გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 სხვადასხვა პოზიციაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ვაკანსიები გამოაქვეყნა.
შესყიდვების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელი - ეს ის პოზიციებია, რომელზეც მერიას ვაკანტური ადგილები აქვს.
თითოეულ შემთხვევაში, მოთხოვნა არის უმაღლესი განათლება და 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
როგორც ცნობილია, კანდიდატები ზეპირი დავალებით და გასაუბრებით შეირჩევიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დავითიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოს სიახლოვეს კომპლექსური ნაგებობათა ნაშთები აღმოაჩინეს. ზუგდიდის მერიაში მიიჩნევენ, რომ ისტორიულ-არქეოლოგიური ობიექტია.
ამჟამად ობიექტი მთლიანად ეკალ-ბარდითაა დაფარული, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, ძირითადი ნაგებობისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების გავრცელების არეალი.
"კომპლექსი შედგება ნაეკლესიარის ე. წ. "ნაოხვამუს“, საფორტიფიკაციო მცირე ნაგებობის - "ჯიხას“ და გალავნის კედლებისგან. მთავარი, ცენტრალური შენობა (ნაეკლესიარი) რიყის ქვითა და კირქვის კონგლომერატით არის ნაგები.
როგორც ჩანს,...
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ნივთები, რომელიც ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება. აქ აღმოჩნდა სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა - კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2019 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისამდე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე.
ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ბრიტანელი...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაკურიანის ურბანული განახლებისა და სატრანსპორტო მობილობის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე ხელშეკრულება გააფორმა.
"პროექტის ფარგლებში შემუშავდება ბაკურიანის ურბანული განახლების და სატრანსპორტო გეგმები. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, შესასწავლი და შესამუშავებელი იქნება კომფორტული სატრანსპორტო მოძრაობის/მობილობის გეგმა კურორტის ყველა მიმართულებით. კერძოდ, გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო ჰაბის და ავტოსადგომების მოწყობის პროექტები. ხოლო, შემდგომ ეტაპზე, ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად, მომზადდება შიდა...
ა(ა)იპ ახალციხის ციხემ მიმდინარე წლის იანვარი–აგვისტოს განმავლობაში ობიექტების გაქირავებით, გიდების მომსახურებით და ბილეთების გაყიდვით 762 293 ლარი შემოსავალი მიიღო. ხოლო ამავე პერიოდში ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 116 475 შეადგინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ციხემ იანვარი–აგვისტოს თვეში ობიექტების გაქირავებით 2 850 ლარი მიიღო, ვიზიტორების მომსახურებიდან – 678 073 ლარი, ხოლო ექსკურსიამძღოლების მომსახურებიდან მიღებული თანხა 81 370 ლარს შეადგენს.
2018 წლის განმავლობაში ახალციხის...
თბილისში, გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ შესახვევში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 7 600 კვ. მ ფართობი, სადაც ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, გზის საფარი კაპიტალურად ეწყობა და ასფალტის საფარი იგება.
სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების...
თბილისში, ოქროყანაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო N90 ავტობუსის მარშრუტი იცვლება.
კონკრეტულად კი, ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 8 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე, N90 ავტობუსი თბილისის ქუჩისა და ეკლესიის მიმართულებით იმოძრავებს ოქროყანის ზედა დასახლების მხრიდან, ინოვაციების ქუჩიდან.
წინა სტატია
ახალციხის მერიის მიერ ივლისში ნაძვის ხის შეძენის უზრუნველყოფაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს „ჯეო კომფორტმა“ გაიმარჯვა. კოპმანია ნაძვის ხეს 31 211 ლარად შეიძენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ამ ეტაპზე გამარჯვებულ კომპანაისთან ხელშეკრულების დადება მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მას უნდა ჰქონდეს ბუნებრივი, მწვანე ფერი; სიმაღლით არანაკლებ 15 მეტრი, აგებულებით კი ექვსი ფენა. ტოტები უნდა იყოს წყალგამძლე და ცეცხლგამძლე, თითოეული ტოტი არანაკლებ...
მუნიციპალურ დონეზე, რეგფონდის ნაწილშიც ვფიქრობთ სპეციალური ქვეპროგრამის შექმნას იმისთის, რომ დამატებით სტიმული მივცეთ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგებაზე მეტი რესურსის დასახარჯად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
"მუნიციპალურ დონეზე, რეგფონდის ნაწილშიც ვფიქრობთ სპეციალური ქვეპროგრამის შექმნას იმისთის, რომ დამატებით სტიმული მივცეთ მუნიციპალიტეტებს წყალმომარაგებაზე მეტი რესურსის დასახარჯად. გვინდა დავაფინანსოთ სამუშაოები უკვე არსებული სათავე ნაგებობების მოსაწესრიგებლად,...
2019 წელს 30 პროცენტით გავზარდეთ წყლის პროექტების ბიუჯეტი, ანუ თუ შარშან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დააფინანსა 166 მილიონი ლარის პროექტები, წელს ჩვენი ბიუჯეტი 218 მილიონი ლარი იყო, -განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების შეკითხვების პასუხად.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, წლის ბოლომდე მოხდება ბიუჯეტის კორექტირება და სამინისტრო შეასრულებს 240 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების წყალგაყვანილობის სამუშაოებს....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ "თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ანგარიშის ყველა რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაითვალისწინა.
"სამინისტროს მზად აქვს ჰაერში ემისიებთან დაკავშირებული სანქციებისა და შემაკავებელ ზომების შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის სრულყოფის მიზნით,...
ატენში სასმელ წყალს ცისტერნით არიგებენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, სადაც ერთ კვირაზე მეტია 600-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება, სასმელ წყლის დარიგება დაიწყეს, რის გამოც ცისტერნა ქუთაისიდან ჩაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა ნუგზარ მძინარიშვილმა უთხრა, წყალის დარიგება ოთხშაბათს დაიწყეს.
„შაბათ-კვირას ისევ ქუთაისში უნდა დაბრუნდეს, იქ უნდა დაარიგოს წყალი და ორშაბათს ისევ ჩამოვა. 5-6...
წინა სტატია
ჩვენი დამოკიდებულება ყველა ინვესტორთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე, ჯანსაღი და როცა სახელმწიფო სამართლიანად ექცევა ბიზნესს, რა თქმა უნდა, განვითარება, დინამიკა და ინვესტიციები არის შეუქცევადი პროცესი“, - ამის შესახებ მრავალფუნქციური კომპლექსის “ბათუმი რივიერას” პრეზენტაციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, "ბათუმი რივიერა“, რომელიც ახალ ბულვარში შენდება, არის ქართულ-გერმანული კომპანია “ჰოხბაუ”-ს 30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი. მრავალფუნქციურ კომპლექსში...
გურჯაანის შპს „გლეხური ბაზარი“ მუნიციპალიტეტის მერიამ უნებართვო მშენებლობისთვის 4 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, ბაზრის ადმინისტრაციას მერიაში დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა, თუმცა ნებართვას არ დაელოდნენ.
„მანამდე დაიწყეს მშენებლობა, სანამ ნებართვას მიიღებდნენ. ამიტომ 4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. გლეხურ ბაზარს, ამის თაობაზე სიტყვიერად უკვე ვაცნობეთ. ოფიციალური ბრძანება კი, რომელიც...
აბაშის მუნიციპალიტეტის წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკაუტთა ბანაკი "თავგადასავალი 2019“ გახსნეს.
როგორც აბაშის მერიაში აცხადებენ, ბანაკს 11-დან 25 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების პირველი ნაკადი 4 სექტემბერს ესტუმრა.
"წყემში სკაუტთა ბანაკი "თავგადასავალი 2019“ მსოფლიო სკაუტთა მოძრაობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით ხორციელდება. ბანაკის პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა...
ახმეტაში დაგეგმილია იუსტიციის სახლის მშენებლობა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, ახმეტის გარდა, იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს ან დაგეგმილია ბოლნისში, წყალტუბოში, სამტრედიაში, გარდაბანში, ქარელში, ზესტაფონსა და ხაშურში.
საქართველოს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































