ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - ნაფიჩხოვოში, თაიაში, ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში ახალი საექიმო ამბულატორიები აშენდება. სამუშაოების მიმდინარეობას სოფელ თაიასა და ნაფიჩხოვოში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ. ამბულატორიების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს თაიაში, ჭოღასა და ნაფიჩხოვოში...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 საჯარო სკოლაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 520 000 ლარს შეადგენს. ხოლო ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აკეთის, აცანის, შუხუთის და ქვიანის სოფლებში ამბულატორიების რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, მიმდინარეობს სუფსის ამბულატორიის მშენებლობა. პროექტების ღირებულება 175 000 ლარს შეადგენს. სოფელ შუხუთში შიდა გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან...
ლიეტუვაში, კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები ამოქმედდება. კურსებზე სწავლა მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემეტრიდან იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ღვაჩლიანი კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტის რექტორს, იუოზას აუგუტის შეხვდა და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა უნივერსიტეტში ქართული კურსის დამატება. ამასთან, კაუნასის ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტში არსებული შოთა რუსთაველის...
იოანე პეტრიწის ქუჩა N14 და N16 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 100 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. პროექტის ფარგლებში კი, საფეხმავლო ბილიკი და საბავშვო მოედანი მოეწყობა, სადაც კაუჩუკის რბილ საფარზე ატრაქციონები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება LED განათება, საჩრდილობელი, სკამები და სხვა ინვენტარი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება. სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, რომელსაც საბურთალოს გამგეობის დაკვეთით კომპანია...
საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის I შესახვევის N5 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, დასასვენებელი სკამები, ყველა სხვა საჭირო ინვენტარი განთავსდება და ასევე, დამონტაჟდება ლამპიონები", - განმარტავენ გამგეობაში. ამასთან, მათივე ცნობით, მსგავსი დასასვენებლი სივრცე ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედაც ეწყობა. ორივე პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 99 537 ლარი გამოიყო.
საბურთალოს რაიონში ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პეკინის გამზირის N45-ის ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. გამგეობის ცნობით, პროექტით ეზოში ბორდიური მოეწყო და 1 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამასთან, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში, მოსახლეობის თხოვნით, დასასვენებელი სივრცეც განახლდება და ეზოში არსებული თარგები გამწვანდება. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კანდელაკის ქუჩა N 2-ის ეზოშიც, სადაც 540 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება. "საგზაო სამუშაოებს,...
წინა სტატია ჩუღურეთის რაიონში აგარის ქუჩაზე 265 მეტრზე ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს. "აგარის ქუჩის მოწყობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. გასულ თვეში ასფალტის საფარი დაიგო. ამ დროისთვის კი ბორდიურები ეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, მოწესრიგდა მიმდებარე ქუჩებიც“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ სამუშაოების დათვალიერებისას. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
თბილისში ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დგებუაძის N8-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულ მისამართზე 16 ოჯახი ცხოვრობს, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "არმაზი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 17 193 ლარია. მსგავსი სამუშაოები, პარალელურა, 7 მისამართზე მიმდინარეობს, ხოლო 18...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობას ასრულებს, რომლის შემდეგაც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. "ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში სტუმრობისას ტურისტებს, გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაოებების დათვალიერებისა, საშუალება აქვთ ნატურალური ხილი, თაფლი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც როგორც ფანდურების შეძენა, ისე მათი მომზადების მასტერკლასებზე დასწრებაა შესაძლებელი. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და...
თელავის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები 14 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებამდე დასრულდება და სასწავლო პროცესი ჩველებრივ 16 სექტემბერს განახლდება. მათივე ცნობით, შესაძლოა, რეაბილიტაცია ვერ დასრულდეს ლაფანყურისა და ყარაჯალის სკოლებში, თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ, აქ გარე სამუშაოებია ჩასატარებელი და შესაბამისად, სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სველი წერტილები...
გორის სოფელ ატენში სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 36 616 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „ქართლი“ ოქტომბერში დაასრულებს. საჭიდაო დარბაზში 60-ზე მეტი ახალგაზრდა შეძლებს ვარჯიშს. პროექტი, რომელიცხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციას, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება. 2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საზოგადოების მიერ ინიცირებული 2 800 000 ლარის ღირებულების 93 პროექტი ხორციელდება. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მუნიციპალიტეტის 28...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სიღნაღის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მერიაში მოქალაქეების მიერ დამუშავებული 100-მდე პროექტი შევიდა, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხება. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომელსაც თავისი კოორდინატორები ყავს. "პირველი ზონა მოიცავს ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათ მიერ დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტებზე პოლიციას შეატყობინონ. ახალი პროექტის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა. პარლამენტში მოხსენების წარდგენის დროს ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად სიახლეები იგეგმება. ''საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ვგეგმავთ, მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს...
გორის მუნიციპალიტეტის მერია, თანადაფინანსების პროგრამით, კიდევ 9 პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ტენდერები აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად უკვე გამოცხადდა. ნახეთ ჩამონათვალი: კაჩინსკების 51-ში საკანალიზაციო ქსეის მოსაწყობად 2 022 ლარის დახარჯვა იგეგმება; ცხინვალის გზატკეცილზე N43-ში სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის - 4 160 ლარი; ფალიაშვილის N2-ში სადარბაზოს შესასვლელი კარის შეცვლისა და დაზიანებული სვეტების აღდგენისთვის - 1 716ლარი; სტალინის ქ. N21-ში სასმელი წყლის სისტემის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საბავშვო ბაღის გაფართოება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო მოზაიკა ავრცელებს. დაწესებულების მიშენების მიზნით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 170 155 ლარია. როგორც ცნობილია, ახალ შენობაში გათვალისწინებულია სათამაშო ოთახი, მინი სამზარეულო და საპირფარეშო. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცე, სანიტარული კვანძი და მედ. პუნქტი. მიშენების შემდეგ, ნიქოზის საბავშვო ბაღი 423 კვადრატული მეტრით გაფართოვდება.
2019 წლის 8 თვეში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სულ 358 141 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 358 141 ლარიდან 18 თანამშრომლის სარგომ 248 923 ლარი შეადგინა. დანარჩენი თანხა კი შემდეგნაირად აგდანაწილდა: საქონელი და მომსახურება (მათ შორის: საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი; ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი; კავშირგაბმულობის ხარჯი და სხვა.) 105 473 ლარი; დეკრეტული შვებულება - 993 ლარი;...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ