საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში, არზაყან ემუხვარის I შესახვევის N5 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, დასასვენებელი სკამები, ყველა სხვა საჭირო ინვენტარი განთავსდება და ასევე, დამონტაჟდება ლამპიონები”, – განმარტავენ გამგეობაში.
ამასთან, მათივე ცნობით, მსგავსი დასასვენებლი სივრცე ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედაც ეწყობა.
ორივე პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 99 537 ლარი გამოიყო.