლარი გამოეყო.
ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას და ბრატისლავა-რაჭის ქუჩების ჩიხები მოასფალტება დასრულდა.
სამუშაოების ღირებულება 214 320 ლარს შეადგენს. შემსრულებელი შპს“გზასერვისი XXI“.
პროექტი დასრულებულია და მიმდინარეობს მიღება-ჩაბარების პროცედურა.
2019 წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მიმდინარეობს და დაგეგმილია 51 889792 ლარის ღირებულების 160 ინფრასტრუქტურული პროექტი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თეთრაწყაროს, ბორის, საღანძილის და დაბის #3 საჯარო სკოლებს. სველი წერტილები ეწყობა ნადაბურის, ლეღვნის და ღორეშის საჯარო სკოლებში, სახურავი შეიცვალა მოლითის საჯარო სკოლაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე წელს, 410 000 ლარი გამოეყო.
ნაძალადევის რაიონში, სააკაძის III შესახვევში, გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
"დავასრულეთ კიდევ ერთი საგზაო პროექტი. სააკაძის III შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. მთლიანად ამორტიზებული...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა საკომიტეტო მოსმენისას სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, სკოლის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ბიუჯეტი, რომელიც განათლების კუთხით ყოველწლიურად იზრდება, მიმართული იქნება როგორც მასწავლებლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
"განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: აშენდა 27 ახალი სკოლა, აქედან 2 თბილისში, 25 რეგიონში. დასრულდა...
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის მიმართ მიდგომა შეიცვალოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ტექნოლოგიების შეტანაა.
"ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეტიულობა. დღეს მართლაც...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნოღის, მელაურის და ჭაგნის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
2019 წელს სამტრედიის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 860 000 ლარია გათვალისწინებული და პირველ ეტაპზე აღნიშნული თანხით, საჯარო სკოლებში სველი წერტილები წესრიგდება, იცვლება სახურავები და კარ-ფანჯრები.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ განაცხადა, "გამორიცხვულია უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ვინმეს ეპატიოს. ყოველდღიური მონიტორინგი მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად კონტროლი იყოს ყველა იმ ინფრასტრუქტურული...
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2კმ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარის იგება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. „ფარაონი და კომპანია“ აწარმოებს, რომელიც მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
სამუშაოები ივნისში დაიწყო და ტენდერის თანახმად ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.
ქალაქ გურჯაანში, კოტეხის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 186 461 ლარით დაფინანსდა, მოასფალტდა 440 მეტრი სიგრძის გზა.
ზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ნიუპოვერმა" შეასრულა.
ახალციხის მერიამ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგები შეისწავლა. თვითმმართველობის ინფორმაციით, ზარალმა 300 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ზარალის საბოლოო ოდენობა დაზუსტებული არ არის, რადგან ნახანძრალ ადგილებზე შედეგებს ისევ ითვლიან: "ზუსტად ყველაფერი ორ–სამ დღეში გვეცოდინება, ნახანძრალი ადგილების აღდგენისთვის პროექტიც მაგ დროს იქნება სრულად მზად. თუმცა ზარალი დაახლოებით 300 000 ლარამდეა“.
ამ დროისათვის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ნახანძრალი...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სკვერი მოეწყობა.
დედოფლისწყაროს მერიის ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სოფელ გამარჯვებას ეწვია. მერი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც ყოფილი კულტურის სახლის ეზო გაწმინდა და დასასვენებელი ზონა მოაწყო.
"ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს გამოჩენილი ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სკვერს მოაწყობს, რომელშიც საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება. ნიკოლოზ ჯანიაშვილს ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს,...
საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების პროექტი იწყება.
ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა თბილისში, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
შეხვედრას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მერები და სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.
ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში ახალი სკოლა აშენდება. სამუშაოებს კომპანია "სამშენებლო ტრენსტი #3" და "სპეცმონოლითი" შეასრულებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სამშენებლო ორგანიზაციებთან ხელშეკრულება უკვე დაიდო, რომლის მიხედვით, სამუშაოები 340 დღეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, ოთარშენის სკოლა გურიაში, სოფელ ჭანიეთში ახლადაშენებული სკოლის ანალოგი იქნება.
საჯარო სკოლის შენობა გათვლილი იქნება 60 მოსწავლეზე და მოეწყობა შემდეგი სივრცეები:
8 საკლასო ოთახი და...
მესტიის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს იაპონიას დაარქმევენ. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
გამოცემის თქმით, ამის შესახებ მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე განაცხადა. აღნიშნული მწვერვალი მან იაპონიის ელჩს აჩვენა.
მესტიის მერიაში რადიო „ათინათს“უთხრეს, რომ ინიციატივა იაპონიის საელჩოს ეკუთვნის.
„ამ თხოვნით, სამი წლის წინ მოგვმართეს. გადაწყდა რომ, ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ლეხზირის მთიდან უნდა ეწოდოს იაპონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა აღინიშნოს, რომ იაპონია...
სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პარალელურად ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რადიო "ათინათს"კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა.
ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით სამ წელიწადში დასრულდება.
"ნოქალაქევის პროექტის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს თვითონ ძეგლის რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ისტორიული ძეგლების კონსერვაცია. გარდა ამისა მოხდა ძველი, მუზეუმის შენობის დემონტაჟი. მასალები გადატანილია სენაკის მუზეუმში. ახალი თანამედროვე მუზეუმის მშენებლობა დაახლოებით სამ წელიწადში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































