ა(ა)იპ ახალციხის ციხემ მიმდინარე წლის იანვარი–აგვისტოს განმავლობაში ობიექტების გაქირავებით, გიდების მომსახურებით და ბილეთების გაყიდვით 762 293 ლარი შემოსავალი მიიღო. ხოლო ამავე პერიოდში ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 116 475 შეადგინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ციხემ იანვარი–აგვისტოს თვეში ობიექტების გაქირავებით 2 850 ლარი მიიღო, ვიზიტორების მომსახურებიდან – 678 073 ლარი, ხოლო ექსკურსიამძღოლების მომსახურებიდან მიღებული თანხა 81 370 ლარს შეადგენს.
2018 წლის განმავლობაში ახალციხის ციხის საერთო შემოსავალი 892 206 ლარი იყო, ვიზიტორების რაოდენობა კი 152 752.
2018 წლის განმავლობაში ახალციხის ციხის საერთო შემოსავალი 892 206 ლარი იყო.
ახალციხის ციხის ვიზიტორთა სტატისტიკა გახსნის დღიდან დღემდე: 2012 წელი – 83 955 ვიზიტორი; 2013 წელი – 132 072 ვიზიტორი ( მათ შორის, 17 886 უცხოელი); 2014 წელი – 117 548 ვიზიტორი (მათ შორის, 14 803 უცხოელი); 2015 წელი – 118 921 ვიზიტორი (მათ შორის, 37 176 უცხოელი); 2016 წელი – 137 633 ვიზიტორი (მათ შორის, 51 186 უცხოელი); 2017 წელი – 141591 ვიზიტორი (მათ შორის 60 942 უცხოელი);