თბილისში პეტრიწის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

659

იოანე პეტრიწის ქუჩა N14 და N16 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 100 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში კი, საფეხმავლო ბილიკი და საბავშვო მოედანი მოეწყობა, სადაც კაუჩუკის რბილ საფარზე ატრაქციონები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება LED განათება, საჩრდილობელი, სკამები და სხვა ინვენტარი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, რომელსაც საბურთალოს გამგეობის დაკვეთით კომპანია “ტაო“აწარმოებს, 138 966 ლარს შეადგენს.